10 ციფრული უნარ-ჩვევა, რომელთა შესწავლა ნამდვილად ღირს პედაგოგებისთვის
ჩემი ბლოგის სტაჟიანი მკითხველებს შეიძლება ეს სათაური გეცნოთ — არც თუ დიდი ხნის წინაა დაწერილი, მაგრამ ახლა რომ ვკითხულობ, მნიშვნელოვან განახლებას მოითხოვს. ამიტომ, მოდი ახლა კალენდარში დღევანდელ დღეს ჩავნიშნავ, არ გამომრჩეს და 20 02 2020 წელს კვლავ ამ პოსტს დავუბრუნდები, შევადაროთ ნეტავ რა შეიცვალება იმ დღეს.
ამჯერად კი განახლებულ პოსტს შემოგთავაზებთ. განახლება ძირითადად პოსტის ბოლო ნაწილს შეეხო, კერძოდ: ტესტირების სხვა პროგრამა მინდა შემოთავაზოთ და lemill.net უკვე ცოცხლებში აღარ არის (გაცოცხლდა 24.03.2018) ;) მთლიანი პოსტი კი ორ ნაწილად დავყავი შედეგად ამჟამად გთავაზობთ: მეორე სერია: პირველი ნაწილი გთავაზობთ ფუნდამენტური უნარ-ჩვევების მოკლე ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა ფლობდეს ნებისმიერი პედაგოგი თანამედროვე ეპოქაში, დაწყებული საკუთარი თავის ონლაინ ბრენდინგით. ამ უნარების ცოდნა გარანტირებულად გაზრდის თქვენი კომპიუტერული განათლების დონეს და რაც მთავარია, თქვენ შეძლებთ მათ დაუფლებას მპგეც ტრენინგების დახმარებით
1. ტექსტთან, ელექტრონულ ცხრილთან მუშაობა, პრეზენტაციის
მომზადება
ყველა პედაგოგს აუცილელად დასჭირდება მარტივი ტექსტების ან ცხრილების აკრეფა, გაფორმება, ამობეჭდვა ან ინტერნეტის დახმარებით გაგზავნა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Microsoft Office შემავალი პროგრამა Word (ნახეთ ქართულენოვანი ვიდეოგაკვეთილები). ვორდის დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ CV, განცხადება, რაიმე სურათიანი ტექსტი. შეფასების რუბრიკა, შემაჯამებელი ტესტი. რაიმე სახის კითხვები დაურიგოთ თქვენს მოსწავლეებს, დაამზადოთ პლაკატი, ბუკლეტი, მოსაწვევი, ბროშურა, ჟურნალი. ამ პროგრამის შესაძლებლობები ტექსტებთან მუშაობისას ამოუწურავია.
შემდეგი პაკეტი, Microsoft Office ოჯახიდან არის PowerPoint (ნახეთ ამ პროგრამის ქართულენოვანი ვიდეოგაკვეთილები). ამ პროგრამის დახმარებით ძალიან ლამაზი პრეზენტაციების შედგენა შეგიძლიათ. პრეზენტირება სწავლების ყველაზე ეფექტური მეთოდია, ხოლო PowerPoint საუკეთესო ინსტრუმენტი ეფექტური პრეზენტაციების შესადგენად. მხოლოდ იმის თქმა საკარისია, რომ სწორად დაგეგმილი პრეზენტაციის გამოყენებით სასწავლო მასალის აღქმის უნარი შეადგენს 70%. PowerPoint-ში მუშაობა საკმაოდ ადვილი. ტექსტების გაფორმება, ცხრილის, სურათის, SmartArt და WordArt ელემენტების ჩასმა/გაფორმება Word პროგრამის ანალოგიურია. ამის შემდეგ ძალიან მარტივად გააკეთებთ სლაიდების დიზაინს, ანიმაციას და პრეზენტირებას. დამერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან უხარიათ, როცა პედაგოგი იყენებს ანიმირებულ პრეზენტაციებს. ამ ბმულიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ჩემი კოლეგების მიერ მომზადებული ელექტრონული წიგნი. თქვენც გაერთობით. პრეზენტაციის გამოყენება ალბათ ყველაზე უფრო B ფაზაში, ახალი მასალის კონსტრუირების დროს გამოგადგებათ. თუმცა პრეზენტაციის მიზანი და დრო თქვენი გადასაწყვეტია.
