ვინდოუს 365

აუ აუ აუ სუ ცხელ ცხელი

ძაან მაგარი ამბავი უნდა მოგიყვეთ ახლა, აი ძაან, ძაან მაგარი 

ხეხ, ჯერ კიდე ორმოცი არ გასულა, რაც კარ-აკოშკას ვგლოვობდი და ვერც კი წარმომედგინა რომ დღეს ისევ ამ მაიკროსოფტის გაპიარება მომიწევდა. თურმე სულ ტყუილად. თუმცა თუ კითხვა გეზარება, ვიდეოც შეგიძლია ნახო





დღეს ვინდოუს 365 ზე უნდა გელაპარაკოთ. არა არ მცხელა, უფრო სწორად კი მცხელა მაგრამ არაფერი შემშლია. დიახ, ვინდოუს 365 ზე მსურს საუბარი. ოკ. კაი დაგასპოილერებთ და გეტყვით რომ დიახ, მაიკროსოფტს ოფის 365 აქვს, მაგრამ დღეს ვინდოუს 365ზე უნდა გესაუბროთ და ეს შეცდომა არაა

ჰეჰ, როდის იყო რამე მეშლებოდა ;) 

 

ხო კიდე ერთი შენიშვნა, ალბათ მოვიცლი და მაიკროსოფტ 365ზეც დავწერ 1-2 კაი სიტყვას. ახლა კი ვინდოუს 365 დავაგემოვნოთ   

მაიკროსოფტის ვინდოუს 365 არის თქვენი დისტანციური (Remote) სამუშაო მაგიდა, რომელზეც წვდომა შეგიძლიათ ვებ ბრაუზერის საშუალებით. კომპანიებს შეეძლებათ თავიანთ თანამშრომლებს შესთავაზონ ვინდოუსის სამაგიდო პროგრამული უზრუნველყოფა  რომელზეც მათ თანამშრომლებს შეეძლებათ წვდომა ნებისმიერ მოწყობილობაზე, Mac- ებიდან, Chromebook– ებიდან და iPad– ებით დამთავრებული iPhone– ებით და Android ტელეფონებით. (ალბათ პინგვინებიც არ დარჩებიან ქუჩაში)

რა არის Windows 365?

Windows 365 არის გამოწერაზე დაფუძნებული ღრუბლოვანი მომსახურება პერსონალური კომპიუტერებისთვის. (დაახლოებით იგივე მოდელი, როგორც ოფის 365- ყიდულობთ ხოლმე). როდესაც თქვენ ან, სავარაუდოდ, თქვენი დამსაქმებელი დარეგისტრირდებით და დააყენებთ მას, ნებისმიერი თანამედროვე ვებ ბრაუზერიდან წვდომა გექნებათ თქვენს დისტანციურ სამუშაო მაგიდაზე

ანუ წარმოიდინეთ რომ მე შემეძლება ჩხოროწყუში ჩემს სახლში არსებული კომპიუტერი ჩავრთო კვარიათის სანაპიროდან ვირტუალურად (დისტანციურად). მე, ან ჩემს დამსაქმებელს, (მეტი არაა ჩემი მტერი, ვინმესტან დავსაქმდე) შეეძლება დააყენოს ვინდოუსის ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მომწონს (ან მჭირდება) და ბრაუზერის საშუალებით შემეძლება წვდომა Windows პროგრამებზე და ოპერაციული სისტემის სრულ ვინდოზას გარემოზე.

სამუშაო მაგიდის გარემომყისიერად ირთვებადა იმახსოვრებს მისი მდგომარეობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ რამდენიმე ფანჯარა გონდატ გახსნილი და ამ მომენტში გათიშეთ (ან დახურეთ თქვენი ბრაუზერი), ხელახლა დაკავშირებისას თქვენი სამუშაო მაგიდა იმავე მდგომარეობაში იქნება. წარმოიდინეთ რომ ახლახანს ადექით Mac-დან და iPad-ზე გადაჯექით ან ქრომბუკიდან რომელიმე ლინუქსოიდ კომპს მიუსკუპდით და ბაც, ყველა ასეთ კომპზე დაგხვდებათ სულ ერთიდაიგივე გარმო ზუსტად ისეთი როგორც დატოვეთ უკანასკნელად. და ეს ასე მუშაობს თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე. თითოეული თანამშრომელი ღებულობს ერთ ან რამდენიმე საკუთარ პერსონალიზირებულ ღრუბლოვან კომპიუტერს!

