Posts

Showing posts from 2011

უაზრო პაროლები

Image
ანუ როგორი არ უნდა იყოს თქვენი პაროლი პაროლი და ინტერნეტი განუყოფელი ცნებებია. უსაფრთხო პაროლის შედგენა გარკვეული მეცნიერებაც კია. ძალიან ხშირად ახლობლები მეუბნებიან, რომ იცნობენ ხაკერებს, რომლებიც პაროლებს ტეხვენ. ეს 1-1 გავრცელებული მითია, რომლის გავრცელებაში დიდი წვლილი სერიალების მოყვარულ ადამიანთა კატეგორიისთვისაა დამაჯერებელი. უფრო რეალისტურები კი ამ ფაქტების უკან არასწორად შერჩეულ პაროლს ასახელებენ. აი რამდენიმე პაროლი, რომელის გატეხვა სირთულეს არ წარმოადგენს  ყველაზე ხშირად გამოყენებული უაზრო პაროლების ოცეული ასე გამოიყურება: 123456 (290,731) 12345 (79,078) 123456789 (76,790) Password (61,958) iloveyou (51,622) princess (35,231) rockyou (22,588) 1234567 (21,726) 12345678 (20,553) abc123 (17,542) Nicole (17,168) Daniel (16,409) babygirl (16,094) monkey (15,294) Jessica (15,162) Lovely (14,950) michael (14,898) Ashley (14,329) 654321 (13,984) Qwerty (13,856) მთავარი მინიშნება : სიტყვა “Password”-ის კოდის სახით გამოყენება ყველაზე ცუდი ი...

რომ არ გაიხლართო

Image
ჯერ მხოლოდ ფოტოებს დავდებ, ისედაც ყველაფერი გასაგებია, და შემდეგ იქნებ ტექსტებსაც მოვაბა თავი

სტივ ჯობსი გარდაიცვალა

Image
გთავაზობთ რამდენიმე ბლოგს სტივ ჯობსის შესახებ http://datomalania.blogspot.com/2010/05/blog-post_23.html http://v-klasi.blogspot.com/2010/11/blog-post.html http://v-klasi.blogspot.com/2011/02/blog-post.html ნბნბნბნბნბნბნბნბნბნბ

ტრენინგები ირემაძეებში

http://www.slide.com/r/8A3LSZQe3j_J9hMyvYK9OyMc_6Qeoaie?previous_view=lt_embedded_url

ტრენინგები ირემაძეებსი

http://www.slide.com/r/8A3LSZQe3j_J9hMyvYK9OyMc_6Qeoaie?previous_view=lt_embedded_url

google plus. ახალი სოციალური ქსელი

Image
როგორც გუშინ გაცნობეთ, გუგულმა ახალი კვერცხი შემოგვთავაზა. ამ შემთხევაში საუბარია ახალ სოციალურ ქსელზე, რომელიც უკვე არსებულებისგან იმით განსხვავდება, რომ აქვს ვიდეოჩატი ერთდროულად რამოდენიმე მომხმარებელთან და კონფიდენციალობის მკაცრად გაწერილი წესები. ამ წესების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, მის შესახებ რა ინფორმაცია რომელმა ადამიანმა ნახოს. google+ ინტერფეისი ხელმისაწვდომია 40 ენაზე. სამწუხაროდ მათ შორის ჯერჯერობით ქართული არაა. როგორც გუშინ ავღნიშნე, ქსელი ბეტა ტესტირების რეჟიმშია, და მათთვისაც კი დახურულია, ვისაც უკვე აქვს მოსაწვევი.

google plus. ახალი სოციალური ქსელი

გუგული თუ ფაცე?

Image
რესურსმა TechCrunch გამოაქვეყნა გუშინწინ გამოჩენილი ახალი სოციალური სერვისის Google+ მთავარი გვერდის ანაბეჭდი. ჯერჯერობით, ამ სერვისზე დაშვება დახურულია, ამიტომაც ალბათ თქვენც ძალიან გაინტერესებსთ, როგორი ინტერფეისი აქვს მას. წამოდგენილი სურათებიდან ძნელი არაა დაასკვნათ, რომ ის ძალაიან ჰგავს Facebook-ს, რის გამოც იქედნური ხუმრობები უკვე გამოჩნდა. გუშინ იუწყებოდნენ, რომ საიტზე დაშვება მოსაწვევებითაა შესაძლებელი, (ალბათ Gmail დაბადება გახსოვთ), მაგრამ როგორც ჩანს, მოსაწვევები ჯერაც არ იქნება. როგორც ცნობილი ჟურნალისტი, მეთიუ ინგრამი, (Mathew Ingram) საკუთარ ტვიტერზე Google ვიცე პრეზიდენტის ვიკა გუნდორტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, ”გადარეული მოთხოვნების” გამო მოსაწვევების სისტემა ჯერჯერობით შეჩერებულია.

gmail-ში რეგისტრაცია

ეს ვიდეო ეხება gmail-ში რეგისტრაციას. მხოლოდ საცდელი ვერსიაა, თუმცა სრულად აღწერს რეგისტრაციის პროცესს. გადმოსატვირთად დააჭირეთ აქ >> ფორმატი: .MP4; ხანგრძლივობა: 00:03:54. ფაილის ზომა: 7,11მბ. ეკრანი: 800X600; ენა: ქართული: ავტორი © : დ.მალანია

Microsoft- 8,5 მილიარდი =Skype

Image
დიახ, 8,5 მილიარდი ის ციფრია, რომელიც მაიკროსოფტმა გადაიხადა სკაიპის შეძენაში. ეს თანხა მაიკროსოფტის ყველა ადრინდელ გარიგებას აღემატება, რაც კი ამ კომპანიას ტავისი არსებობის 36 წლის მანძილზე უკეთებია. დაუდასტურებელი ინფორმაციით ანალოგიურ გარიგებაში მაიკროსოფტის კონკურენტები (სისკო, ფესიბუკი, გუგლი) მზად იყვნენ 4 მლრდ $ გადაეხადათ. რაში იხდის მაიკროსოფტი ამხელა თანხას? 170 მილიონ ჩვენნაირ მომხმარებელში, რომლებიც თვეში ერთხელ მაინც სარგებლობენ სკაიპით. სერვისს მოუწევს Xbox სათამაშო კონსოლთან დამეგობრება (Kinect სენსორით), საფოსტო პროგრამასთან Outlook, სმარტფონებთან Windows Phone 7 პლატფორმაზე. ყველა ამ პლატფორმას აქვს ვებ-ტელეფონიის მხარდაჭერა, უბრალოდ 170 მილიონიანი არმია მას უფრო სასარგებლოს გახდის. “Skype – ეს ზმნაა" – გადაჭრით თქვა მაიკროსოფტის გენერალურმა დირექტორმა სტივ ბალმერმა პრეს-კონფერენციაზე, რითაც ყველა კითხვას გასცა პასუხი. ახალი განყოფილების ხელმძღვანელად სკაიპის ამჟამინდელი ბოსი ტონი ბეიტსი დარჩება, რომელსაც უკვე ბალმერისთვის მოუწევს ანგარიშების ჩაბარება . გარიგები...

Opera-ს 12 წლიანი ისტორია

Image

მოზილას ცხელი კლავიშები

Image
მოზილას ცხელი კლავიშები ბრძანება კომბინაცია ნავიგაცია წინ Alt + → ან Backspace უკან Alt + ← ან Shift + Backspace საწყისი გვერდი Alt + Home განახლება F5 ან Ctrl + R განახლება(კეშის გამოუყენებლად) Ctrl + F5 ან Ctrl + Shift + R შეწყვეტა Esc ფაილის გახსნა Ctrl + O მიმდინარე გვერდი გვერდის საწყისი კოდი Ctrl + U გვერდის თავში გადასვლა Home გვერდის ბოლოში გადასვლა End წინა ფრეიმში გადასვლა( გვერდებისთვის ფრეიმებით) Shift + F6 შემდეგ ფრეიმში გადსვლა ( გვერდებისთვის ფრეიმებით) F6 ბეჭდვა Ctrl + P Zoom Reset Ctrl + O გვერდის შენახვა Ctrl + S Zoom In Ctrl + "+" Zoom Out Ctrl + "-" სწორება ჩასმა Ctrl + V ყველაფრის მონიშვნა Ctrl + A ამოჭრა Ctrl + X კოპირება Crtl + C გაუქმება Ctrl + Z განმეორება Ctrl + Y წაშლა Delete დაძებნა ხელახლა დაძებნა F3 ან Ctrl + G დაძებნა Ctrl + F წინა დამთხვევის მოძებნა Shift + F3 Web Search Ctrl + K ან Ctrl + E ბმულების დაძებნა შეყვანისამებრ ' ტექსტის დაძებნა შეყვანისამებრ / ფანჯრები და ჩანართები ჩანართის არჩევა ნომრის მიხედვით Ctrl + (1-...

მელია მე-4 კლასშია

Image
დღეს ძალიან მოვინდომე, რომ ინტერნეტს არ გავკარებოდი, არც ფოსტა შემემოწმებინა, არც ფაცეს ვსტუმრებოდი, გასაგებია ბლოგის დაწერას საერთოდ არც ვაპირებდი. მიზეზიც მქონდა: ჩემი 1-1 ვებ გვერდი 2004 წლიდან ჩემი ხელის შეხებას ელოდება. მოკლედ დიდი ხანია რომ ამ დღეს ველოდი: მაგრამ ისევ გადაიდო: მიზეზი ფოსტაში ცალი თვალით ჩახედვაა სადაც მატყობინებდნენ, რომ მელია მეოთხე კლასში გადავიდა. სიმართლე ითქვას, ეს ბრაუზერი მე დიდად არასდროს მხიბლავდა, თუმცა დანამდვილებით ვიცოდი, რომ ექსპლორერს, ყოველთვის სჯობდა (ყველა მტკიცებით, წინაპარი მაინც. ის ჩემს ყურადღებას მაშინ იპყრობდა, როცა რომელიმე მომხმარებლის ენობრივი შეზრუდულობა არჩევანს არ მიტოვებდა. ექსპლორერი კი ყოველთვის ჩემი ფავორიტი იყო. მხოლოდ 2009 წელს მომიწია ღირებულებების გადაფასებამ, როცა გაცხარებული ტრენინგის დროს ძველმა მეგობარმა სასტიკად მიღალატა. სხვანაირად ვერ აღვწერ სიტუაციას, როცა ჩემს მოწოდებაზე, "დააჭირეთ Ctrl+V და მიიღებთ ცხრილს," ცხრილის მაგივრად გაუგებარი ტექსტი გაიჩითა lemill -ის გვერდზე. იცით რა, ჩემი გუგულის კვერცხების სიყვ...

tტრენინგები ჩხოროწყუში

მასალებს მალე მოგაწვდით

დოტ კომის 26 წლისთავი

”ეს მნიშვნელოვანი წლისთავია, ვინაიდან ზონა .com - კარგი და ძალიან პოპულარული ადგილია ინტერნეტ მისამართებისთვის - აღნიშნა კომპანია Verisign -ის, მმართველმა დირექტორმა მარკ მაკლაფლინმა. 26 წლის წინ ვინ წარმოიდგენდა როგორი იქნებოდა ინტერნეტი დღეს. ეს ნამდვილი გარღვევაა". ინტერნეტ სახელების გავრცელებაში გადამწყვეტი გახდა კომპანია Netscape -ის ინტერნეტ ბროუზერი Mosaic , რომელმაც ინტერნეტი მასიური გახადა. რეგისტრაციების სწარფი ზრდა აღინიშნება 1997 წლიდან. როდესაც ყოველწლიურად ჩნდებოდა 20-25 მლნ ახალი ინტერნეტ-სახელი. ამ პერიოდიდან დომენების რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. .com ზონაში რეგისტრაციების ბუმი აღინიშნა 2007 წელს. ზუსტად ამ წელს თავისუფალი ოთხსიმბოლოიანი დომენი პრაქტიკულად ამოიწურა. დღეისთვის .com ზონაში ყოველდღიურად ათასობით დომენი ჩნდება. სულ მსოფლიოში, კვლევითი ორგანიზაცია Netcraft-ის მონაცემებით, არსებობს 206მლნ საიტზე მეტი. ნეტავ ქართული რამდენია? ან მერამდენე ადგილზე ვართ რეგისტრირებული დომენების რაოდენობით? ინტერნეტ ექსპერტები დიდი ხნის წინ აცხადებდნენ, რომ თა...

ნაციონალური დომენები (v.2)

Image
აქ შეგიძლიათ იხილოთ ძველი პოსტი ამ თემასთან დაკავშირებით 09 მარტი 2011 საქართველოს მიენიჭა ინტერნაციონალიზებული დომენური სახელი (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) .გე; მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, 2009 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო დომენური სახელების (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) ინტერნაციონალიზაცია. პროგრამა შედგება სამი ნაწილისგან: 1. პროგრამაში მონაწილეობისთვის მომზადება 2. დომენური სტრიქონის წარდგენა შეფასებისთვის 3. მოთხოვნის წარდგენა დომენის დელეგირების თაობაზე პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა (ITDC ჯგუფი); (პროგრამის პირველი ეტაპი); საქართველოსთვის შეირჩა ქართული დომენური სტრიქონი .გე და სათანადო დოკუმენტაციასთან ერთად გაიგზავნა ICANN-ში შეფასებისთვის (პროგრამის მეორე ეტაპი); მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა პროგრამის პირველი და მეორე ეტაპი. შესაბამისად, საქართველოს მოენიჭა ინტერნაციონალიზებული დო...