ბაგების ისტორია :)
მოკლედ: ტერმინი „ბაგი“ (დაკავშირებული სიტყვები: დებაგირება, დებაგერი) პირველად გამოიყენა კომპიუტერული მეცნიერებების პიონერმა გრეის ჰოპპერმა. მან მორიგეობის ჟურნალში ელექტრომექანიკური კომპიუტერის გაუმართაობის მიზეზად (ღამის) პეპელა დაასახელა, რომელიც Mark II ის (იგივეა რაც აიკენის რელეებიანი კალკულატორი. 1947. ჰარვარდი) რელეში იყო გაჩხერილი. ეს პეპელა რელედან ამოიყვანა და შემდეგ ჟურნალში ფიზიკურად ჩააკრა კიდეც :) პროცედურის აღწერისთვის კი გამოიყენა სიტყვა „bug“ – ბაღლინჯო (ძალიან პატარა მწერი). ეს შემთხვევა მოხდა 1947 წლის 9 სექტემბერს
სტატია ნეშენალ ჯეოგრაფიკსში
ბონუსი: BSOD ეკრანის ვინდოუს 98 ის წარდგენის დროს
Comments
Post a Comment