კომპიუტერული პროგრამირების კურსები 2025
დღეს დრაივში სასწრაფოდ ახალი საქაღალდის გახსნა მომიხდა. საქაღალდეს 2025 ქვია და მანდ უკვე დღევს 2025 წლის ჰარვარდის უნივერსიტეტის
ლაივ შეხვედრებზე რეგისტრაციის ბმული. პირველი შეხვედრა 28 იანვარს 19:00 საათზე არის დანიშნული
(ამ პოსტის მოკლე ბმული შენი მეგობრებისთვის: mokle.ge/regcs50sg)
შეხვედრებს მოსწავლეები ჯგუფთან ერთად დაესწრებიან რეალურ დროში ლაივ რეჟიმში უფასოდ. ასევე შესაძლებელია შეხვედრების კვირაში 3 ჯერ რეჟიმში დაესწრება ან საკუთარი გრაფიკის მორგება.
🙏 გთხოვთ ეს პოსტი 🔗გაუზიაროთ თქვენს მოსწავლეებს
✅გინდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ლაივ ლექციებს უფასოდ დაესწრო პროგრამირებაში❓
✅გინდა ლაბორატორიულებს მოუსმინო❓
✅გინდა შენი დავალებები 🐥 ხელოვნურმა ინტელექტმა გაასწორს❓
✅გინდა ისწავლო C❓
✅გინდა ისწავლო პითონი❓
✅გინდა ისწავლო HTML, CSS ❓
✅გინდა ისწავლო ჯავასკრიპტი❓
✅გინდა ისწავლო SQL❓
✅გინდა ისწავლო ვებ გვერდი შექმნა❓
✅გინდა ისწავლო ხელოვნური ინტელექტის პროგრამირება❓
✅გინდა ისწავლო კიბერუსაფრთხოება❓
✅გინდა გქონდეს ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატი❓
✅ხარ VII - XI კლასის მოსწავლე❓
თუ ამ კითხვებზე ✅ დადებითი პასუხი გაქვს და ხარ სკოლის მოსწავლე, მაშინ ☝️ეს პოსტი შენთვისაა. ✍️ დარეგისტრირდი და შევხვდებით ჰარვარდში
:: შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით (ქართ) (+ ჰარვარდის სერტიფიკატი) |
პროგრამირების შესავალი Scratch-ის გამოყენებით კურსზე დამწყებ პროგრამისტებს შეუძლიათ დაწერონ კოდი ტექსტის აკრეფის ნაცვლად გრაფიკული ბლოკების გადმოთრევით. სკრეჩი გამოყენებულია ჰარვარდის კოლეჯის კომპიუტერულ მეცნიერებაში შესავალი კურსის CS50 პირველ ლექციაზე. Scratch შეიქმნა MIT-ის მედია ლაბორატორიაში. ის დამწყებ პროგრამისტებს, რომლებსაც არ აქვთ პროგრამირების გამოცდილება, შექმნან საკუთარი ანიმაციები, თამაშები, ინტერაქტიული ნახატები და ამბები. კურსი სტუდენტებს აცნობს პროგრამირების საფუძვლებს, რომლებიც გვხვდება არა მხოლოდ თავად Scratch-ში, არამედ ტრადიციულ ტექსტზე დაფუძნებულ პროგრამირების ენებშიც (როგორიცაა Java და Python). საბოლოო ჯამში, ეს კურსი ამზადებს მოსწავლეებს პროგრამირების შემდგომ კურსებისთვის.
რა საკითხებს ეხება კურსი?
- სპრაიტი,
- ფუნქციები,
- მოვლენები,
- მდგომარეობა,
- ციკლები
- ცვლადები
- აბსტრაქცია
- პროექტი
კურსი შევქმენით იმისთვის რომ, მონაწილეებმა შეძლონ:
- მარტივი ანიმაციების შექმნა
- თამაშების შექმნა
- ინტერაქტიური ნახატების დამზადება
- ციფრული ამბის თხრობა
კურსი ადაპტირებულია ქართულ ენაზე
შეხვედრების რაოდენობა: 9
შეხვედრების ხანგრძლივობა 30 წუთი
დავალებების რაოდენობა 9
მონაწილეთა ასაკი: IV-XII კლასის მოსწავლეები
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი
ლექციის ნიმუში
წასაკითხი მასალის ნიმუში
ლექცია 1 სპრაიტი (ვიდეო ქართულად)
კურსს მოყვება დავალებები, ლექციაზე გამოყენებული კოდები, კონსპექტი, უკუკავშირის საშუალება, ქვიზები, შეფასების სისტემა, სერტიფიკატი, ვორკშოპი მასწავლებლებისთვის. კურიკულუმი (მასწავლებლისთვის), სტანდარტი. მოსწავლეთა მიერ შექმნილ პლატფორმაზე შესაძლებელი კლასის შექმნა და ამ კურსების შეთავაზება კონკრეტული კლასისთვის...
:: შესავალი პითონში (სტენფორდის უნივერსიტეტის კურსი) |
ეს კურსი ორი ნაწილისგან შედგება. I ნაწილი ეხება პროგრამირების კურსის შესავალს სტენფორდის რობოტ კარელის დაპროგრამებით, ხოლო მეორე ნაწილში შევეხებით პროგრამირების ენას პითონი. კურსის ბოლოს მონაწილეები შექმნიან თამაშს.