მასში გამოყენებულია მაიკროსოფტის  Azure Virtual Desktop ტექნოლოგია და მუშაობს Azure-ში. როგორც ჩანს ეს მაიკროსოფტის პასუხია ამაზონის ვებ სერვისზე (AWS) ან გუგლის ღრუბლოვან პლატფორმაზე (GCP). ეს არისთხელი კლიენტისკიდევ ერთი ფორმა: მაიკროსოფტი ვინდოუსს უშვებს თავის გამომთვლელ პლატფორმაზე, ბიზნესი იხდის ყოველთვიურად სააბონენტო გადასახადს ამ მომსახურებისთვის, ხოლო თანამშრომლებს წვდომა აქვთ ვინდოუსის დისტანციურ სისტემებზე, რომლებიც მუშაობს მაიკროსოფტის მოწყობილობებზე.

რომელ მოწყობილობებს შეუძლიათ წვდომა ვინდოუს 365- ზე?

ვინდოუს 365-ზე შესასვლელად საკმარისია ნებისმიერი მოწყობილობა, რომელსაც აქვს თანამედროვე ვებ ბრაუზერი. მასზე წვდომა ასევე შეგიძლიათ Microsoft Remote Desktop პროგრამის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა პლატფორმებისთვის. ანუ ყველგან, სადაც მუშაობს ქრომი, მოზილას მელაკუდა, ვაშლის საფარი და რა თქმა უნდა მაიკროფტის Edge

ვისთვის არის ვინდოუს 365?

ვინდოუს 365 ჩაფიქრებული იყო როგორც პროდუქტი ბიზნესისთვის და არა კერძო (ჩვეულებრივი  მოკვდავი) მომხმარებლებითვის. მაგრამ პროდუქტის ყიდვა შეუძლია ნებისმიერს ბიზნესის ზომის მიუხედავად: დარეგისტრირდით, გადაიხადეთ მომსახურების ღირებულება და ვოლა

მაიკროსოფტში ამბობენ, რომ კომპანიებს საშუალება ექნებათ სულ რამდენიმე წუთში შექმნან (ააწყონ) ღრუბლოვანი კომპი და გადასცენ თანამშრომელს. არავითარი ალტაში და ხაჩიკასთან სირბილი 15 ლარად ვინდოზა დამიინსტალე ძმაო. კომპანიებს ამ სერვისით შეეძლებათ თავიანთი თანამშრომლები უზრუნველყონ  სტანდარტიზებული სამუშაო მაგიდით, რომელზეც თანამშრომელს წვდომა ექნება  ნებისმიერი დევაისიდან, მაშინაც კი, თუ ამ პერსონალურ მოწყობილობზე არ არის ჩაწერილი ჩვენთვის ასე ნაცნობი ვინდოზა.

კომპანიებს კი ასეთი ღრუბლოვანი კომპების მართვა Microsoft Endpoint Manager-ის გამოყენებით შეეძლებათ.

ვინდოუსის 365 სამომხმარებლო ვერსია არსებობს?

ნწ

წერტილი

 

როდის გამოვა ვინდოუს 365?

მაიკროსფტის განცხადებით ვინდოუს 365-ის პირველი რეგისტაციები 2021 წლის 2 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ 2021 წლის 14 ივლისს გამოცხადდა.

 

რა ღირს ვინდოუს 365?

მაიკროსოფტი გადახდას მოითხოვს ვინდოუს 365 მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნესი ყოველ თანამშრომელზე გადაიხდის ფიქსირებულ თანხას ყოველთვიურად.

იქნება ორი ვარიანტი: ვინდოუს 365 ბიზნესი და ვინდოუს 365 მეწარმის. მაიკროფტმა ასევე განაცხადა რომ მომხარებელბს შესთავაზებს სხვადასხვა სიმძლავრის ტექნიკას: ბიზნესს საჭიროებიდან გამომდინარე შეეძლება აირჩიოთ დამატებითი პროცესორი, ოპერატიული და საცავი კონკრეტული ღრუბლოვანი კომპებისთვის.

როგორც Bleeping Computer- მიკროსოფტში განუცხადეს, ყველაზე მცირე კონფიგურაცია ერთი პროცესორიანი, 2 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 64 გბ მეხსიერებისგან შედგება. ყველაზე დიდი კი რვა პროცესორით, 32 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 512 გბ მეხსიერების საცავით იქნება დაკომპლექტებული.

მას შემდეგ, რაც კომპანია შეარჩევს სატარიფო გეგმას და პარამეტრებს ის ყოველთვიურად გადაიხდის ფიქსირებულ თანხას. Azure Virtual Desktop–ის შემთხვევაში კომპანიები იხდიან ერთჯერადი გამოყენების საფუძველზე, თუ რამდენია გამოყენებული დისტანციური სისტემა ყოველთვიურად.

სამწუხაროდ, დაზუსტებული ფასების შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.

 

უსაფრთხოება

ასეთი მიდგომა გაზრდის მონაცემთა უსაფრთოებას და დაცულობას

 

მეტი ინფორმაციისთვის კი მიმართეთ ვინდოუს 365 ის ოფიციალურ ვებ გვერდს

Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე