Inbox გუგულის ახალი კვერცხი


კომპანია გუგლმა ახალი პროდუქტი -- სახელად Inbox შემოგვთავაზა. ეს არის ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობის ახალი კლიენტი.

საძიებო კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ კლიენტის შექმნაზეც Gmail-ის შემქმენლი ჯგუფი მუშაობდა.

უკვე დამკვიდრებული ტრადიციის დაცვით, გუგლის ახალ პროგრამულ პროდუქტებზე წვდომის შესაძლებლობა საწყის ეტაპზე მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი,

უნდა აღინიშნოს რომ  Inbox არ არის Gmail შემცვლელი, არამედ მხოლოდ საფოსტო სერვერის სერვისების გაფართოების საშუალებაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ურთიერთობა ჰქონდეს მონაცემებთან და უფრო ეფექტურად გამოიყენოს დრო.

შეტყობინებისა და შეხსენებების გაუმჯობესებული ფუნქციების შედეგად უკვე არ დაგჭირდებათ მაჯაზე ჯვრების დახატვა ან ნეკათითზე ძაფის გამობმა. ამასგარდა, Inbox შეუძლია იტრაბახოს შემომავალი წერილების გაუმჯობესებული ახალი ავტომატური დახარისხებით, რომელიც მსგავს წერილებს თავს მოუყრის ერთ ჯგუფში.

სერვისს შეუძლია დამატებითი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება წერილის შინაარსის მიხედვით., მაგალითად თუ წერილში საუბარია აეროპორტიდან გამოფრენაზე, Google მოგაწვდით ზუსტ და აქტუალურ ინფორმაციას ამ რეისის შესახებ.



Inbox  ჩასართავად Gmail-დან უნდა გააგზავნოთ წერილი მისამართზე inbox@google.com. მე მოუთმენლად ველოდები წერილის დადასტურებას დანგარიშ გააქტიურების კოდს. შემოგვიერთდით თქვენც. დამერწმუნეთ, გუგლი ტრადიციულად, გაამართლებს თქვენს ნდობას. ქართული ენის მხარდაჭერა ჯერჯერობით არაა, მაგრამ მერე რა.... მალე იქნება  






  

Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე