Posts

Showing posts from 2014

ოპტიკური ილუზია

Image
ოპტიკური ილუზია — არის  ხილულ საგანზე ან მოვლენაზე შექმნილი შთაბეჭდილება, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ მხედველობის ოპტიკური მოტყუება. ზოგიერტ ოპტიკურ ილუზიას უკვე გააჩნია მეცნიერული ახსნა, ზოგიერთი ჯერაც ამოუცნობია. ამ პოსტით თავი მოვუყარე ყველაზე საინტერსო ილუზიებს. ფტღხილად იყავით, ზოგიეთმა მათგანმა შეიძლება ცრემლდენა, ღებინება ან სივრცეში დეზორიენტაცია გამოიწვიოს.  ხედავთ სამ სიმპაწიურ გოგონას? ახლა კი შემოვატრიალოთ გამოსახულება ჩვენი ტვინი იშვიათად გადაყრია ამოტრიალებულ გამოსახულებებს, ამოტომაც უჭირს აღიქვას მასში ცვლილებები... 13 კაცის ილუზია თავდაპირველად თქვენ 12 ადამიანს ხედავთ, მაგრამ ზედა ნაწილის გადაადგილების შემდეგ კიდევ ერთი დაგვემატება, ფანჯარა რომელ მხარესაა გაღებული? თქვენ გაფიქრებით შეგიძლიათ შეცვალოთ მიმართულება :) გადაადგილების აღქმის გამრუდება ეს ბლოკები მონაცვლობით კი არა, თანაბრად მოძრობენ შენობის შეღებვა დააკვირდით ცენტრში მდებარე შავ წერტილს. ამავე წერტილს დააკვირდით, მაშინაც...

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე

Image
ამ პოსტით მინდა გაცნობოთ ინეტლის ტრენინგების საშემოდგომო რეგისტრაციის შესახებ. ტრენინგებზე რეგისტრაცია ეხება შემდეგი მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებს  სენაკი, აბაშა,  ჩხოროწყუ, წალენჯიხა. (ამ ეტაპზე შეჩერებულია  ზუგდიდი.  ფოთი, ხობი და მესტია,) ჯერ ნახეთ ვიდეოინსტრუქცია, შემდეგ ისევ ნახეთ ეს ვიდეოინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ   დააჭირეთ აქ და ჩამოტვირთეთ “ინტელის ვიუვერი“ (ტრენინგების სახელმძღავნელო) ინფორმაცია მათთვის ვინც დარეგისტრირდა ტრენინგზე  "ინტელის ძირითადი კურსი   პროექტებით სწავლება".  მონაწილეთა  შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები: 1. პედაგოგს გავლილი აქვს: მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები   "კომპიუტერის საბაზო კურსი"                 და "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".  2. პედაგოგს შეუძლია: ტექსტების მომზადება პრეზენტაციის მომზადება ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com) ბლოგზე მასალე...

გუგულის კალკულატორი და კონვერტაცია

Image
SOS! ხალხებო, აქ აღწერილი მეთოდები არ მუშაობს ჩემთან!!!!!!!, გთხოვთ შეამოწმოთ და მომწეროთ შედეგი. ამუშავდა ქართულ ვერსიაშიც კი! დღევანდელი, (თუ ამ შუაღამეს  „დღევანდელი“ ეთქმის) პოსტი გუგლის კალენდარს და საზომი ერთეულების კონვერტერს შეეხება. ერთი ძალიან, ძალიან ბანალური მიზეზის გამო. ამ ზაფხულს ტოიოტა პრიუსი ვიყიდე ამერიკიდან,  გაბღენძილი დავდივარ, ქუჩაში რომ მეკითხებიან, „რამდენს წვავს?..“, „60-ის მერე ბენზინზე მუშაობს, ხომ?.“.  და ა.შ. მაგრამ, მეც ჯერჯერობით ნელნელა ვერკვევი რა რას ნიშნავს. მაგალითად, თავიდან ვეძებდი ბენზინის ხარჯვის მაჩვენებელს, მაგრამ ვერც ერთი მაჩვენებელი ვერ მივამსგავსე, ეჭვი რაზეც მქონდა, -- იქნებადა ესაა, როგორც კი გაზიდან ფეხს ავიღებდი, 99-ს წერდა, ხოლო გაზზე ფეხის დაჭერისას ეს მაჩვენებელი იკლებდა. თანაც ჩემი ჩანაფიქრით 47MPG  ვერაფერტან დავაკავშირე. არადა ამაზე დაბალი კლასის ბენვებსაც აქვთ ბენზინის ხარჯვის მაჩვენებელი. ის იყო ჩემი მანქანის ამ ნაკლს შევეგუე „ესაოდა სხვა ხომ ყველაფერი ძააან მაგარი აქვს“, ინტერნეტფორუმის ავტოგურუებმა მ...

ხმით ძიება გუგლში OK!

