-->

ინფორმაციის ზომის ერთეულები

ყველაფერი აქედან დაიწყო


ინფორმაციის საზომი ერთეული არის ბაიტი, რომელიც შედგება (8) ბიტებისგან. რაც შეეხება წინსართს „კილო“ ის SI (ერთეულთა საერთაშორისო სისტემა) გამოიყენება როგორც ათასის აღმნიშვნელი. მაგალითად, სიგრძის (უმცირესი) საზომი ერთეული არის მეტრი, ხოლო 1 000 (10 ხარისხად 3) მეტრი უდრის 1 კილომეტრს.

ასევეა გრამი და კილოგრამი.  1000 (10 ხარისხად 3) გრამი არის კილოგრამი

კომპიუტერული ინდუსტრიის დასაწყისიდან ისტორიულად გამოყენებული იყო ტერმინები კბ (კილობაიტი), მბ (მეგაბაიტი), გბ (გიგაბაიტი), რომელთა მნიშვნელობებიც ოდნავ განსხვავდებოდა აქამდე ცნობილი მეტრული სისტემების ერთეულებისგან. მაგალითად თუ მე ვამბობ რომ მაქვს 16 გიგაბაიტი მოცულობის ოპერატიული მახსოვრობა ეს ნიშნავს რომ მე მაქვს 17 179 869 184 ბაიტის მოცულობის ოპერატიული მახსოვრობა 16X1024X1024X1024). ცნობილი 1024 კი ყველამ ვიცით რომ არის 2-ის მე-10 ხარისხი. ასევე მინდა გაგახსენოთ, რომ თვლის ამ სისტემას თვლის ორობითი (binary measurement) სისტემა ეწოდება.

ასევე ინფორმაციის გასაზომად სხვა სიტუაციებში  იყენებენ მულტიპლიქსატორებს კილო, მეგა, გიგა და ა.შ. როგორც ეს მიღებულია ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (SI). ანუ 1 000 ის ჯერადებად. მაგალითად 500 გიგაბაიტიანი ვინჩესტერი აღნიშნავს 500 000 000 000 ბაიტის ტევადობის ვინჩესტერს. ან 1გბიტ/წმ ინტერნეტ შეერთება აღნიშნავს რომ თქვენ ინტერნეტი მოგეწოდებათ 1 000 000 000 ბიტი/წამში სიჩქარით. ორობითი წინსართისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში გიგა აღნიშნავს 1 000 (10 ხარისხად 3) და არა 1024.

ერთეულთა ერთიდა იგივე წინსართების სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენებამ გაუგებრობა გამოიწვია. ამიტომ 1998 წლის მარტში IEC International Electrotechnical Commission მიიღო დოკუმენტი, სადაც განსაზღვრა წინსართების ფორმა ინფორმაციული და მონაცემთა გადაცემის სისტემებისთვის. ასევე NIST (US National Institute of Standards and Technology) სტანდარტი ითხოვს რომ SI წინსართები გამოყენებული იყოს მხოლოდ ათობითი მნიშვნელობით: კილობაიტი (kilobyte) და მეგაბაიტი (megabyte) აღნიშნავს ერთი ათას ბაიტს და ერთი მილიონ ბაიტს შესაბამისად (როგორც ამასი მოითხოვს SI).

ამას გარდა შემოღებულიქნა ახალი ტერმინები კიბიბაიტი, მებიბაიტი და გიბიბაიტი. ინგლისურად kibibyte, mebibite და gibibyte.  მათი შემოკლებული ჩანაწერი ასე გამოიყურება KiB, MiB და GiB. სწორედ ეს ჩანაწერები და დასახელებები აღნიშნავენ 1024 ბაიტს, 1 048 576 ბაიტს და 1 073 741 824 ბაიტს შესაბამისად.

2008 წელს IEC წინსართები უკვე ISO/IEC 8000 სტანდარტში იქნა გამოქვეყნებული და შესაბამისად დამტკიცებული.



ამრიგად 

საქართველოშიც, დროა რომ ვისწავლოთ





არავითარ წყაროს არ მოვიყვან, ზევით არის სტანდარტის ბმული და ჩაიხედეთ

7 კომენტარი :

რა სისულელეა,ძირი 8 არის და შესაბამისად 8,16,32,64,128,256,512,1024,2048,3072,4096 და ა.შ.

gogita kupatadze -მადობა კომენტარისთვის :) მაგრამ იქნებ რამე ავტორიტეტული წყარო მოგეყვანათ ან მოგეძიებინათ. შემდეგ გავაგრძელოთ კამათი ამ თემაზე

მადლობა სტატიისთვის,

რადგან, სახელი არ შეესაბამებოდა მნიშვნელობას, (Kilo -ათასია),
ამიტომ შემოიღეს ახალი ტერმინები - კიბიბაიტი, მებიბაიტი და გიბიბაიტი.
Kibi - შედგება სიტყვებისგან kilo და binary.

ათობით და ორობით სისტემაში:
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98

ვინჩესტერის მოცულობის უმცირესი საზომი ერთეული რა არის?

ვინჩესტერშიც ინახება ინფორმაცია და მინიმალური ინფორმაციის ზომის ერთეული ბაიტია (8 ბიტი)

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით