მელია მე-4 კლასშია



დღეს ძალიან მოვინდომე, რომ ინტერნეტს არ გავკარებოდი, არც ფოსტა შემემოწმებინა, არც ფაცეს ვსტუმრებოდი, გასაგებია ბლოგის დაწერას საერთოდ არც ვაპირებდი. მიზეზიც მქონდა: ჩემი 1-1 ვებ გვერდი 2004 წლიდან ჩემი ხელის შეხებას ელოდება. მოკლედ დიდი ხანია რომ ამ დღეს ველოდი: მაგრამ ისევ გადაიდო: მიზეზი ფოსტაში ცალი თვალით ჩახედვაა სადაც მატყობინებდნენ, რომ მელია მეოთხე კლასში გადავიდა.

სიმართლე ითქვას, ეს ბრაუზერი მე დიდად არასდროს მხიბლავდა, თუმცა დანამდვილებით ვიცოდი, რომ ექსპლორერს, ყოველთვის სჯობდა (ყველა მტკიცებით, წინაპარი მაინც. ის ჩემს ყურადღებას მაშინ იპყრობდა, როცა რომელიმე მომხმარებლის ენობრივი შეზრუდულობა არჩევანს არ მიტოვებდა. ექსპლორერი კი ყოველთვის ჩემი ფავორიტი იყო. მხოლოდ 2009 წელს მომიწია ღირებულებების გადაფასებამ, როცა გაცხარებული ტრენინგის დროს ძველმა მეგობარმა სასტიკად მიღალატა.
სხვანაირად ვერ აღვწერ სიტუაციას, როცა ჩემს მოწოდებაზე, "დააჭირეთ Ctrl+V და მიიღებთ ცხრილს," ცხრილის მაგივრად გაუგებარი ტექსტი გაიჩითა lemill-ის გვერდზე.

იცით რა, ჩემი გუგულის კვერცხების სიყვარულის ისტორიები, ბევრ თქვენთაგანს გაუკვირდება ამ პოტის დაწერის მოტივაცია. მაგრამ მაინც.......

დავუბრუნდეთ ისევ მელიას, უფრო სწორედ მის აღმატებულება Mozila FireFox 4.0. მისი ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია ოფიციალური საიტიდან.


მაშა ასე: ამა წლის (2011) 22 მარტს ორგანიზაცია Mozilla Foundation-მა გამოუშვა საკუტარი ეს პროგრამა მიკროსოფტის Internet Explorer-ის სერიოზული კონკუტენტია და ზოგიერთ ქვეყნებში პოპულარობით მას უსწრებს კიდევაც. წინა "სრულმა" ვერსიამ Firefox 3 ჩამოტვირთვების რაოდენობით რეკორდი დაამყარა და გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა. მეოთხეკლასელი კი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს.


მოკლე ჩანართი: რაც შეეხება რეკორდის დამყარების პროცესს:
Firefox 3 გამოშვების დღედ სახელდება "ჩამოტვირთვის დღე 2008". ჩამოტვირთვის დღე ოფიციალურად დაიწყო 17 ივლისს ჩრდილოეთამერიკული წყნაროკეანური დროით დილის 10:00 საათზე(21:00 17.06.2008 თბილისის დროით) და დამთავრდა 18:16 UTC (22:16 თბილისის დროით). მარტივი ანგარიშით გამოდის, რომ ჩვენებური 24 საათიანი დღე ამერიკაშიც იგივე 24 საათი გრძელდება (თურმე), მაგრამ ეს დღე განსაკუთრებული იყო, რადგან უკვე 21:05 საათზე(თბილისის დროით, ანუ პირველივე წუთებზე) სერვერები გადაიტვირთა ჩამოტვირთვების უჩვეულოდ დიდი რაოდენობის გამო. კომპანიაში მიიღეს გადაწყვეტილება, გინესის წიგნის წარმომადგენლებს რაოდენობის დაფიქსირება მთავარი სერვერის ფუნქციონალობის აღდგენის შემდეგ დაეწყოთ. ამ პროცესს კი 1 საათი და 26 წუთი დასჭირდა, ანუ თბილისის დროით 22:26 საათზე სერვერმა დაიწყო გამართული მუშაობა. გინესის წიგნის წარმომადგენლებს ინფორმაციის გადასამოწმებლად და გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე დასჭირდათ და საბოლოოდ ივლისის დასაწყისში გამოცხადდა, რომ რეკორდი დამყარდა. გინესის წიგნში შევიდა ჩანაწერი 24 საათში 8 002 530 ჩამოტვირთვის შესახებ.
შედარებისათვის გეტყვით, რომ Opera 9.50 ვერსიის გამოსვლის მე5 დღეს ის გადმოიწერა 4.7 მილიონჯერ.



უნდა აღინიშნოს, რომ ამ არაკომერციულმა ორგანიზაციამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ყოველგვარი რეკლამის გარეშე, Microsoft -ისგან განსხვავებით, რომელიც მე-9 Explorerს ლამისაა ყველგან ტენის. მიუხედავად ამისა "ცხრიანიზე" ერთი დღის განმავლობაშ მხოლოდ 2 მილიონზე ცოტა მეტმა ადამიანმა დააჭირა. პროცენტების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაინც ყველა თავისებურად ითვლის.

Mozilla-ს საიტზე მოტანილი რამდენიმე საინტერესო სტატისტიკა რეგიონების მიხედვით. ყველაზე მეტი მომხმარებელი ამ ბრაუზერს ევროპაში ჰყავს - ცამოტვირთვების 40% მეტი. აუდიტორიის მეოთედი ჩრდილოეტ ამერიკაზე მოდის, ხოლო ახალი მეოთხედში 20%ზე ნაკლებია აზიაზე.

მაშ ასე, რას გვთავაზობს Mozilla?

პირველ რიგში, შემქმენელები აცხადებენ, რომ ახალი ბრაუზერი ყველა ადრინდელზე სწრაფია, რაც გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს. მართლაც მესამე ვერიის გამოსვლიდან 2 წელიწადნახევარზე მეტი გავიდა. ბოლო სტაბილური რელიზი - Firefox 3.6 2010 წლის იანვარშ გამოვიდა, კონკურენტებს არ სძინავთ და მოდუნების საშუალებას არ იძლევიან.

Mozilla, კერძოდ, აცხადებს, რომ ბარუზერი JavaScript-ს სწარფად დაამუშავებს, რაც შესაბამისი სცენარებიანი გვერდების ჩატვირთვის და მუშაობის სისწრაფეს გაზრდის. აცხადებენ, რომ წარმადობა 2-დან 6-ჯერაც კი გაიზრდება (ალბათ, ძალიან ძველ ვერსიებთან შედარებით თორემ............).

მეორე მხრივ, Mozilla გვერდს ვერ აუვლიდა HTML5 მხარდაჭერაზე საუბარს. ამაზე საუბარი ბრაუზერის ავტორებში მოდაშია. მაშ ასე, Firefox- უშუალოდ ბროუზერის ფანჯარაში მაღალი ხარისიხის ვიდეოგამოსახულების გამოტანა შეუძლია გუგლური WebM ფორმატის გამოყენებით, ასსევე შეუძლია 3D-ანიმაციის ჩვენებაც. ამისთვის ბრაუზერში რეალიზებულია WebGL სტანდართის მხარდაჭერა, რომელიც ამდროისათვის Mozilla-ს უშუალო მონაწილეობთ ხორცილედება. ეს სტანდარტი რაიმე დამატებების ან ცალკეული მოდულების დამატებების გარეშე 3D-ანიმაციის გამოტანის საშუალებას იძლევა. ასეთი ელემენტები ვებ გვერდის კოდშია აღწერილი. ჯერჯერობით WebGL-ის მარდაჭერა Firefox გარდა გააჩნია ჩემს საყვარელ Google Chrome-ს.

ინტერფეისის თვალსაზრისით შემქმნელებმა რამოდენიმე საინტერესო თავისებურება წარმოადგინეს: 3.6 ვერსიასთან შედარებით, მათ გაამარტივეს ბრაუზერის ინტერფეისი. მენიუს ზედა მარცხენა კუთხეში მოუყარეს თავი. თითქოს მელია ოპერაში წავიდა.ხოლო მათთვის, ვინც თამამი ექსპერიმეტებისთვის მზად არ არის, უკან დასახევი გზა მოჭრილი არაა.

Mozilla-ში ასევე შესაძლებელია ხშირად დათვალიერებადი საიტები მიაბათ სამისამართო ზოლის მარცხენა კუთხეს, რათა საყვარელი ვებ გვერდის მისამართის შეყვანა ან სანიშნეებში მოძიება ყოველ ჯერზე არ გიხდებოდეთ. ეს მხოლოდ წამის მეათედებს დაგვიზოგავს, მაგრამ გადაწყვეტილება უფრო საიმიჯოა - რაღაც ისეტი, რომელიც გვატქმევინებს, რომ ახალი Firefox ძველისგან განსხვავებულია. აღსანიშნავია, რომ ამდაგვარივე გადაწყვეტილება IE9-იც გამოჩნდა. თუმცა, მართალია Microsoft გთავაზობთ საყავრელი საიტების მისამართები სამუშაო მაგიდაზე განათავსოთ.

აღსანიშნავია რომ რელიზში საუბარი იყო ლინკების დაჯგუფების ფუნქციაზე. ეს ინსტრუმენტი Panorama-ს სახელით იყო მოხსენიებული. სამწუხაროდ მისი გატესტვა მე ვერ მოვახეხე. რომელიმე მკითხველი თუ ამ ფუქციას საიტიდან ჩამოტვირთულ ვერსიაზე აღმოაჩენს და გამოიყენებს, იქნებ მეც გამიზიაროთ შთააბეჭდილებები.

ეს ფუნქცია იმითაა საინტერესო, რომ ოპერაციული სისტემის მენიუში გაიხსენება ბრაუზერის ერთი ფანჯარა, და არა ორი, სამი და ა.შ. ამიტომ იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც ათობით ფანჯრის გახსნა უყვარს, დაჯგუფება სრულადაც არ იქნება ზედმეტი ფუნქცია. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ Opera-ს ბოლო ვერსიაშიც არის რეალიზებული დაჯგუფება. და იქ, ჩემი აზრით, უფრო მოხერხებულადაა შესრულებული და როგორც მინიმუმ უფრო მარტივად. ჯგუფის შესაქმნელად საკმარისია ერთი ჩანართის მეორეს ზევით გადათრევა.

ახალი Firefox მნიშვნელოვანია აგრეთვე მობილური მოწყობილობების მხარდაჭერა. შემქმნელები ახლო მომავალში "მეოთხეკლასელის" Android-ვერიის გამოშვებას გეგმავენ. მას კომპიუტერის ანალოგიურ ბრაუზერთან სინქრონულ რეჟიმში მუშაობა შეეძლება. ამ ფუნქციის დახმარებით, მომხმარებლები შეძლებენ ბროუზინგის ისტორია დაათვალიერონ სხავდასხვა კომპიუტერებზე და სმარტფონებზეც კი. შეუძლაით პაროლით დაცული ვებ გვერდების დათვალიერება და აგრეთვე ისარგებლონ ერთიანი სანიშნეებით. Firefox-ის წინა საფინალო ვერსია "გუგლფონებისთვის" შესაძლებელია ჩაამოიტვირთოს Android Market-იდან.

Mozilla აგრეთვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენებზე, მათ შორის ქართულად. სულ მთლიანად ხელმისაწვდომია 80-მდე ვერსია.

Mozilla-ს გასავრცელებლად აქტიურად გამოიყენება სოციალური მედია და არატრადიციული ინსტრუმენტები. ჩამოტვირთვის შეჯიბრებეისთვის სპეციალური საიტის გარდა შეიქმნა სპეციალური გვერდი TwitterParty, რომელზეც შემთხვევითობის პრინციპით დროდადრო აისახებოდა Twitter-ის მომხმარებლების ქეშტეგ #fx4-იანი შეტყობინებები. Mozilla-მ აგრეთვე გაუშვა კიდევ ერთი საიტი, სადაც ბრაუზერის სხვადასხავა საშუალებები მომხმარებლისტვის გადაგებად და სახალისოდ იყო წარმოდგენილი. ეს ერთგვარი ვირუსიანი საიტია, რომლის მისამართი მომხმრებლიდან მომხმარებელს ეგზავნება, ისე როგორც ვირუსი. მაგრამ მოზილას ვარიანტი გადამდები არ არის.

საბოლოო ჯამში Mozilla-მ შეძლო 400 მილიონიანი აუდიტორიისათვის გამოეშვა საინტერესო ბრაუზერი Firefox სახით. ამასთან თუ გავითვალისწინებთ, რომ მეცხრე Internet Explorer , "მელიას" ძირიტადი კონკურენტი ერთი კვირით ადრე გამოვიდა და მისი დაყენება ერტერთ პოპულარულ ოს Windows XP-ე შეუძლებელია, Mozilla მომგებიან პოზიციაშია.

მედია საშუალებები უკვე სარგებლობენ საბაბით და აცხადებენ, თითქოს "Firefox-მა დაამარცხა IE. ასე რომ "ალტერნატიული" ბრაუზრის შემქმნელებს შეუძლაით იამაყონ.



ამ სურათზე გამოსახულია 50 000 ქართული ჰიტის სტატისტიკა ოთხი ბრაუზერის მიმართ. ადგილები ასე განაწილდა: ოპერა 45%, ქრომი 25%, მოზილა 17%, ექსპლორერი 11%. სხვა დანარჩენი 2%.






© დათო მალანია

Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე