Posts

Showing posts from September, 2014

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

Image
24.09.2014  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, აშშ-ის კონრადის ფონდთან და აშშ-ის მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით გამოავლინოს საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი, საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში.  პროექტში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1996 წლის 2 აპრილიდან - 2002 წლის 1 აპრილის ჩათვლით. პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტზე (Annual Innovation Summit), რომელიც გაიმართება 2015 წლის აპრილში, აშშ–ში.  მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ პრიზები, ხოლო პროექტშ...

ვირტუალური ტური თეთრ სახლში

Image
ინტერნეტში არსებობს ინტერაქტიული რუკების უამრავი ვებ-გვერდი, რომელიც ანალოგიურ მომსახურებას გთავაზობთ. ზოგიერთ მუზეუმს ფასიანი ტურებიც კი აქვთ შემოღებული. თვითონ გუგლის  ოფისის შესახებ კი აქამდეც გიყვებოდით... ინტერაქტიური ტური, რომელზეც მინდა მოგითხროთ, არის გუგლის ერთი დიდი პროექტის ნაწილი, რომელსაც კულტურული ინსტიტუტები ჰქვია, (The Cultural Institute). ამ გვერდზე (ავტორთა მიერ შექმნილ) კოლეცქციაში თავმოყრილია მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმების კოლექციები. სულ 589 რესურსი. შესაძლებელია საკუთარი გალერიის შექმნა. ასეთნაირად ამავე გვერდზე განთავსებულია მომხმარებლების მიერ შექმნილი 37 ათასზე მეტი გალერეა. საიტს აქვს უამრავი ენის მხარდაჭერა,  ნაწარმოების, შენახვის, გაზიარების, შედარების ფუნქციბი, შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი კოლექცია, შემდეგ კი კოლექციის ნაწილი გაუზიაროთ როგორც მთელ საზოგადოებას, ასევე თქვენს მეგობრებს. მოკლედ უამრავი კარგი ფუნქცია და საყვარლობები აქვს. გამოადგება ხელოვნების, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების პედაგოგებს.  განყოფ...

ინგლისურის მასწავლებელი გუგლისგან

Image
გუგულმა კიდევ ახალი კვერცხი შემოგვთავაზა: Spell Up არის ქრომის ექსპერიმენტი, რომელიც გეხმარებათ გაიღრმავოთ ინგლისურის ცოდნა ქრომის ბრაუზერთან ლაპარაკით :)  (ასე აღწერენ ავტორები). ეს არის ღია ვებ ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ვებში ლაპარაკის API-ს. ეს ტექნოლოგია ბრაუზერს საშუალებას აძლევს გაიგოს თქვენი ნათქვამი რაიმე დამატებითი პლაგინის გარეშე. გამოყენებული ტექნოლოგია: Web Speech and Text To Speech APIs, CSS3D, SVG, Web Audio, WebGL, and App Engine. სანიშნები: Games   Microphone Input   Mobile   Speech Recognition   WebGL ვებ გვერდი: https://spellup.withgoogle.com/ ნახეთ ვიდეო   ვფიქრობ ბავშვებს მოეწონებათ და ადვილად აუღებენ ალღოს. გხოვთ გაგვიზაიაროთ თქვენი შედეგები კომენტარებში...

ეროვნული სასწავლო გეგმა

Image
ქართული ენა და ლიტერატურა ისტ მათემატიკა საზოგადოებრივი მეცნიერებები ინგლისური ენა ხელოვნება სპორტი ბუნებისმეტყველება მუსიკა გერმანული რუსული უცხო ენა

EMT — პედაგოგთა კლუბი

Image
EMT პედაგოგთ კლუბი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კიდევ ერთი კლუბში აცხადებს   მიღებას:    - პედაგოგთა კლუბი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ისევ აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.   სიახლე გახლავთ ის, რომ სერვისი გახდა 2 საფეხურიანი. კერძოდ, კვირაში 1 დღე (სამშაბათი) დაეთმობა კურსს, რომელშიც ჩაეწერებიან დაწყებითი კლასების მასწავლებლები, ხოლო კვირის 1 დღე (ხუთშაბათი) დაეთმობა 13-17 წლის მოსწავლეების პედაგოგების ტრენინგს. გთავაზობთ ამ კლუბის  დაწყებითი საფეხურისა  და  II საფეხურის (13-17 წლიანები)   განაცხადის ფორმებს. წყარო: http://ltdemt.blogspot.com/2014/09/emt_22.html?spref=fb

ჩემი პრეზენტაცია

Image
ეს პაწუკა ვიდეო-გიფი ადვილად გაახსენებს პრეზენტაციის დრაივში ატვირთვის და ბლოგზე გამოქვეყნების ნიუანსებს ინტელის ტრენინგის ახალ მონაწილეებს, ხოლო ძველებს ახალ ნიუანსებს დაანახებს. დააჭირეთ სურათს, გადიდდება და უფრო მკაფიოდ დაინახავთ ეს ფოთელი კოღო კი, როგორც ჩანს თქვენს მონიტორში შეძვრა, ჩაქუჩი მაინც არ ჩაარტყათ, ფრჩხილებით ამოწიწკნეთ....

learningapps.org საგანმაანათლებლო ვებ გვერდი

Image
http://learningapps.org ამ მისამართზე შეგიძლიათ ნახოთ საგანმანათლებლო ხასიათის აპლიკაციები, რომლებიც აგებულია თამაშით სწავლების პრინციპზე. საიტი ქართულენოვანია. უნდა აღინიშნოს რომ ქართულ ენაზე შექმნილი აპლიკაციებიც ბევრია რეგისტრაციას ადვილად გაართმევთ თავს, ხოლო საკლასო სივრცეში ამ აპლიკაციების გამოყენება თქვენს გაკვეთილებს უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის. ასევე შესაძლებელია თქვენ თვითონ გააკეთოთ ანალოგიური აპლიკაციები თქვენი სურვილის შესაბამისად.  

ინტელის ტრენინგების პროგრამა

Image
კურსის მიმოხილვა  მოდული 1: პროექტებით სწავლება  თემა : პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი ძირითადი აქტივობები : ·                      პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა ·                      სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა ·                      თქვენი პროექტის შესაბამისი 21- საუკუნის უნარ - ჩვევების შერჩევა ·                      საპროექტო იდეების გენერირება ·                   ...