Image
მალე ინგლისურად

Inbox გუგულის ახალი კვერცხი

Image
კომპანია გუგლმა ახალი პროდუქტი -- სახელად Inbox შემოგვთავაზა. ეს არის ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობის ახალი კლიენტი. საძიებო კ ომპანიის ოფიციალურ ბლოგზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ კლიენტის შექმნაზეც Gmail-ის შემქმენლი ჯგუფი მუშაობდა. უკვე დამკვიდრებული ტრადიციის დაცვით, გუგლის ახალ პროგრამულ პროდუქტებზე წვდომის შესაძლებლობა საწყის ეტაპზე მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი, უნდა აღინიშნოს რომ  Inbox არ არის Gmail შემცვლელი, არამედ მხოლოდ საფოსტო სერვერის სერვისების გაფართოების საშუალებაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ურთიერთობა ჰქონდეს მონაცემებთან და უფრო ეფექტურად გამოიყენოს დრო. შეტყობინებისა და შეხსენებების გაუმჯობესებული ფუნქციების შედეგად უკვე არ დაგჭირდებათ მაჯაზე ჯვრების დახატვა ან ნეკათითზე ძაფის გამობმა. ამასგარდა, Inbox შეუძლია იტრაბახოს შემომავალი წერილების გაუმჯობესებული ახალი ავტომატური დახარისხებით, რომელიც მსგავს წერილებს თავს მოუყრის ერთ ჯგუფში. სერვისს შეუძლია დამატებითი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება წერილის ში...

სიმულაციები საბუნებისმეტყველო საგნებში PET

Image
მეორე დონის ტრენინგებზე საკმაოდ საინტერესო თემაა ელექტრონული სიმულაციები,  ეს არის თემა, სადაც პარადიგმა „წიგნი თუ კომპიუტერი“ ცალსახად კომპიუტერის სასარგებლოდ წყდება ნებისმიერი სკეპტიკოსი პედაგოგისთვის თუ არაპედაგოგისთვის. ამ თემამ რომ არ დაგვაბნიოს, გთხოვთ ისევ სიმულაციებს დავუბრუნდეთ და „წიგნი vs კომპიუტერი“ სხვა უფრო თავისუფალი დროისთვის გადავიტანოთ. ამ პოსტში კი კონკრეტულად კოლორადოს უნივერსიტეტის მიერ მომზადებული სიმულაციების შესახებ მოგითხრობთ. მისამართზე phet.colorado.edu/ka განთავსებულია  სადაც 50 (SIC!) მილიონზე მეტი ინტერაქტიული სიმულაციაა განთავსებული საბუნებისმეტყვლო საგნებში. ნახეთ ვიდეო

21-ე საუკუნის სწავლება (ვიდეო ინგ.)

Image
გაინტერესებთ რას ნიშნავს სწავლება 21-ე საუკუნეში? საიდან იღებენ ინფორმაციას თქვენი მოსწავლეები? რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია? სად არის ადგილი ბლუმის ტაქსონომიაში ისეთი უნარებისთვის, როგორიცაა, პასუხისმგებლობა, საიმედოობა, ინტეგრაცია? დღეს თქვენ, პედაგოგი, რას სთავაზობთ თქვენს ლეპტოპიან, მობილურიან, პლანშტეტიან მოსწავლეებს?  ნახეთ ვიდეო....      

ინტელის ტრენინგები ხობში

Image
აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგები თემაზე: "ინტელის საწყისი კურსი -- პროექტებით სწავლება". მონაწილეები გადანაწილდნენ 2 ჯგუფში. ტრენინგები ტარდებოდა ხობის N2 საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში.  მადლობა მინდა მოვუხადო ტრენიგის თითოეულ მონაწილეს გაწეული შრომისთვის და სკოლის ადმინისტრაციას ტრენინგების ნორმალურ გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის გთავაზობთ ტრენინგის მონაწილეთა მიერ მომზადებული ბლოგების მისამართებს ჯგუფების მიხედვით. პირველი ჯგუფი ლელაჯახუა  მაია ფიფია   ნათია ტურავა   სერგოტრაპაიძე თეასოსელია  ნინოკვიკვინია  შორენა ბუკია   ელისო იოსავა  ცირა ძაძუა  ლელა შამათავა   კობა კვიკვინია  გიგლა კაკულია მეორე ჯგუფი თამარ წურწუმია  მზია ლოლუა   ინგა ჩხაიძე   ზოია სიორდია   ნათელა გიგაშვილი   მანანა წოწორია ...

ინტელის ტრენინგები ფოთში

Image
2014 წლის 26  აგვისტოდან 5 ოქტომბრამდე ფოთში ჩატარდა ტრენინგები "ინტელის საწყისი კურსი -- პროექტებით სწავლება". ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 45 პედაგოგმა, მათმა უმეტესობამ ტრენინგი წარმატებით გაიარა. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს საკმაოდ რთულ პირობებში გაწეული დიდი შრომისთვის და ვულოცავ სერტიფიკატების მიღებას! გთვაზობთ ტრენინგის მონაწილეთა მიერ მომზადებული ბლოგების მისამართებს პირველი ჯგუფი მედეა რურუა   სოფიო მიქიაშვილი   გულნაზ ვეფხვაძე ლამზირა ბარკალაია   მირანდა შამანაძე   მარინა ქოიავა   ინდიანა ლოლუა   მზია კოდუა   იზოლდა გადელია   იამზე თედორაძე   მანანა გელაშვილი ნინო გაბუნია   მეორე ჯგუფი ნინო ლომიძე   მაია გვასალია   სოფიო ღლონტი   ეკა მაღლაკელიძე ნონა ნადარაია   მარინა მიმინოშვილი   გრიგოლ მურვანიძე რუსიკო ბესელია   ლელა გორგოძე   ლელა ხელაძე   მესამე ჯგუფი თეონა სარალიძე   ნან...