GPT vs MBR

ჰმმმ, დიახაც, თუ თქვენ ვინ 8.1 ან 10 ვერსიის დაყენებას ეცდებით და ვინჩესტერის დაფორმატებას ეცდებითმ თუ თქვენ UEFI თავსებადი კომპიუტერი (მაზერი) და ვინჩესტერი გაქვთ, საინსტალაციო პაკეტი ვინჩესტერის დასაფორმატებლად  GPT მოდელის გამოყენებას გირჩევთ.

GPT GUID (Globally Unique IDentifiers) Partition Table არის ახალი ტექნოლოგია, რომელმაც MBR უნდა შეცვალოს. ამ ტექნოლოგიას უმარავი უპირატესობა აქვს, მაგრამ MBR კვლავინდებურად შედარებით თავსებადი და ზოგიერთ სიტუაციაში შეუცვლელი ინსტრუმენტია ჯერჯერობით. ამასთან GPT თავსებადია Mac OS X, Linux და სხვა ოპერაციულ სიტემებთან.



ვინჩესტერს, პირველ გამოყენებამდე დაფორმატება სჭირდება. MBR და GPT საშუალებას იძლევა ვინჩესტერზე ინფორმაცია ორი განსხვავებული წესით შევინახოთ. ეს წესი განსაზღვრავს თუ სად იწყება განაყოფი, რომელი სექტორი რომელ განაყოფს ეკუთვნის, რომელი განაყოფია ჩამტვირთველი და ა.შ.


MBR სტანდარტი 1983 წელს გამოაქვეყნა IBM-მმა PC DOS 2.0 ში. ამ სტანდარტის მიხედვით ჩამტვირტვ ელი სექტორი განლაგებულია დისკის ფიზიკურ დასაწყისში. ეს სექტორი შეიცავს ოპერაციული სისტემის ჩამტვირთველს და ვინჩესტერის ლოგიკური განაყოფების ცხრილს. ჩამტვირთველი წარმოადგენს სხვა ადგილას განთავსებული სრული ჩამტვირთველის კოდის დასაწყისს. თუ თქვენ Windows ოპერაციულ სიტემას ხმარობთ, MBR დაზიანების ან წაშლის შემთხვევაში ოპერაციული სისტემა ვერ ჩაიტვირთება. ასევე თუ თქვენ Linux ოპერაციუ სისტემას დააყენებთ, MBR ში ასევე განთავსდება GRUB.


MBR მხოლოდ 2 ტბ-მდე ვინჩესტერებს კითხულობს, ასევე მხოლოდ 4მდე ძირითადი ნაწილის შექმნა შეუძლია. თუ მეტი გინდათ, უნდა შექმნათ ერთი გაფართოებული დანაყოფი, რომელშიც უკვე შექმნით დანარჩენ განაყოფებს. ეს ასე ვთქვათ წახაკერებაა...

რაც შეეხება GPT აქ ვინჩესტერის ზომა  18 ჰექსაბაიტია.


 GPT არის ახალი სტანდარტი, რომელიც თანდათან ცვლის MBR-ს. ეს ცლილება ასევ დაკავშირებულია BIOS უკვე მოძველებულ სიტუაციასთან. BIOS-სს ცვლის UEFI. შედეგად თქვენი დისკის ყველა ახალი დანაყოფი არის გლობალური უნიკალური იდენტიფიკატორი. ამ სისტემას არ აქვს MBR დამახასიათებელი შეზღუდვები. ზომა მხოლოდ ოპერაციული სიტემით და მისი ფაილური სიტემით იქნება შეზღუდული. GPT შესაძლებლობას იძლევა გამოყენებული იყოს დანაყოფების თითქმის შეუზღუდავი რაოდენობა, ეს დამოკიდებული ქინბა ოპერაციულ სიტემაზე. ვინდოუსში შესაძლებელია GPT დისკზე 128  დანაყოფის შექმნა. და თქვენ არ მოგიწევთ გაფართოებული დანაყოფის შექმნა, როგორც მანამდე.

MBR-დისკზე დანაყოფის და ჩატვირთვის მონაცემები ერთ ადგილას ინახება. თუ ეს მონაცემები დაზიანდა, თქვენ პრობლემა შეგექმნებათ. GPT ამ მონაცემების მრავალ ასლს ინახავს ვინჩესტერის სხვადასხვა ადგილას, და მისი დაზინება ნაკლებ სავარაუდოა. ასევე შესაძლებელია აღდგენაც.  GPT ასევე აკეთებს მონაცემთა ციკლურ შემოწმებას უწესივრობის აღმოფხვრის მიზნით. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი ჩანაწერების აღდგენა შესაძლებელია ვინჩესტერის სხვა ადგილიდან. MBR ასეთი რამ საერთოდ არ იყო და პრობლემას მხოლოდ მაშინ ნახავდით, როცა მისი გამოსწორება უკვე შეუძლებელი იყო.


ვინდოუს ოპერაციულ სიტემაში GPT სისტემის გამოსაყენებლად აუცილებელია UEFI სისტემაც. ასევეა ყველა სხვა ოპერაციული სიტემებიც


Comments

  1. mbr-დან gpt-ზე გადაფორმატებას ისე ვერ შევძლებ რო ფაილები არ დამეკარგოს?

    ReplyDelete
  2. vera radgan sul shlis yvelafers. gadaitan informacia sxva vinchesterze da mere gadawere isev.

    ReplyDelete
  3. Anonymous5/01/2024

    UFRO SRULI INPORMACA AR ARIS

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე