OneNote Class მასწავლებლებისთვის
დიდი ხანია OneNote-ის ქება დიდებას ვისმენ, მართლაც ბევრი რამ შეიძლება მასში საინტერესო იყოს და სხვათაშორის მასწებისთვისაც. ამ მხრივ თვითონ მაიკროსოფტიც დაინტერესდა და შესაბამისაც ცალკე ვებგვერდიც კი შემქნა. უჩვეულო კი ამ ისტორიაში ისაა, რომ სერვისი უფასოა :) .
OneNote Class წარმოადგენს ოფის 365-ის უფასო აპლიკაციას. ის SharePoint Online საშუალებით ინტერნეტში სინქრონიზაციას უკეთებს სხვადასხვა მომხმარებელთა (მოსწავლეთა) ანგარიშებს. ეს „ფოკუსი“, კი პედაგოგს საშუალებას აძლევს უქაღალდო ეპოქაში უფრო ეფექტურად ასწავლოს ბავშვებს.
ამ სერვისის დახმარებით პედაგოგს საშუალება აქვს შეამოწმოს საშინაო დავალება, ჩაატაროს ტესტირება (შეფასება), მოსწავლეებს მიაწოდოს ახალი მასალა, უფრო მარტივად წარმართოს ჯგუფური მუშაობა. თითოეულლი მოსწავლისთვის იქმება ცალკე სამუშაო გარემო, მაგრამ ჯგუფური მუშაობისთვის კლასში მაგიდების ხრიგინი არაა საჭირო.
სერვისი სამი მოდულისგან შედგება: ბიბლიოთეკა, მოსწავლეთა ჩანაწერები და ერთობლივი სივრცე. ბიბლიოთეკაში თავმოყრილია გაკვეთილის რესურსები, მოსწავლეების რვეულები (უკვე ელექტრონულები) განთავსებულია მოსწავლეტა ცანაწერებშ. აქ პედაგოგს შეუძლია გადაათვალიეროს ისინი ასევე ელექტრონულად. ხოლო ბოლო მოდულში მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ პროექტების თემებზე.
მაშ ბმულებს შევესიოთ
აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძიათ ამ ბმულიდან
კიდევ ერთი საიტი
ეს დაყენების ინსტრუქციაა
ესეც იუთუბი
იდეებზე და კითხვებზე კომენტარებში გამოვივლი. იმედია არ დაიზარებთ
Comments
Post a Comment