Posts

Showing posts from 2021

პროგრამირების ენები 2022 წლისთვის და ჩემი გეგმები

Image
  ამ ახალი წლის დღეებში რომ არ მოვდუნდეთ, სანამ ახალ ვერსიას დავდებ, იქნებ ძველი გადავიმეოროთ, თანაც მომავალი წლისთვის გრანდიოზული გეგმები მაქვს: კვლავ ახალ ჯგუფს დავაკომპლექტებ ჰარვარდის კურსზე, სექტემბრიდან ისევ ახალი ჯგუფი დაიწყებს სწავლას კვანტური კომპიუტერის პროგრამირებაზე, ახლა პაატარა მაგრა ძალიან ძლიერი ჯგუფი გვყავს. ყველამ 100% იანი შეფასებით დაამთავრა პირველი სემესტრი. უკუკავშირებიც დადებითია. იანვრის ბოლოდან დავიწყებ ჰარვარდის უნივერსისტეტის კურსს შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით ქართულ ენაზე.  იანვარში გამოცხადდება რეგისტრაცია ტექნოლოგიის გამოცდების მოსამზადებელ ტრენინგზე პედაგოგებისთვის. ტრენინგები აპრილის ბოლოს დაიწყება.  იანვრიდა ამავე იუთუბ არხზე ყოველკვირეული შეხვედრებიც განახლდება გაუმჯობესებული ხარისხით, თემატიკით და მასალებით მოკლედ ნახეთ ვიდეო პროგრამირების ენები 2022 წლისთვის. (რეტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არაა) 

ბაგების ისტორია :)

Image
მოკლედ: ტერმინი „ბაგი“ (დაკავშირებული სიტყვები: დებაგირება, დებაგერი) პირველად გამოიყენა კომპიუტერული მეცნიერებების პიონერმა გრეის ჰოპპერმა. მან მორიგეობის ჟურნალში ელექტრომექანიკური კომპიუტერის გაუმართაობის მიზეზად (ღამის) პეპელა დაასახელა, რომელიც Mark II ის (იგივეა რაც აიკენის რელეებიანი კალკულატორი. 1947. ჰარვარდი)  რელეში იყო გაჩხერილი.  ეს პეპელა რელედან ამოიყვანა და შემდეგ ჟურნალში ფიზიკურად ჩააკრა კიდეც :)  პროცედურის აღწერისთვის კი გამოიყენა სიტყვა „bug“ – ბაღლინჯო (ძალიან პატარა მწერი). ეს შემთხვევა მოხდა 1947 წლის 9 სექტემბერს სტატია ნეშენალ ჯეოგრაფიკსში     ბონუსი:  BSOD ეკრანის ვინდოუს 98 ის წარდგენის დროს  5 ყველაზე სამწუხარო პროგრამული ხარვეზი ისტორიაში

როგორ მუშაობს ინტერნეტი? (ვიდ. 12:51)

Image
მაშ ასე. რატომაც არა. თუ რამე აღმაფრთოვანებს ამ ცხოვრებაშია ეს ინტერნეტია. ის ჩემგან ბევრ ვიდეოს იმსახურებს. რატომაც არა? თქვენ როგორ ფიქრობთ? თუ მოგეწონათ, გამომეხმაურეთ კომენტარებში, გააზიარეთ, დაგულეთ, ეს მნიშვნელოვანია  ამ ვიდეოს ტექსტური ფაილი

ვინდოუს 365

Image
აუ აუ აუ   სუ ცხელ ცხელი ძაან მაგარი ამბავი უნდა მოგიყვეთ ახლა , აი ძაან , ძაან მაგარი  ხეხ, ჯერ კიდე ორმოცი არ გასულა, რაც კარ-აკოშკას ვგლოვობდი და ვერც კი წარმომედგინა რომ დღეს ისევ ამ მაიკროსოფტის გაპიარება მომიწევდა. თურმე სულ ტყუილად. თუმცა თუ კითხვა გეზარება, ვიდეოც შეგიძლია ნახო დღეს ვინდოუს 365 ზე უნდა გელაპარაკოთ . არა არ მცხელა , უფრო სწორად კი მცხელა მაგრამ არაფერი შემშლია . დიახ , ვინდოუს 365 ზე მსურს საუბარი . ოკ . კაი დაგასპოილერებთ და გეტყვით რომ დიახ , მაიკროსოფტს ოფის 365 აქვს , მაგრამ დღეს ვინდოუს 365 ზე უნდა გესაუბროთ და ეს შეცდომა არაა .  ჰეჰ , როდის იყო რამე მეშლებოდა ;)    ხო კიდე ერთი შენიშვნა , ალბათ მოვიცლი და მაიკროსოფტ 365 ზეც დავწერ 1-2 კაი სიტყვას . ახლა კი ვინდოუს 365 დავაგემოვნოთ     მაიკროსოფტის ვინდოუს 365 არის თქვენი დისტანციური (Remote) სამუშაო მაგიდა , რომელზეც წვდომა შეგიძლიათ ვებ ბრაუზერის საშუალებით . კომპანიებს შეეძლებათ თავიანთ თანამშრომლე...

ვინდოუს 365

Image
თუ გინდათ ეს ინფო სასიამოვნო გარემოში წაიკითხოთ, გირევთ   Armin van Buuren vs Shapov - Trilogy  ჩართოთ აუ აუ აუ სუ ცხელ ცხელი ძაან მაგარი ამბავი უნდა მოგიყვეთ ახლა, აი ძაან, ძაან მაგარი დღეს ვინდოუს 365 ზე უნდა გელაპარაკოთ. არა არ მცხელა, უფრო სწორად კი მცხელა მაგრამ არაფერი შემშლია. დიახ, ვინდოუს 365 ზე მსურს საუბარი. ოკ. კაი დაგასპოილერებთ და გეტყვით რომ დიახ, მაიკროსოფტს ოფის 365 აქვს, მაგრამ დღეს ვინდოუს 365ზე უნდა გესაუბროთ და ეს შეცდომა არაა.  ჰეჰ, როდის იყო რამე მეშლებოდა ;)  ხო კიდე ერთი შენიშვნა, ალბათ მოვიცლი და მაიკროსოფტ 365ზეც დავწერ 1-2 კაი სიტყვას. ახლა კი ვინდოუს 365 დავაგემოვნოთ    მაიკროსოფტის ვინდოუს 365 არის თქვენი დისტანციური (Remote) სამუშაო მაგიდა, რომელზეც წვდომა შეგიძლიათ ვებ ბრაუზერის საშუალებით. კომპანიებს შეეძლებათ თავიანთ თანამშრომლებს შესთავაზონ ვინდოუსის სამაგიდო პროგრამული უზრუნველყოფა  რომელზეც მათ თანამშრომლებს შეეძლებათ წვდომა ნებისმიერ მოწყობილობაზე, Mac- ებიდან, Chromebook– ებიდან და iPad– ებით დამთავრებული iPh...