Posts

Showing posts from October, 2017

edmodo.com ვირტუალური საკლასო ოთახი ზუგდიდის ჯგუფები

Image
2017 წლის 11 და 12 ნოემბერს ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში მილენიუმის პროექტის ფარგლებში გაიმართება ტრენინგი „ედმოდო — ვირტუალური საკლასო ოთახი“. ტრენინგის ბენეფიციარები არიან STEM ფასილიტატორები. შემდეგ ეტაპზე ტრენინგი ჩაუტარდება STEM დანარჩენ პედაგოგებსაც. ტრენერი: დათო მალანია ტრენინგი მიმდინარეობს 2 ჯგუფად დილის ჯგუფი დაწყება 10:00 13:20  შესვენება 11:30-დან 11:50- მდე   (20 წთ) მონაწილეები საღამოს ჯგუფი დაწყება 13:30 16:50  შესვენება 15:00-დან 15:20- მდე   (20 წთ) მონაწილეები სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საბაზო/მეორე დონის უნარ-ჩვევებს და აღნიშნული ტრენინგი არ გაუვლიათ მოდულის მოკლე აღწერა: საგანმანათლებლო სოციალური ქსელის Edmodo-ს გამოყენება, დავალებებისა და ტესტების შექმნა და გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ვირტუალურ ბიბლიოთეკაში, ელექტრონული კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან. ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლე...

მიკსისკე 2017

Image
გთხოვთ მაქსიმალურად ბევრი მოსწავლე და თქვენი კოლეგა ჩართოთ თამაშში მიკსიკეს ესტონეთში სასკოლო ასაკის მოსწავლეებში მათემატიკური ანგარიშის უნარების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის, დღეს პრანგლიმინე პარალელურად  იმართება ესტონეთში, ლატვიაში, სლოვენიაში, უკრაინაში, ლიტვასა და საქართველოში. საქართველო საერთაშორისო კონკურსში 2016 წლიდან ჩაერთო მიკსიკესა და ინოვაციური განათლების ფონდის ძალისხმევით და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. იხილეთ დაწვრილებით წესები ინტელექტუალური ვიქტორინა: მიკსიკე 2 017 წლის 8 ოქტომბრიდან აცხადებს ვიქტორინას, რომელიც უკავშირდება ესტონეთის პრეზიდენტის Kersti Kaljulaid სტუმრობას საქართველოში ოქტომბერში.  ვიზიტთან დაკავშირებით ჩატარდება ვიქტორინა სახელწოდებით: „რა ვიცით ესტონეთის შესახებ?“ ვიქტორინის  ფარგლებში მოსწავლეები და მასწავლებლები   მოიფიქრებენ   კითხვებს ესტონეთის შესახებ. სავალდებულოა სავარაუდო და სწორის პასუხის მითითება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა . კითხვ...

@ მეილის ნიშნის ისტორია

Image
არასდროს მეგონა რომ აფთიაქში ბანალური ბამბის საყიდლად შესულს ამ პოსტის დაწერის იდეა დამებადებოდა. ხოდა რა მოხდა აფთიაქში? რიგში დგომისას ჩემი ჭორიკანა ყურადღება თავანკარა მეგრულით მოფუსფუსე (შემდგომში უკვე უფრო მოროხროხერე) ქალბატონებმა მიიპყრო, ათენა მუ რე ძა? რომ გავიხედე აშკარად ჯეკპოტი ჰქონდათ მოგებული და ყველანაირ კოსმეტიკას ყიდულობდნენ, თან 1-2-ს კი არა 20-30 ცალს. რავი მე ასეთი ლოგიკა მაქვს: თუ ვიღაცა 10 ცალ სხვადასხვა ფირმის შამპუნს ყიდულობს და ვერ არჩევს ნორმალური თუ ტენიანი კანისთვისაა, ან 30 საპონი, რავა ერთ დროულად გჭირდება? ხოდა აქ კიდევ ერთი ფრაზა იყო ტოტ კრასივი ტოჟე ვაზმი.... აქ უკვე მივხვდი რა ჯეკპოტიც მოიგეს... ხოდა გამახსენდა საბაჩქა. რისი თქმა მინდა: ცნობილია, ქართული „ელიტა“ საუკუნეების მიხედვით ხან და ფრანგულად საუბრობდა და ხან რუსულად. რაიკომის მდივნის შვილები პაგალოვნად რუსულ სკოლებში დადიოდნენ... მოკლედ ყველამ ხომ უნდა ნახოს რუსეთიდან ჯეკპოტი გეწვია და ა.შ. ქართული კუდაბზიკობა — რაიონულ ტელევიზიაში ხსოვნაში გაჟღერებული ფრაზა „მოსკოვიდან დაგტირის შენი შვილი ...

კასტინგი მეექვსეკლასელებისთვის

Image
 მსოფლიო ტელე-კინო ინდუსტრიის გიგანტის Metro Goldwyn Mayer-ის პროექტი უკვე საქართველოშია  ⭐ თუ ხარ  # მეექვსეკლასელი  მოდი კასტინგზე  📽

ვირუსი translate.ge საიტზე

Image
დამატება 19.10.2017 02:14 ამჟამად translate.ge  საიტიდან ტრაოას ცხენი ამოღებულია, სამაგიეროდ კვლავ რჩება საიტებზე Zuma.ge taqsi.ge wow.ge. თუ იცით სხვა საიტები, გთხოვთ კომეტარებში დაწეროთ, რომ სხვებსაც გავუზიაროთ. საიტზე translate.ge ტროას ცხენს დააჭენებს ადმინი. არ შეხვიდეთ ღვთის გულისათვის. იმისთვის რომ დარწმუნდეთ რომ მართლა არის ეს მავნე პროგრამა, სოურსში მოძებნეთ coinhive და აღმოაჩენთ სკრიპტის მდებარეობას. მოკლედ ამ ტროიანის შესახებ. Github -ზე ღიად დევს ჯავაზე დაწერილი სოურს კოდი, რომლის სერვერზე დაყენების შემთხვევაში შესაძლებელია საიტზე შემოსული მომხმარებლის კომპიუტერის რესურსები (ძირითადად ცენტრალური პროცესორი) საიტით სარგებლობის პერიოდში გამოყენებული იყოს ბიტკოინის (ელექტრონული ფული) ინფორმაციის ნაწყვეტის დასამუშავებლად. ამ პროცესში მიტაცებული მოწყობილობის რესურსის 99% პროცენტი იქნება დატვირთული. წამალი ნაპოვნია:    დააყენეთ  uBlock Origin  ვებსტორიდან, ნუ მისცემთ სხვას უფლებას, გაგაბრიყვონ დააყენეთ minerblock ვებსტორიდ...