@ მეილის ნიშნის ისტორია
არასდროს მეგონა რომ აფთიაქში ბანალური ბამბის საყიდლად შესულს ამ პოსტის დაწერის იდეა დამებადებოდა. ხოდა რა მოხდა აფთიაქში?
რიგში დგომისას ჩემი ჭორიკანა ყურადღება თავანკარა მეგრულით მოფუსფუსე (შემდგომში უკვე უფრო მოროხროხერე) ქალბატონებმა მიიპყრო, ათენა მუ რე ძა? რომ გავიხედე აშკარად ჯეკპოტი ჰქონდათ მოგებული და ყველანაირ კოსმეტიკას ყიდულობდნენ, თან 1-2-ს კი არა 20-30 ცალს. რავი მე ასეთი ლოგიკა მაქვს: თუ ვიღაცა 10 ცალ სხვადასხვა ფირმის შამპუნს ყიდულობს და ვერ არჩევს ნორმალური თუ ტენიანი კანისთვისაა, ან 30 საპონი, რავა ერთ დროულად გჭირდება? ხოდა აქ კიდევ ერთი ფრაზა იყო ტოტ კრასივი ტოჟე ვაზმი.... აქ უკვე მივხვდი რა ჯეკპოტიც მოიგეს... ხოდა გამახსენდა საბაჩქა.
რისი თქმა მინდა: ცნობილია, ქართული „ელიტა“ საუკუნეების მიხედვით ხან და ფრანგულად საუბრობდა და ხან რუსულად. რაიკომის მდივნის შვილები პაგალოვნად რუსულ სკოლებში დადიოდნენ... მოკლედ ყველამ ხომ უნდა ნახოს რუსეთიდან ჯეკპოტი გეწვია და ა.შ. ქართული კუდაბზიკობა — რაიონულ ტელევიზიაში ხსოვნაში გაჟღერებული ფრაზა „მოსკოვიდან დაგტირის შენი შვილი ჯემალი....“
ამ პოსტით ვეცდები ერთი კომპიუტერული ტერმინის მეილის ნიშნის — ყველასთვის ცნობილი @ რუსულ წარმომავლობაზე გესაუბროთ:
რამდენიმე ქართულმა ბლოგმა ამ ტერმინის რუსულ ეტიმოლოგიას პოსტებიც კი მიუძღვნა. მაგალითად ფეისბუკის გვერდმა „იყიდე ქართული“ დაიწყო კომპანია ძაღლუკას გალოკოკინების თაობაზე,
ხოლო ambebi.ge გვერდმა სტატია დაწერა ჩაანაცვლებს თუ არა ლოკოკინა ძაღლუკას
პოსტს იმით დავასრულებ, რომ მე ვუერთდები ფეისბუკის გვერდზე „იყიდე ქართული“ დაწყებულ კომპანიას რომელიც ძაღლუკას გალოკოკინებას ეძღვნება :), თუმცა მე ამ ნიშანს აბორბალას ვეძახი ან მეილის ნიშანს. ალბათ კვლავ მომიწევს ამ ტემაზე მიბრუნება. ამწუთას ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ ძაღლუკა არ არის ქართული ტერმინი!
ისტ პედაგოგებს გთხოვთ გამომეხმაუროთ ამ თემასთან დაკავშირებით და შესაძლებელია მშვენიერი პროექტი მოვიფიქროთ რამდენიმე სკოლაში ერთად
ასევ გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ პოსტის შემდეგ მოცემულ გამოკითხვაში.
@ სიმბოლო ვიკიზე

სიმბოლო @ ცნობილია სულ ცოტა XV საუკუნიდან, მაგრამ შესაძლოა იგი კიდევ უფრო ადრე გამოიგონეს. აქამდე დაზუსტებულად არაა ცნობილი, თუ ვინ და რატომ გამოიგონა და მისი პირველი გამოყენების თარიღიც მიახლობითაა ცნობილი, მაგრამ ამ ნიშნის საერთაშორისო აღიარებად მიჩნეულია 2004 წლის თებერვალი, როცა ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირმა მორზეს ანბანში ელექტრონული ფოსტის მისამართების გადაცემის გასაადვიებლად @ სიმბოლოს კოდად • — — • — • A და C ასოების კომბინაცია დაამატა.