ასევე საინტერესო პროგრამაა Excel (ნახეთ ვიდეოგაკვეთილები). ეს არის ელექტრონული ცხრილი. მისი დახმარებით შესაძლებელია გარკვეული გაანგარიშებების შექმნა. პედაგოგებს ეს პროგრამა ფასდაუდებელ სამუშაოს გაუწევს სემესტრული და წლიური ნიშნების გამოყვანის დროს. აგრეთვე ამ პროგრამის დახმარებით ადვილადაა შესაძლებელი სხვადასხვა სახის დიაგრამების აგება
კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ოფისთან ერთად დღეს სულ უფრო აქტიურად გამოიყენება არის OneDrive, მაგრამ ანალოგიური პროგრამა აქვს აგრეთვე Google-ს, ამიტომ ის ცოტა უფრო მოგვიანებით განვიხილოთ. (კერძოდ 4. ფაილები ღრუბლებში)
2. ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება
ვერ მოასწრებთ, რომ მიიღებთ შეტყობინებას, ნაპოვნია რამდენიმე ათასი გვერდი და ამ ყველაფერს მხოლოდ წამის მეათედი დასჭირდა. წესით აქ გუგლის ეკრანული ანაბეჭდი (PrtSc) უნდა იყოს მაგრამ მე გუგლის ოფისის სურათი დავდევი, რათა ნათელი იყოს, თუ რა პირობებში მუშაობს ეს ხალხი, გასაგები და მისაბაძი იყოს პატრონების დამოკიდებულება თავიანთი თანამშრომლების მიმართ. სწორედ ეს დამოკიდებულება აქმნევინებს ამ ხალხს ასეთ საყვარლობებს. (დანარჩენი შეიგრძენით ამ ბმულიდან) მოპოვებული ინფორმაცია კოპირებით (მონიშნოთ და დააჭიროთ Ctrl+ C) შეგიძლიათ ჩასვათ (Ctrl+V) ნებისმიერ სხვა პროგრამაში. ამავე გვერდიდან ძალიან ადვილია იპოვოთ სურათები. სურათები აუცილებლად დაგჭირდებათ პრეზენტაციების ან დოკუმენტების გასაფორმებლად. სურათები შეგიძლიათ შეარჩიოთ ზომის და ფერის მიხედვით. ეს საკმაოდ მოსახერხებელია. ასევე გუგლის დახმარებით შეგიძლიათ იპოვოთ ვიდეოფაილები - პატარა კლიპები ან სრულმეტრაჟიანი მაღალი ხარისხის ფილმებიც კი. ამ სერვისს youtube.com ჰქვია. სხვა სტატიაში აღწერილია, როგორ შეიძლება youtube.com საიტიდან ფაილის ჩამოტვირთვა და აქ მნიშვნელოვანია არ დაარღვიოთ საავტორო უფლებები... (სხვათაშორის, სურათების საძიებო სისტემაში გუგლმა ამ ფუნქციის გამო ამოიღო სურათების ჩამოტვირთვის ფუნქცია.
3. ელექტრონულ ფოსტასთან, და აუცილებლად gmail.com მუშაობა
გუგლი ჩემი სისუსტეა. გუგლი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. არც თვითონ ისვენებს და მეც მუდმივად საშუალებას მაძლევს გაგახაროთ ახალი კვერცხებით. (გუგლის სიახლეებს და ახალ პროდუქტებს გუგულის კვერცხებს, შემოკლებით კვერცხებს ვეძახი). ჩემს ბლოგზე უამრავი პოსტი იდება თითოეული მათგანის შესახებ. ამიტომ აქ ცალცალკე აღწერის აუცილებლობა არ არის. გუგლის ფოსტა მთელ ამ კვერცხებს თავს უყრის. აქ მხოლოდ ფოსტაზე ვისაუბროთ. მოკლედ GMAIL.COM საიტი საშუალებას გაძლევთ გქონდეთ ელექტრონული ფოსტა, რომლის დახმარებით ნებისმიერ ადამიანს შეგიძლიათ გაუგზავნოთ წერილი. ამ წერილის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის მყისიერად მისდის ადრესატს. წერილთან ერთად კი შესაძლებელია გაიგზავნოს სურათი, ტექსტი, ელექტრონული ცხრილი, პრეზენტაცია, მუსიკა, ფილმი და ა.შ. მოდით, გაეცანით ფოსტაში რეგისტრაციის და მუშაობის ვიდეოგაკვეთილებს ერთი წერილი შეიძლება გაეგზავნოს რამდენიმე ადამიანს, მთელ კლასს, მშობლებს, კოლეგებს, კათედრის წევრებს... შესაძლებელია ადრესატებმა უპასუხონ ამ წერილს, მოხდეს წერილში დასმული პრობლემის განხილვა, დისკუსია, მსჯელობა და აზრთა გაზიარება. აქვს პატარა ეშმაკობაც: ჩატი, რომელიც კოლეგებთან პატარპატარა ინტრიგების დასახლართად მისწრებაა... სურათზე ნაჩვენებ დიდი ეშმაკობას კი Hangout ჰქვია. მისი დახმარებით კოლეგებთან სმს-ების გაცვლის გარდა შეგიძლიათ სატელეფონო საუბრები გამართოთ, ან კიდევ მეტი, ვიდეოზარიც განახორციელოთ, ან კიდევ მეტი, თქვენს საუბარში შეიძლება რამდენიმე მოსწავლეც ჩართოთ, ხოდა გამოვა ვიდეოკონფერენცია. იმედია ამ ყველაფერს საგანმანათლებლო ხასიათი ექნება. ისიც გეცოდინებათ, რომ ეს ყველაფერი (და კიდევ სხვა დანარჩენი სერვისები) სრულიად უფასოა. ყველა სხვა ფოსტისგან განსხვავებით გუგლის ფოსტა ქართულენოვანია. ამ ვიდეოში ნაჩვენებია როგორ გააქართულოთ გუგლის სერვისები და მათ შორის ფოსტა. გირჩევთ აუილებლად შეცვალოთ ინტერფეისი)
4. ფაილები ღრუბლებში
გუგლზე რაც დავწერე, იმაზე მეტი არაფერიც რომ არ ჰქონდეს, მაინც ჩემი საყვარელი პროგრამა იქნებოდა. მაგრამ მას აქვს კიდევ ეეეეეეერთი ძალიან საყვარელი ინსტრუმენტი, რომელსაც Google Drive-ს უწოდებს შემქმნელი. დღესთვის ეს ინსტრუმენტი გჩუქნით 15 გიგაბაიტის მოცულობის სივრცეს გუგლის დათაცენტრებში განთავსებულ სერვერებზე. აქ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და გააზიაროთ საქაღალდეები, ტექსტური დოკუმენტები, ელექტრონული ცხრილები, ელექტრონული პრეზენტაციები, ნახატები და სხვადასხვა მზა ფორმები. (აქვეა ონლაინ ტესტირების პროგრამა. აუცილებლად ნახეთ). ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ დოკუმენტებთან შეგიძლიათ ერთობლივად იმუშაოთ აგრეთვე შესაძლებელია თქვენს კომპიუტერში არსებული ნებისმიერი ტიპის ფაილი ან მთლიანი საქაღალდეც კი ატვირთოთ. ამ შემთხვევაში ზემოთჩამოთვლილი ფაილების ტიპებს დაემატებოდა ფოტოსურათები, მუსიკები, კლიპები, ვიდეოფილმები, სხვადასხვა პროგრამით მომზადებული ფაილები (ფოტოშოპი, ქორელი, ფლეში) ერთი ფაილის მაქსიმალური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 1გბ-ს. თუმცა გუგლი ამაზეც არ ჩერდება და კიდევ ერთ სიურპრიზს გთავაზობთ: ერთი და იგივე დოკუმენტზე რამოდენიმე მომხმარებელს ერთდროულად მუშაობის საშუალება აქვს. (ვთქვათ თითოეულ მოსწავლეს ერთ დოკუმენტში შეუძლია შეიყვანოს პერსონალური მონაცემები, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, მისამართი). და ეს ყველაფერი რეალურ დროში ხდება,. ანუ განხორციელებული ცვლილებები მყისიერად აისახება. პატარა აპლიკაციის გამოყენებით კი შესაძლებელია სხვადასხვა ოფლაინ ვერსიაში იმუშაოთ თუნდაც სხვადასხვა კომპიუტერებზე და შემდეგ მოხდეს ამ კომპიუტერებში არსებული ინფორმაციის სინქრონიზაცია. (რას ვგულისხმობ? ვთქვათ რაღაც პერიოდი ჩხოროწყუში დავიწყე პროექტზე მუშაობა, ჩემს კომპიუტერზე გავხსენი საქაღალდე და ამ პროექტის ყველა ფაილს თავი მოვუყარე ერთ საქაღალდეში. ვთქვათ (იმედია) ზაფხულში მომიწია წასვლა ღურტაში :) ტრენინგებზე. შემიძლია ჩემს კომპიუტერში არსებული საქაღალდე ავტვირთო დრაივში და ღურტაში სხვა კომპიუტერზე გავაგრძელო მუშაობა (ონლაინ ან ოფლაინ). ჩემი ფაილები ღურტაში დამხვდება. ჩხოროწყუში დაბრუნებულს კი ისევ შემეძლება მუშაობის გაგრძელება იმ ადგილიდან, სადაც შევწყვიტე ღურტაში მუშაობა. ამ სამუშაოსთვის ჩვეულებრივად ფლეშკა რომ გამომეყენებინა, შეიძლება ერთიდაიგივე ფაილის რამდენიმე ვერსია მქონოდა, რაც გაუგებრობას აუცილებლად გამოიწვევდა. დრაივის გამოყენებით კი ამ პრობლემას კომპიუტერი ჩემზე უკეთესად და ეფექტურად აგვარებს. ასე რომ არავითარი ფლეშკებით სირბილი და თავის ტკივილი: სად დამრჩა, ვირუსი შეეყარა თუ ხომ არ დაიწვა.... რომ შევაჯამო, ერთი პროგრამისთვის ვგონებ საკმარისზე მეტი სიურპრიზებია. შემდეგ ვიდეოებში შეგიძლიათ ნახოთ პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება და საქაღალდის დრაივში ატვირთვა
5. ბლოგები: „დღეს ჩვენ ყველანი ბლოგერები ვართ“
დღეისთვის პროექტზე დაფუძნებული სწავლება სასწავლო სტრატეგიის ყველაზე მოდური მიმდინარეობაა. თავისთავად, ჩემი ბლოგის მკითხველიც არ უნდა ჩამორჩეს ამ მოდას... ამიტომ, ბლოგზე პოსტის გამოქვეყნება, სურათის ჩასმა, ბმულის გაკეთება, ის უნარჩვევებია, რომელსაც პედაგოგი უცილებლად უნდა ფლობდეს. მითუმეტეს, თუ თქვენ უკვე რეგისტრირებული ხართ gmail.com ელექტრონულ ფოსტაში, ბლოგერობამდე სულ რაღაც 2 კლიკი გაშორებთ. თუ თქვენ დამოუკიდებლად ამ ნაბიჯის გადადგმა გიჭირთ, მაშინ, შეგიძლიათ უყუროთ ბლოგზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქციას ჩემი იუთუბის არხიდან. გისურვებთ წარმატებას და არ დაგავიწყდეთ ამ ბლოგის დამეგობრება, ამ სტატიის დაკომენტარება და კითხვის დასმა. თქვენ ხომ კოლეგა ბლოგერი ხართ!
ნახეთ ამ პოსტის გაგრძელება და დანარჩენი 5 უნარ-ჩვევა
|
dato ragac kitxvebi maq blogtan dakavshirebit da facebook-i an skype tu gaqvt ro dagikavshirdet
ReplyDeleteთუ შეიძლება, კითხვები აქვე დასვით. იმედია საიდუმლო არაა. იქნებ სხვებსაც დააინტერესოთ
Deleteმინდა ტესტები გავამარტივო ელექტრონული სახით. საკუთარი თავის სწორად ბრენდირება შევძლო.
ReplyDeleteროგორ შეიძლება გავამართივოთ ტესტების ნიმუშბი
ReplyDeleteეს ყველაფერი, რასაც გვთავაზობთ, ძალიან გამოსადეგია მომავალ მუშაობაში, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თაობისთვის ცოტა ძნელია გასაგებად. მეტი მონდომება და ძალისხმევა გვჭირდება ასათვისებლად. მ ზ ი ა.
ReplyDeleteძალიან მომეწონა ათივე სტატია.ამ სტატიებს ყოველთვის გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.
ReplyDeleteმაგარია მომეწონა ათივე სტატია .
ReplyDeleteძალიან საინტერესო სტატიაა.
ReplyDeleteათივე სტატია მომეწონა.გამოვიყენებ პედაგოგიურ საქმიანობაში.
ReplyDeleteძალიან მომეწონა. ამის შესწავლა მართლაც ღირს.
ReplyDeleteბატონო დავით თქვენი ტრენინგები რომლებიც გვიტარდება, თუნდაც მესამე მოდული, მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
ReplyDeleteდიდი მადლობა
ReplyDeleteველოდები გაგრძელებას :)
დიდი მადლობა, თქვენ ყოველთვის გვიწევთ დახმარებას, კიდევ ერთხელ დიდი მადლობაა .
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteსაინტერესო სიახლეებია
ReplyDeleteმადლობა გამოხმაურებისთვის
ReplyDelete