Posts

Showing posts from March, 2015

რეგისტრაცია ინტელის ტრენინგზე გაზაფხული 2015 ფოთი-ხობი

Image
ამ პოსტით მინდა გაცნობოთ ინეტლის ტრენინგების 2015 წლის საგაზაფხულო რეგისტრაციის შესახებ. ტრენინგებზე რეგისტრაციის ამ ეტაპზე მოწვეულნი არიან ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებს. (ამ ეტაპზე შეჩერებულია  სენაკი, წალენჯიხა, აბაშა,  ზუგდიდი  და მესტია, დასრულებულია ტრენინგები ჩხოროწყუში) "ინტელის ძირითადი კურსი   პროექტებით სწავლება".  მონაწილეთა  შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები: 1. პედაგოგს გავლილი აქვს: მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები   "კომპიუტერის საბაზო კურსი"                 და "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".  2. პედაგოგს შეუძლია: ტექსტების მომზადება პრეზენტაციის მომზადება ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com) ბლოგზე მასალების გამოქვეყნება;(მხოლოდ blogger.com) საქაღალდეებში მუშაობა; ფაილის სხვა სახელით ან სხვა ადგილას შენახვა Save As ასლის კოპირება და ჩასმა (Copy/Paste) 3. პედაგოგი  არ  არი...

სასწავლო ბლოგის შექმნა და ბლოგში მუშაობა

Image
სირცხვილი და თავის მოჭრა, ჩემი საუკეთესო და ყველაზე საყვარელი ვიდეოგაკვეთილები არ გამიფეისბუკებია და არც ბლოგზე დამიძრავს კრინტი. ნუ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს ცოტა ჩქარ ტემპში კი არის მაგრამ...... ამ ვიდეოგაკვეთილში გასწავლით ბლოგზე რეგისტრაციას და პოსტების განთავსებას, რედაქტირებას, სურათის ჩასმას, ვიდეოს ჩასმას და ლინკის (ბმულის) დამატებას. ამ ვიდეოგაკვეთილში გასწავლით ბლოგზე რეგისტრაციას და პოსტების განთავსებას, რედაქტირებას, სურათის ჩასმას, ვიდეოს ჩასმას და ლინკის (ბმულის) დამატებას. თუ ტრენინგის გავლა გინდათ „სასწავლო ბლოგი შექმნა“, ეს არის ორდღიანი ტრენინგი 8 საათი. ღირს 95 ლარი, გაიცემა სერტიფიკატი, მაგრამ თვითონ ტრენინგის გავლა კრედიტქულით არ ფასდება. ტრენინგზე მოამზადებთ კრედიტქულის მისაღებად საჭირო რესურსების 75%. ჯგუფში უნდა იყოს 15 მონაწილე მაინც. ვინც ორგანიზაციას გაუწევს ჯგუფების შეკრებას, ტრენინგს უფასოდ გაივლის. აგრეთვე ავანაზღაურებთ ლაბორატორიის დაქირავების ხარჯებს. შეგიძლიათ მოიწვიოთ ორი ტრენერი ნებისმიერ რაიონში დამატებითი ინფო...

პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე

Image
ამ ვიდეოში ნახავთ ინტელის პროექტის ფარგლებში პრეზენტაციის  ბლოგზე 480 პიქსელით გამოქვეყნების ვიდეოგაკვეთილს. თუ რაიმე გაუგებარი იქნება, სასურველია აქვე დააკომენტაროთ და კითხვებიც თუ გექნებათ, პასუხებს არ დავაყოვნებ. გისურვებთ წარმატებებს! ესეც ვიდეო

ინტერნეტის სტატისტიკა

Image
დღეში იგზავნება 160 მილიარდი ელფოსტის წერილი, მათგან 97% სპამია; სპამი ყოველ წელს გამოიმუშავებს 33 მლრდ კვტ/სთ. ენერგიას, რომელიც საკმარისია 2.4 მილიონი სახლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად და აგრეთვე ატმოსფეროში გამოიყოფა 17 მილიონ ტონა ნახშიროჟანგი; 1000-დან ყოველი მეცხრე კომპიუტერი დაავადებულია სპამით; სპამერი 12 მილიონი გაგზავნილი ელფოსტის წერილიდან მხოლოდ 1-ზე იღებს პასუხს (ამას მისთვის მცირე შემოსავალი მიანც მოაქვს); ტვილიონერი ჰქვია იმ ტვიტერელს, რომელიც მილიონი ან მეტი მიმდევარი ჰყავს; დღეისთვის დაახლოებით 1 მილიარდი კომპიუტერია გამოყენებაში; დღეისთვის 2 მილიარდი ტელევიზორია გამოყენებაში; გამოყენებაში დაახლოვებით 4 მილიარდი მობილური ტელეფონია, ყოველდღიურად იყიდება დაახლოვებით 3 მილიონი ცალი მობილური ტელეფონი; პირველი ცნობილი მობილური ტელეფონის ვირუსი არის Cabir.A, რომელიც გამოჩნდა 2004 წელს; 2008 წლის შემდეგ, ვიდეოთამაშების გაყიდვებმა გაუსწრო DVD-ფილმების გაყიდვებს; Amazon ჰყიდის უფრო მეტ ebook-ებს, ვიდრე ნაბეჭდ წიგნებს; Facebook-ს ჰყავს 500 მილიონი დარეგისტრი...

გავერთოთ

Image

Drive-ში საქაღალდის ატვირთვა და ბლოგზე გამოქვეყნება

Image
ამ ვიდეოინსტრუქციის ნახვის შემდეგ შესძლებთ საქაღლდის ატვირთვას Drive-ში და (ბონუსად) ბლოგზე გამოქვეყნებას ბმულის სახით. ეს ვიდეო აგრეთვე დაგემხარებათ მასწავლებლის პორტფოლის ბლოგზე (ან Driv-ზე )ატვირთვის დროს, ვინაიდან პორტფოლიო და საქაღალდე ერთიდაიგივე ინსტრუმენტებია. თუ რამეს ვერ გაიგებთ, ან გინდათ გამოხმაურება, კომენტარებში მომწერეთ. ისიამოვნებთ მეგრული ჰიტით :), რომელსაც ასრულებს ჩხოროწყუს ანსამბლი „კოლხეთი“. გისურვებთ წარმატებეს! 

WIN 8 ქართულად

Image
ეს პოსტი მათთვისაა, ვისაც ქართული ვინდოზა და  ოფისი უნდა. უკვე ჩემთვის დადგა მერვე ვერსიაზე გადასვლის საჭიროება, ტრადიციულად ვაპირებდი ერთი ვერსიის ჩაგდებას, ისე როგორც ამას ჩემი მრავალი მეგობარი აკეთებს, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა,  მაიკროსფტმა ეტყობა ჭკუა ისწავლა და აგრეთვე გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა ჩემისთანა ჭკუისკოლოფა უზერებისთვის.  მაიკროსოფტი ამ ჯერზე დიდი ხანი მიზანმიმართულად და ჯიუტად მამზადებდა ამ ყველაფრისთვის: ჯერ იყოდა შვიდიანი განაახლეო, განვაახლე, მერე თავისი ინიციატივით ფრეიმ ნეტს დაეჯაჯგურა და ისე დამიყენა, მივხვდი პროტესტის გამოხატვას აზრი არ ჰქონდა.  რაც მოცდა, მოხდა,  ღვთის ნება იყო,  რა იცი რაში დამჭირდება, იყოს, ახალია მაინც სხვადასხვა მიზეზით საბოლოოდ მაინც სა-ანინსტალოდ ვერ გავიმეტე ეს ვეებერთელა პროგრამა, თუმცა მის საჭიროებას  პოლიციური დასაბუთებული ეჭვით იმდენჯერ ჩავხედავდი, რამდენჯერაც დაინსტალირებული პროგრამების სიას ავუყვებ/დავუყვებოდი.  დიახ, ბევრჯერ გავამხნევე ჩემი თავი და თურ...

3დ პრინტერი სკოლის დასაბეჭდად

Image
„მომავალი სასწავლო წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში 2 სკოლა დაიბეჭდება“, თუ სადმე ასეთი აზრი მოისმინეთ, ნუ ჩათვლით, რომ ეს მორიგი პოლიტიკური ტყუილი შეპირებაა. დიახ, სკოლის დაბეჭდვა პირდაპირი მნიშვნელობით, დღევანდელი ტექნოლოგიებით სრულიად შესაძლებელია და პოლიტიკურ შეპირებებზე მეტად რეალური. თან მშვენიერი იდეაა დღევანდელი პოლიტიკოსებისთვის, „ჯერ არსად დაბეჭდილა სკოლა, ჩვენ კი ორს ვბეჭდავთ!“ :)  მაშ ასე, წინასწარ თადარიგი დაიჭირეთ, რა იცით რა ხდება. შეგიძლიათ დიზაინი ამ საიტიდან   შეარჩიოთ. 

ლიცენზირებული ვიდნოზა

Image
საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები Microsoft-ის სრულყოფილი ლეგალური ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ, - შეთანხმებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა დონ გრენჰამმა და Microsoft-საქართველოს გენერალურმა დირექტორმა დავით ასათიანმა მოაწერეს ხელი. მსოფლიოს ლიდერ კომპანიასთან თანამშრომლობა მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში თანამედროვე, ცივილიზებული ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა იმ სამწუხარო მაჩვენებლის გამოსწორება, რომელიც საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კოპირების კუთხით აქვს. ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ სახელმწიფო დაწესებულებები, რაც მათი საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოებას, გაფართოებას და ეფექტიანობას უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, ყველა საჯარო მოხელეს ექნება Microsoft-ის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა. წყარო  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური   

რეგისტრაცია ინტელის ტრენინგზე 2015 წლის გაზაფხული ჩხოროწყუ

Image
ამ პოსტით მინდა გაცნობოთ ინეტლის ტრენინგების 2015 წლის საგაზაფხულო რეგისტრაციის შესახებ. ტრენინგებზე რეგისტრაცია ეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებს. (ამ ეტაპზე შეჩერებულია  სენაკი, წალენჯიხა, აბაშა,  ზუგდიდი.  ფოთი, ხობი და მესტია,) ჯერ ნახეთ ვიდეოინსტრუქცია , შემდეგ ისევ ნახეთ ეს ვიდეოინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ   ჩამოტვირთეთ “ინტელის ვიუვერი “ (ტრენინგების სახელმძღავნელო) ინფორმაცია მათთვის ვინც დარეგისტრირდა ტრენინგზე  "ინტელის ძირითადი კურსი   პროექტებით სწავლება".  მონაწილეთა  შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები: 1. პედაგოგს გავლილი აქვს: მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები   "კომპიუტერის საბაზო კურსი"                 და "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".  2. პედაგოგს შეუძლია: ტექსტების მომზადება პრეზენტაციის მომზადება ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com) ბლოგზე მასალების გამოქვეყნება...

OneNote Class მასწავლებლებისთვის

Image
დიდი ხანია OneNote-ის ქება დიდებას ვისმენ, მართლაც ბევრი რამ შეიძლება მასში საინტერესო იყოს და სხვათაშორის მასწებისთვისაც. ამ მხრივ თვითონ მაიკროსოფტიც დაინტერესდა და შესაბამისაც ცალკე ვებგვერდიც კი შემქნა. უჩვეულო კი ამ ისტორიაში ისაა, რომ სერვისი უფასოა :) . OneNote Class წარმოადგენს ოფის 365-ის უფასო აპლიკაციას. ის SharePoint Online საშუალებით ინტერნეტში სინქრონიზაციას უკეთებს სხვადასხვა მომხმარებელთა (მოსწავლეთა) ანგარიშებს. ეს „ფოკუსი“, კი პედაგოგს საშუალებას აძლევს უქაღალდო ეპოქაში უფრო ეფექტურად ასწავლოს ბავშვებს.   ამ სერვისის დახმარებით პედაგოგს საშუალება აქვს შეამოწმოს საშინაო დავალება, ჩაატაროს ტესტირება (შეფასება), მოსწავლეებს მიაწოდოს ახალი მასალა, უფრო მარტივად წარმართოს ჯგუფური მუშაობა. თითოეულლი მოსწავლისთვის იქმება ცალკე სამუშაო გარემო, მაგრამ ჯგუფური მუშაობისთვის კლასში მაგიდების ხრიგინი არაა საჭირო. სერვისი სამი მოდულისგან შედგება: ბიბლიოთეკა, მოსწავლეთა ჩანაწერები და ერთობლივი სივრცე. ბიბლიოთეკაში თავმოყრილია გაკვეთილის რესურსები, მოსწავლეების რვეულ...

ხანის აკადემია სკოლაში

Image
    სალმან ხანი საუბრობს იმაზე თუ როგორ და რატომ შექმნა შესანიშნავი Khan Academy. დიდი ყურადღებით სისტემატიზირებული ვიდეო გაკვეთილების სერიები , რომლებიც ფარავენ მათემათიკის მთელ სასწავლო პროგრამას , და ეხლა უკვე , სხვა საგნებსაც . ის გვიჩვენებს ინტერაქტიული დავალებების უპირატესობას და მოუწოდებს მასწავლებლებს განიხილონ ტრადიციული სწავლების " გადატრიალებული " მოდელი - მისცენ ვიდეო გაკვეთილები სახლში საყურებლად და " საშინაო დავალება " კლასში გააკეთონ , საჭიროების შემთხვევაში , მასწავლებლის დახმარებით .  ეს კი აკადემიის ლოგოა