ამ გიფზე ჩანს რამდენად ადვილია ქართულ კარელში მუშაობა (გაადიდეთ სურათი და დააკვირდით, ვიდეოსავითაა)
შეხვედრების რაოდენობა: 14
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
დავალებების რაოდენობა 14
მონაწილეთა ასაკი: V-IX კლასის მოსწავლეები
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი
:: როგორ მუშაობს ინტერნეტი (ქართ. code.org კურსი) |
ინტერნეტის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ ინტერნეტის მამად აღიარებული ვინტ სერფის მოგიყვებათ. ის ბობ კჰანთან ერთად TCP/IP პროტოკოლის თანაავტორია. კიდევ კაი კაი ამბებში გამოიჩინა თავი. სხვა ქართული სასკოლო კურსებისგან აქ ყველაზე ნაკლებადაა საუბარი ინტერნეტის ისტორიაზე და სხვა არამნიშვნელოვან თემებზე. კი არა, ზუსტად იმაზეა საუბარი რაზეც უნდა იყოს საუბარი თემაში როგორ მუშაობს ინტერნეტი.
ნახეთ ნიმუში
რა საკითხებს ეხება კურსი?
- როგორ მუშაობს ინტერნეტი?
- ქსელის აწყობა (სიმულატორი)
- ინტერნეტ დამისამართება (TCP/IP)
- როუტერი და საიმედოობა
- პაკეტები
- HTTP და DNS
- ფინალური პროექტი
შეხვედრების რაოდენობა: 7
შეხვედრების ხანგრძლივობა 5-10 წუთი
დავალებების რაოდენობა 7
მონაწილეთა ასაკი: IV-XII კლასის მოსწავლეები
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი
:: შესავალი კომპიუტერული მეცნიერებებში (+ ჰარვარდის სერტიფიკატი) |
(თუ გამოცდილება არ გაქვთ, სასურველია დასაწყისისთვის აირჩიოთ სკრეჩის კურსი და შემდეგ გადახვიდეთ ამ კურსზე)
მოგესალმებით ინტელექტუალურ მეწარმეობაში კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამირების ხელოვნებაში კურსზე. ეს კურსი ასწავლის სტუდენტებს როგორ იფიქრონ ალგორითმულად და გადაჭრას პრობლემები ეფექტურად. თემები მოიცავს აბსტრაქციას, ალგორითმებს, მონაცემთა სტრუქტურებს, ინკაფსულაციას, რესურსების მართვას, უსაფრთხოებას, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიას და ვებ პროგრამირებას. ენები მოიცავს C, Python და SQL პლუს HTML, CSS და JavaScript. კურსი მთავრდება ფინალური პროექტით. არ მოითხოვება წინასწარი გამოცდილება. CS50 სტუდენტების ორ მესამედს ადრე არასდროს გაუვლია პროგრამირების რაიმე კურსი.
კურსში განხილული თემები:
Week 0 Scratch
Week 1 C
Week 2 Arrays
Week 3 Algorithms
Week 4 Memory
Week 5 Data Structures
Week 6 Python
Week 6.5 Artificial Intelligence
Week 7 SQL
Week 8 HTML, CSS, JavaScript
Week 9 Flask
Week 10 Cybersecurity
შეხვედრების რაოდენობა: 36 (კვირაში 3 დღე)
შეხვედრების ხანგრძლივობა 150 წუთი
დავალებების რაოდენობა 12
მონაწილეთა ასაკი: VIII-XI კლასის მოსწავლეები
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი
სერტიფიკატი განთავსებულია ჰარვარდის საიტზე. ნიმუში:
ნახეთ 2024 წლის კურსის დასაწყისი და ისიამოვნეთ. თუ ამ შეხვედრის 70% გაიგეთ, აუცილებლად აირჩიეთ ეს კურსი :)
მაშ დააჭირეთ ბმულზე, 2025 წლის ჰარვარდის უნივერსიტეტის
ლაივ შეხვედრებზე რეგისტრაცისათვის
ამ პოსტის მოკლე ბმული შენი მეგობრებისთვის: mokle.ge/regcs50sg
მნიშვნელოვანია:
- შეხვედრები არის მოსწავლეებისთვის. მასწავლებლებს გთხოვთ მოსწავლის სახელით ნუ დარეგისტრირდებით.
- კურსი ინგლისურ ენაზეა. შეგიძლია ნახო კურსის დასაწყისი ვიდეო და შეაფასო შენი ინგლისურის ცოდნა. ნახე ნებისმიერი 5 წუთიანი მონაკვეთი. ჩართე ტიტრებიც. ვიდეოს 70% თავისუფლად უნდა გებულობდე
:: კონკურსი: სასწავლო ვიდეობის შექმნა 2025 |
twiton.ge აცხადებს კონკურსს IV-XI კლასის მოსწავლეებისთვის
სასწავლო ვიდეოები ტექნოლოგიებში
პირობები:
ვიდეო უნდა იყოს სასწავლო ხასიათის
ვიდეო ფორმატი: .MP4 1920X1080
ვიდეო უნდა შეიცავდეს შესავალს, შინაარს და დასკვნით ნაწილს.
ვიდეოში გამოყენებული რესურსები არ უნდა არღვევდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონის მოთხოვნებს
ვიდეოს საავტორო უფლება უნდა გადაეცეს twiton.ge-ს. CC BY-NC-SA 4.0 პირობით. (ავტორი: ვიდეოს ავტორი + twiton.ge)
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 15 ოქტომბრიდან 2025 წლის 30 მარტის ჩათვლით.
შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 15 მაისს
კონკურსში გამარჯვებული გამოცხადდება მონაწილთა ხმების საშუალებით, თითო მონაწილეს ექნება თითო ხმა.
პრიზები გათვალისწინებულია ყველა მოსწავლისთვის;
4 ნოუთბუკი, თითო ₾2500
2 ნოუთბუკი თითო ₾1000
20 საპატიო საჩუქარი ₾100
და ყველა მონაწილე ₾50
ვიდეოს ნიმუში:
ამ პოსტის მოკლე ბმული შენი მეგობრებისთვის: mokle.ge/regcs50sg
Comments
Post a Comment