გუგულის კალკულატორი და კონვერტაცია
ამუშავდა ქართულ ვერსიაშიც კი!
დღევანდელი, (თუ ამ შუაღამეს „დღევანდელი“ ეთქმის) პოსტი გუგლის კალენდარს და საზომი ერთეულების კონვერტერს შეეხება. ერთი ძალიან, ძალიან ბანალური მიზეზის გამო. ამ ზაფხულს ტოიოტა პრიუსი ვიყიდე ამერიკიდან, გაბღენძილი დავდივარ, ქუჩაში რომ მეკითხებიან, „რამდენს წვავს?..“, „60-ის მერე ბენზინზე მუშაობს, ხომ?.“. და ა.შ. მაგრამ, მეც ჯერჯერობით ნელნელა ვერკვევი რა რას ნიშნავს. მაგალითად, თავიდან ვეძებდი ბენზინის ხარჯვის მაჩვენებელს, მაგრამ ვერც ერთი მაჩვენებელი ვერ მივამსგავსე, ეჭვი რაზეც მქონდა, -- იქნებადა ესაა, როგორც კი გაზიდან ფეხს ავიღებდი, 99-ს წერდა, ხოლო გაზზე ფეხის დაჭერისას ეს მაჩვენებელი იკლებდა. თანაც ჩემი ჩანაფიქრით 47MPG ვერაფერტან დავაკავშირე. არადა ამაზე დაბალი კლასის ბენვებსაც აქვთ ბენზინის ხარჯვის მაჩვენებელი. ის იყო ჩემი მანქანის ამ ნაკლს შევეგუე „ესაოდა სხვა ხომ ყველაფერი ძააან მაგარი აქვს“, ინტერნეტფორუმის ავტოგურუებმა მითხრეს, „არ აქვს კი არა ათასნაირ ვარიანტებში აქვსო“. თურმე 47MPG ნიშნავს 47 მილი გალონზე. მოვიძიე ინტერნეტში და გადავიყვანე აღმოჩნდა 6 ლიტრი 100 კილომეტრზე. აქაც ბედს შევურიგდი: „ახალი ნაყიდი მაქვს“, „ეკონომიურად სიარული ვერ ვიცი“, „4,5 ზე შემითანხმდა გამყიდველი, მაგრამ 6-იც ბევრი არაა...“. ისევ გურუებმა გამომაფხიზლეს, ეგ შენ ინგლისური გალონით იანგარიშე, შენი მანქანა ამერიკულიაო. ამ შემთხვევაში კი თურმე ჩემი პრიუსი მხოლოდ 5 ლიტრს წვავს. თავისთავად ამის შემდეგ უფრო გავიბღინძე და ეს პოსტიც გამოვაცხვე
(28.08.2015 ეს დღეებია კრიზისია, და პიპიამაც გადაწყვიტა მხარში დამიდგეს, მხოლოდ 4.2 ლიტრს ხარჯავს :)
ახლა კი საქმეზე:
გუგლის ინგლისურ ვერსიაში (ანუ სამისამართო ზოლში უნდა აკრიფოთ www.google.com ჯერეჯერობით ასეა) საძიებო ველში აკრიფეთ unit converter და სურათზე ნაჩვენებ გამოსახულებას მიიღებთ:
(არსებობს მეორე ვარიანტი 5 fahrenheit to celsius, ანუ 5 ფარენგეიტი ცელსიუში არის და დაჭირეთ Enter)
ვგონებ ადვილი მისახვედრი უნდა იყოს ამ აპლიკაციის დანიშნულება და გამოყენება: ყოველ შემთხვევაში განვმარტავ: ზედა სტრიქონში უნდა აირჩიოთ საზომი ერთეულები. საზომი ერთეული შეიძლება იყოს: ტემპერატურა, სიგრძე, მასა, სიჩქარე, ხმა, ფართობი, საწვავი, დრო, ციფრული საცავი. მარცხენა ველში უნდა შეიყვანოთ რა მნიშვნელობის გადაყვანა გინდათ სხვა ერთეულში მეორე ერთეულის მნიშვნელობა უნდა აირჩიოთ მარჯვენა ველიდან.
თუ რამე ვერ გაიგეთ, კითხვები დასვით კომენტარებში. აგრეთვე შეგიძლიათ მოსინჯოთ სხვა საიტიც http://www.convert-me.com
ახლა კი ცოტა რამ კალკულატორის შესახებ
კალკულატორის ჩასართვად საჭიროა გუგლის ინგლისური ვერსიის საძიებო ზოლში აკრიფოთ სიტყვა calсulator ან აკრიფოთ რაიმე გამოსახულება, მაგალითად 5+9 და დააჭიროთ ღილაკს Enter. მიიღებთ გამოსახულებას:
შეიძლება თქვათ, რომ ჩვეულებრივი კალკულატორიაო, მაგრამ ამ ჩვეულებრივ კალკულატორს არაჩვეულებრივი რაღაცების გაკეთება შეუძლია, მაგალითად
1. გამოთვლების განხორციელება. მათ შორის:
- არითმეტიკული გამოთვლები
- ფუნქციები
- კონსტანტების მნიშვნელობები
- თვლის სხვა სისტემაზე გადაყვანა
საკმარისია საძიებო ზოლში დაიწყოთ ფუნქციების შეყვანა, რომ გუგლი დაიწყებს შესაბამისი გრაფიკების აგებას
რჩევა:
- თუ თქვენ კოორდინატთა ერთ სისტემაში რამდენიმე გრაფიკის აგება გჭირდებათ, ფუნქციები ერთმანეთისგან გამოყავით სასვენი ნიშანი მძიმით
- გრაფიკების უფრო დეტალურად გამოსკვლევად შესაძლებელია მათი გადიდება, შემცირება და სიბრტყეზე გადატანა.
კალკულატორი ცნობს ტრიგონომეტრიულ, ექსპონენციალურ, ლოგარითმულ და სამგანზომილებიან გრაფიკებს (PC სისტემებზე WebGL ბრაზუზერებში)
3. გეომეტრიული კალკულატორი
გუგლის საძიებო სისტემის დახმარებით შესაძლებელია გეომეტრიული ფორმულების და რთული გეომეტრიული გამოთვლების განხორციელება.
გეომეტრიული კალკულატორი რომ გამოვიძახოთ, ამისთვის გუგლის საძიებო სისტემაში უნდა ავკრიფოთ area of a circle (წრეწირის ფართობი) ან circle calculator (წრეწირის კალკულატორი). მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას:
გამოთვლის დასაწყებად უნდა დააჭიროთ ქვევით მიმართულ ისარს.
შესაძლო ფიგურები და ფორმულებია: ორ და სამგანზომილებიანი მრუდებისგან შემდგრაი ფიგურები, მრავალწახნაგა, მრავალკუთხედი, პრიზმები, პირამიდები, ოთხკუთხედები და სამკუთხედები, ფართობი, წრეწირის სიგრძე, სინუსებისა და კოსინუსების თეორემები, ჰიპოტენუზა, პერიმეტრი, პითაგორას თეორემა, ზედაპირისა და მოცულობის ფართობი.
მაგალითები:
hat is the volume of a cylinder with radius 4cm and height 8cm]
- [
formula for a triangle perimeter
] - [
find the diameter of a sphere whose volume is 524 gallons
] - [
a^2+b^2=c^2 calc a=4 b=7 c=?
]
ამავე თემაზე საინტერესოა შემდეგი ვებგვერდი
დღეს (უკვე დღეს) ეს იყოს. კიდევ ვფიქრობ მოგიყვეთ გუგლის ხმოვან საძიებო სისტემაზე OK.
OK?
დღეს (21.11.2016) შემთხვევით ეს აღმოვაჩინე
მიყვარს კალკულატორით მუშაობა, ეს ინფორმაცია ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო, გმადლობთ
ReplyDeleteგანსაკუტრებიტ საინტრესოა რადგან ადვილად შეიძლება მანქანის მონაცემების გამოთვლა
ReplyDelete