10 ციფრული უნარ-ჩვევა, რომელთა შესწავლა ნამდვილად ღირს პედაგოგებისთვის

ჩემი ბლოგის სტაჟიანი მკითხველებს შეიძლება ეს სათაური გეცნოთ — არც თუ დიდი ხნის წინაა დაწერილი, მაგრამ ახლა რომ ვკითხულობ, მნიშვნელოვან განახლებას მოითხოვს. ამიტომ, მოდი ახლა კალენდარში დღევანდელ დღეს ჩავნიშნავ, არ გამომრჩეს და 20 02 2020 წელს კვლავ ამ პოსტს დავუბრუნდები, შევადაროთ ნეტავ რა შეიცვალება იმ დღეს. ამჯერად კი განახლებულ პოსტს შემოგთავაზებთ. განახლება ძირითადად პოსტის ბოლო ნაწილს შეეხო, კერძოდ: ტესტირების სხვა პროგრამა მინდა შემოთავაზოთ და lemill.net უკვე ცოცხლებში აღარ არის (გაცოცხლდა 24.03.2018) ;) მთლიანი პოსტი კი ორ ნაწილად დავყავი შედეგად ამჟამად გთავაზობთ: მეორე სერია: პირველი ნაწილი გთავაზობთ ფუნდამენტური უნარ-ჩვევების მოკლე ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა ფლობდეს ნებისმიერი პედაგოგი თანამედროვე ეპოქაში, დაწყებული საკუთარი თავის ონლაინ ბრენდინგით. ამ უნარების ცოდნა გარანტირებულად გაზრდის თქვენი კომპიუტერული განათლების დონეს და რაც მთავარია, თქვენ შეძლებთ მათ დაუფლებას მპგეც ტრენინგების დახმარებით