მიკსისკე 2017
გთხოვთ მაქსიმალურად ბევრი მოსწავლე და
თქვენი კოლეგა ჩართოთ თამაშში
თქვენი კოლეგა ჩართოთ თამაშში
მიკსიკეს ესტონეთში სასკოლო ასაკის მოსწავლეებში მათემატიკური ანგარიშის უნარების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის, დღეს პრანგლიმინე პარალელურად იმართება ესტონეთში, ლატვიაში, სლოვენიაში, უკრაინაში, ლიტვასა და საქართველოში. საქართველო საერთაშორისო კონკურსში 2016 წლიდან ჩაერთო მიკსიკესა და ინოვაციური განათლების ფონდის ძალისხმევით და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. იხილეთ დაწვრილებით წესები
ინტელექტუალური ვიქტორინა:
მიკსიკე 2017 წლის 8 ოქტომბრიდან აცხადებს ვიქტორინას, რომელიც უკავშირდება ესტონეთის პრეზიდენტის Kersti Kaljulaid სტუმრობას საქართველოში ოქტომბერში. ვიზიტთან დაკავშირებით ჩატარდება ვიქტორინა სახელწოდებით: „რა ვიცით ესტონეთის შესახებ?“ ვიქტორინის ფარგლებში მოსწავლეები და მასწავლებლები მოიფიქრებენ კითხვებს ესტონეთის შესახებ. სავალდებულოა სავარაუდო და სწორის პასუხის მითითება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა. კითხვების გამოგზავნისას აუცილებლად უნდა მიეთითოს ავტორის სახელი და გვარი, სკოლა, კლასი, საკონტაქტო ელ-ფოსტა და ტელეფონი. მიკსიკე შეარჩევს საუკეთესო კითხვების ავტორებს. კითხვების მიღების ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი, ხოლო 16 ნოემბერს მოხდება გამარჯვებული კითხვების ავტორების დაჯილდოება დიპლომებით.
16 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის (23:00) ჩათვლის დაიწყო პრანგლიმინეს ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში შეჯიბრის პირველი ეტაპი.
შეჯიბრში მოანაწილოებისთავის გთხოვთ თქვენ (პედაგოგი) დარეგისტრირდეთ და შემდეგ მოითხოვოთ მასწავლებლის უფლება. ამისთვის წერილი გამოაგზავნეთ მისამართზე milla@miksike.ee ან khatuna77@gmail.com. თქვენი მოსწავლეები კი ცალ-ცალკე უნდა დარეგისტრირდნენ. შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოგაკვეთილი რეგისტრაციიის შესახებ.
თუ თქვენ და თქვენი მოსწავლეები უკვე არიან რეგისტრირებული, ახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის. (თუ არ გახსოვთ ძველი მონაცმები, გთხოვთ დამიკავშირდეთ ელ ფოსტაზე)
გთხოვთ ჩართოთ რაც შეიძლება მეტი მოსწავლე და არა რომელიმე გამორჩეული ბავშვი. ოლიმპიადის მიზანი ხომ მონაწილეობაა, ხოლო პრაგლიმინეს მიზანი ზეპირი ანგარიშის უნარების განვითარებაა :)
გთხოვთ ჩართოთ რაც შეიძლება მეტი მოსწავლე და არა რომელიმე გამორჩეული ბავშვი. ოლიმპიადის მიზანი ხომ მონაწილეობაა, ხოლო პრაგლიმინეს მიზანი ზეპირი ანგარიშის უნარების განვითარებაა :)
მნიშვნელოვანია რომ შეჯიბრში მონაწილეობამდე ბავშვებმა ივარჯიშონ რამდენჯერმე და მხოლოდ ბოლო დღეებში ითამაშონ შეჯიბრის რეჟიმში. ვარჯიშისათვის უნდა შევიდნენ საიტზე ge.miksike.eu შეიყვანონ რეგისტრაციისას მითითებული სახელი (1), პაროლი (2) და დააჭირონ შესვლას (3)
შესვლის შემდეგ უნდა შევიდნენ Pranglimenie ზეპირი ანგარიში (4) განყოფილებაში, სადაც აირჩევენ სავარჯიშო დარბაზს (5). აქ კი უკვე სტატიკურ სამჭიდს (6) უნდა დააჭირონ.
რამდენიმე დღის შემდეგ, მოსწავლეები როცა უკვე ჩათვლიან რომ მზათ არიან შეჯიბრში მიიღონ მონაწილობა, Pranglimine ზეპირი ანგარიშის (4) შემდეგ უნდა დააჭირონ წარწერას შეჯიბრი (7).
მიღებულ გვერდზე უნდა დააჭირონ წარწერას პირველი ეტაპი (1) და OK ღილაკის დაჭერით (2) უნდა დაეთანხმონ თამაში დაწყებას.
ეკრანზე გამოვა 3 ეტაპიანი თამაში. თითოეული ეტაპის გასავლელად უნდა დააჭირონ წარწერას დაწყება, ხოლო თამაში შედეგის გამოტანის შემდეგ ისევ დაწყებას
მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა ითამაშონ სამივი ტიპის თამაში (გამოკლება, გამრავლება, შედარება იხ. ზედა სურათი)
მოსწავლეს თუ დრო დარჩება, კვლავ შეუძლია ითამაშოს და გააუმჯობესოს რომელიმე შედეგი.
სამივე ტიპის თამაში მოსწავლემ უნდა ითამაშოს ერთ ჯერზე! (ეს არის პირველი ეტაპის სამი თამაში).
თამშის დასრულების შემდეგ კი უნდა დააჭიროს ღილაკს დასრულება
პირველი ეტაპის საბოლოო ვადაა 6 ნოემბრის 23:00 საათი
2 ეტაპი გაიმართება 7 ნოემბერი /24 ნოემბერის ჩათვლით (23.00). სტატიკური სამჭიდი 2.
3 ეტაპი: 25 ნოემბრი / 11 დეკემბრის ჩათვლით (23.00). საყვარელი სამჭიდი.
ფინალი / იანვარი 2018
გისურვებთ წარმატებას!
მადლობა თანამშრომლობისთვის
Comments
Post a Comment