ამერიკელი სწავლულის ბერტოლდ ულმანის ვერსიით @ პირველად ბერებმა გამოიყენეს შუა საუკუნეებში. ისინი წიგნების გადაწერით იყვნენ დასაქმებულნი, მათ შორის ლათინური წიგნებიც იყო. ლათინურში არის წინდებული "ad" და იმ დროს მიღებულ შრიფტში ასო "d" იწერებოდა პატარა კუდით, რომელიც ზემოთ იყო მოხვეული. სწრაფი წერისას წინდებული ჩანდა როგორც @.
2000 წელს პროფესორ ჯორჯიო სტაბილეს ვერსიით ფლორენციელი ვაჭრების დამსახურებით, XV საუკუნიდან ნიშანი @ გამოიყენებოდა როგორც კომერციული სიმბოლო. იგი აღნიშნავდა ამფორას - წონის ერთეულს, რომელიც 12,5 კგ-ს
უდრიდა. მაშინდელი ტრადიციით ასო "A", რომლითაც აღნიშნული იყო წონა, კუდით იყო დამშვენებული და გამოისახებოდა როგორც დღეისათვის ყველასთვის ნაცნობი სიმბოლო. მან თავისი ჰიპოტეზის დამადასტრებლად მოიტანა 1536 წლით დათარიღებული ფლორენციელი ვაჭრის ჩანაწერი სადაც მოხსენიებული იყო ერთი "A" ღვინის ფასი, ამასთან ხელნაწერში "A" სიმბოლო გავდა @-ს.
ესპანელებს, პორტუგალიელებს და ფრანგებს მისი წარმოშობის თავისი ვერსია აქვთ - სიტყვიდან "არობა" - ძველი ესპანური წონის ერთეული, რომელიც დაახლოებით 15 კილოგრამს უდრიდა. აქაც @ სიტყვის პირველი ასოდან იქნა აღებული.
Trigo@1 წარწერა დათარიღებულია 1448 წლით „ხორბალი 1 არობა“ |
თანამედროვე კომერციულ ენაში ნიშან @ -ს კომერციული სახელია "კომერციული at", რომელიც საბუღალტრო ჩანაწერებიდან წარმოიშვა. იქ იგი აღნიშნავდა თანდებულებს "-ვით, -თან, -ზე, -ში". თარგმანში იგი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა - 5 ცალი, თითო 3 დოლარში (5 widgets @ $3 each). ვინაიდან სიმბოლო გამოიყენებოდა ვაჭრობაში, ამიტომ იგი პირველი საბეჭდი მანქანების კლავიატურებზეც გამოჩნდა, საიდანაც კომპიუტერების კლავიატურებზე გადაინაცვლა.
ინტერნეტში სიმბოლო @, ელექტრონული ფოსტის შემქმნელის, რეი ტომლინსონის დამსახურებით აღმოჩნდა. მიზეზი, რის გამოც ეს ნიშანი გაჩნდა მომხმარებლის სახელსა და ელექტრონული ფოსტის სერვერის სახელის გამყოფად, მან ასე ახსნა: მე ვეძებდი ნიშანს, რომელიც არ შეგვხვდებოდა არც სახელებში, არც დასახელებებში და შესაბამისად არეულობასაც არ შემოიტანდა სისტემაში. პირველი ასეთი სახელი იყო tomlinson@bbn-tenexa Arpanet-ის ქსელში. 1971 წლის ნოემბერში მან პირველად გააგზავნა მსგავსი წერილი ()ელექტრონული ფოსტა მანამდეც არსებობდა, მაგრამ ამ ადამიანმა პირველმა მოიფიქრა სახელისა და დომენის @ სიმბოლოს საშუალებით გაყოფა.
