ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი
24.09.2014
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, აშშ-ის კონრადის ფონდთან და აშშ-ის მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით გამოავლინოს საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი, საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში. პროექტში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1996 წლის 2 აპრილიდან - 2002 წლის 1 აპრილის ჩათვლით.
პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტზე (Annual Innovation Summit), რომელიც გაიმართება 2015 წლის აპრილში, აშშ–ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ პრიზები, ხოლო პროექტში ჩართულ ყველა გუნდს გადაეცემა კონკურსში მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ საერთაშორისო მეცნიერებთან, კერძო სექტორთან, რაც დაეხმარებათ მათ სამომავლო პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.
დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/MCAinnovations
მილენიუმის ვებგვერდი: http://www.mcageorgia.ge/
განაცხადის ფორმა: ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის განაცხადის ფორმა
შევსებული განაცხადები უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: mia@mcageorgia.ge 17 ოქტომბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ანა ბერძენაძე, პროგრამის კოორინატორი, მობილური: 557 57 56 88
წყარო: http://mes.gov.ge/content.php?id=5335&lang=geo
Comments
Post a Comment