ინტერნეტის სტატისტიკა
- დღეში იგზავნება 160 მილიარდი ელფოსტის წერილი, მათგან 97% სპამია;
- სპამი ყოველ წელს გამოიმუშავებს 33 მლრდ კვტ/სთ. ენერგიას, რომელიც საკმარისია 2.4 მილიონი სახლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად და აგრეთვე ატმოსფეროში გამოიყოფა 17 მილიონ ტონა ნახშიროჟანგი;
- 1000-დან ყოველი მეცხრე კომპიუტერი დაავადებულია სპამით;
- სპამერი 12 მილიონი გაგზავნილი ელფოსტის წერილიდან მხოლოდ 1-ზე იღებს პასუხს (ამას მისთვის მცირე შემოსავალი მიანც მოაქვს);
- ტვილიონერი ჰქვია იმ ტვიტერელს, რომელიც მილიონი ან მეტი მიმდევარი ჰყავს;
- დღეისთვის დაახლოებით 1 მილიარდი კომპიუტერია გამოყენებაში;
- დღეისთვის 2 მილიარდი ტელევიზორია გამოყენებაში;
- გამოყენებაში დაახლოვებით 4 მილიარდი მობილური ტელეფონია, ყოველდღიურად იყიდება დაახლოვებით 3 მილიონი ცალი მობილური ტელეფონი;
- პირველი ცნობილი მობილური ტელეფონის ვირუსი არის Cabir.A, რომელიც გამოჩნდა 2004 წელს;
- 2008 წლის შემდეგ, ვიდეოთამაშების გაყიდვებმა გაუსწრო DVD-ფილმების გაყიდვებს;
- Amazon ჰყიდის უფრო მეტ ebook-ებს, ვიდრე ნაბეჭდ წიგნებს;
- Facebook-ს ჰყავს 500 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი… დახლოვებით 100 მილიონით ნაკლები, ვიდრე QQ-ს;
- დახლოებით 1.8 მილიარდი ადამიანი იყენებს ინტერნეტს, მათგან 450 მილიონი ლაპარაკობს ინგლისურად;
- 2008 წლის 25 ივლისს, Google-მა განახორციელა 1 მეტრილიონედი უნიკალური URL-ს ინდექსაცია. ეს დაახლოებით მთელი ინტერნეტ-გვერდების 20%-ია;
- Google-ში ერთი ძიება დაახლოებით აწარმოებს 0.2გ CO2-ს. რადგან ერთხელ ძიებით იშვიათად იღებთ სასურველ ინფორმაციას, აქედან გამომდინარე ტიპიური ძიების სესიის დროს წარმოიქმნება იმდენივე CO2, რამდენიც მადუღარას ადუღებისას;
- Google-ს ძიებისთვის დღეში დაახლოებით 1 მილიარდჯერ იყენებენ, რის გამოც წარმოიქმნება 200 ტონა CO2;
- საშუალო ამერიკელი დიასახლისი დღეში იყენებს 10.6 მვტ/სთ. ელექტროენერგიას;
- Google წელიწადში იყენებს 15 მილიარდ კვტ/სთ. ელექტროენერგიას, ეს უფრო მეტია ვიდრე უმეტესი ქვეყნების წლიური მაჩვენებელი. მაგრამ Google აწარმოებს ძალიან ბევრ ენერგიას საკუთარი მზის პანელებით;
- პირველი სახალხო მობილური ტელეფონი შექმნა მარტინ კუპერმა (Martin Cooper) 1973 წლის 3 აპრილს;
- Motorola DynaTAC 8000X იყო პირველი მობილური ტელეფონი, რომელიც გაიყიდა ამერიკაში 1984 წლის 11 აპრილს, მისი დიზაინი შექმნა რუდი კროლოფმა (Rudy Krolopp) და მისი წონა შეადგენდა 907.2 გრამს;
- YouTube-ის ვიდეოების 20% მუსიკალურია;
- ხალხი ყოველთვე ონლაინში 15 მილიარდ ვიდეოს უყურებს;
- საშუალოდ, თითეოული ამერიკელი თვეში უყურებს 100 ვიდეოს;
- Flickr-ზე ატვირთულია დაახლოებით 5 მილიარდი ფოტო, ხოლო Facebook-ზე — 15 მილიარდზე მეტი;
- Youtube-ზე ერთ წუთში იტვირთება ვიდეოები, რომელთა საერთო ხანგძლივობა 24 საათს შეადგენს;
- 1000 ბაიტი = 1 კილობაიტი
Comments
Post a Comment