ინტერნეტში ასევე არსებობს სხვა სერვისებიც, რომლებიც @ სიმბოლოს იყენებენ ამავე დანიშნულებით:
- HTTP — http://login:password@www.example.org;
- FTP — ftp://login:password@ftp.example.org;
- Jabber — somebody@example.org;
- LDAP — somebody@example.org;
- IRC არხზე არხის ოპერატორის აღმნიშვნელია
ასევე ეს სიმბოლო პროგრამირების ენებში გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით
ტვიტერში და ფეისბუკზე ამ სიმბოლოს გამოყენება იწვევს მოსაუბრის სახელის მონიშვნას. საერთაშორისო სტუდენტურ ორგანიზაციაში AIESEC შიდა მიმოწერაში არაოფიციალურად ამავე ორგანიზააციას აღნიშნავს. ევროპაში არსებობს საგზაო ნიშანი, რომელზეც დატანილია მეილის ნიშანი. ის აღნიშნავს ინტერნეტში თავისუფალი დაშვების წერტილს.
სხვადასხვა ქვეყნებში ამ სიმბოლოს სხვადასხვანაირად ეძახიან. სახელები ძირითადათ ცხოველებთანაა დაკავშირებული. გერმანელებთან და პოლონელებთან - მაიმუნი, იტალიელებთან - ლოკოკინა, ამერიკაში და ფინეთში - კატა, ტაივანში და ჩინეთში - თაგვი. ზოგ ქვეყნებში იგი რაღაც გემრიელთანაა დაკავშირებული: დარიჩინიანი ფუნთუშა შვედეთში, შტრუდელი ისრაელში და მხოლოდ დისციპლინიანი იაპონელები არიან შორს ყოველგვარი რომანტიკიდან და @-ს ეძახიან ისე როგორც იგი ინგლისურ ენაში ჟღერს - "attomark".
ქართული "ძაღლუკა" რუსულიდან გადმოვიდა, მხოლოდ რუსები ეძახიან მას "საბაჩკას". ერთ-ერთი ვერსიით ინგლისური "at" ძაღლის ყეფას ჰგავს, მეორე ვერსიით კი თვით ნიშანი ჰგავს დახვეულ პატარა ძაღლს. მაგრამ ყველაზე პოპულარული ვერსია პირველ თამაშებს უკავშირდება. თამაშს „Adventure“ თავგადასავალი ერქვა. მაშინდელ კომპიუტერებში გამოყენებული ეკრანები მხოლოდ ტექტსტური იყო და ნახატები არ გამოიყენებოდა. ერთ-ერთი თამაში სიუჟეტის მიხედვით მოთამაშეს ჰყავდა დამხმარე, ერთგული ძაღლი, რომელიც ეხმარებოდა განძეულის ძებნაში, იცავდა სხვადასხვა მონსტრებისგან, მიდიოდა დაზვერვაზე და კატაკომბებში. და რაღა თქმა უნდა ამ ძაღლის აღმნიშვნელი ნიშანი იყო @.
პოსტს იმით დავასრულებ, რომ მე ვუერთდები ფეისბუკის გვერდზე „იყიდე ქართული“ დაწყებულ კომპანიას რომელიც ძაღლუკას გალოკოკინებას ეძღვნება :), თუმცა მე ამ ნიშანს აბორბალას ვეძახი ან მეილის ნიშანს. ალბათ კვლავ მომიწევს ამ ტემაზე მიბრუნება. ამწუთას ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ ძაღლუკა არ არის ქართული ტერმინი!
ისტ პედაგოგებს გთხოვთ გამომეხმაუროთ ამ თემასთან დაკავშირებით და შესაძლებელია მშვენიერი პროექტი მოვიფიქროთ რამდენიმე სკოლაში ერთად
ასევ გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ პოსტის შემდეგ მოცემულ გამოკითხვაში.
@ სიმბოლო ვიკიზე
ნამდვილად საინტერესო იყო
ReplyDelete