გაქართულების პაკეტები მაიკროსოფტის პროდუქტებისთვის





ჩვენს ტრენინგებზე პედაგოგები ხშიარდ ჩივიან, რომ მათ თავის დროზე გერმანული ისწავლეს და ინგლისური ტერმინოლოგიის დაზეპირება ძნელია. მეც ვეთანხმები. მერე მორიდებულად მეუბნებიან, იქნებ რუსული ვერსია მაინც დააყენოთ, უფრო ადვილი იქნება. აქ კი მე არ ვეთანხმები. იქნებ ქართული გირჩევნიათ? ჰგონიათ, რომ ვხუმრობ, და გაუბედავად იღიმიან. მაგრამ, როცა ჩემს ნეტბუკს ჩავურთავ, ეჭვები ქრება. მე კი მეამაყება, რომ მრავალჭირვარამგამოვლილი ქართული შრიფტი ასეთი ლამაზია და ასე ადვილად იკითხება თანამედროვე ეკრანებზე



ეს პოსტი რამდენიმე ნაწილად მინდა დავყო

1. ვინდოუსების ინტერფეისის გაქართულება;
2. საოფისე პროგრამების ინტერფეისის გაქართულება;
3. საოფისე პროგრამების ქართული მართლწერის ფაილების დაყენება;
4. საოფისე პროგრამების ეკრანის მინიშნებების გაქრთულება;
5. საოფისე პროგრამების დამხამრე ფაილების გაქართულება;
6. ვინდოუსებში კლავიატურის ქართული განლაგების დაყენა;
7. ვინდოუსებში ქართული ფონტების დაყენების თავისებურებები.

(წარმატებები მისურვეთ. საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. მე მაქსიმალურად ვეცდები სხვადასხვა პაკეტების გაქართულების შესახებაც მოგითხროთ)


უკვე რამდენიმე ხანია მაიკროსოფტი ქართული ენის პაკეტებს დიდ ყურადღებას უთმობს. თარგმანი შეიძლება თავიდან უხეშად მოგეჩვენოთ, მაგრამ მალე მიეჩვევით, და ადვილად გამოიყენებთ. ყოველ შემთხვევაში რუსულ ინტერფეისსს მაინც სჯობია. აქრთული მრგვლოვანი ასოები მშვენივრად იკითხება და ძალიან ლამაზია. ვინდოუსის მერვე ვერსიაში მაიკროსფტმა Sylfaen-ს კიდევ ერთ ახალი UNICOD ფონტიც კი დაამატა. ამიტომ უკვე მხოლოდ ერთი შრიფტის დიზაინზე არ ვართ მიბმული. რაც ფრიად სასიამოვნოა. 






win 7ის 

 32ბიტიანი ვერსია ჩამოქაჩეთ აქედან 
64 ბიტიანი აქედან
საერთო გვერდი


ამ პროგრამის დაყენების შემდეგ თქვენ ასეთი ვინდოუსი გექნებათ:





არჩევთ და გებულობთ ალბათ ქართულ წარწერებს და ტერმინოლოგიას. იმედია ამის შემდეგ ოფისის გაქართულებაც მოგინდებათ. დავიწყოთ, პირველ რიგში ჩამოქაჩეთ თქვენი ოპერაციული სისტემის შესაბამისი პაკეტი და დააინსტალირეთ.





Office 2010
32 ბიტიანი ვერსია ჩამოქაჩეთ აქედან


64 ბიტიანი ვერსია ჩამოქაჩეთ აქედან

საერთო გვერდი

http://www.microsoft.com/downloads/details.aspx?displaylang=ka&FamilyID=cfec65b7-131c-440f-953f-43731fdabb8b

ამ გვერდზე თქვენ აგრეთვე ნახავთ პროგრამის ინსტალაციის დეტალურ ინსტრუქციას.

ამ პროგრამის დაყენების შემდეგ თქვენ ასეთი ოფისი გექნებათ: (ამ სურათზე მხოლოდ  პირველი სამი მენიუს ზოლის ელემენტებია ნაჩვენები)










ამავე გვერდის ბოლოში არის გაქართულების სხვადასხვა პაკეტების ბმულები
2010-ის ქართულენოვანი  მოტივტივე წარწერები



ქართული ენის პაკეტი office 2016-თვის (32 ბიტიანი)

office 2016 (64 ბიტიანებისთვის)


Language Accessory Pack for Office 2016 ( )

შენიშვნა (Office 2016 ეს ვერსიები თავსებადი არაა Office Click -to-Run საინსტალაციო პაკეტით დაინსტალირებულ ვერსიებთან. მათთვის უნდა გამოიყენოთ  Volume Licensing Service Center (VLSC) საინსტალაციო პაკეტები) 

ამ ბმულზე ნახავთ ოთხივე ვარიანტის შესაბამის ფაილებს



Windows 10 გასაქართულებლად შედით Start->Settings->Add Language მოძებნეთ ქართული ენა, დაამატეთ, ხოლო შემდეგ Option ფანჯარაში შეგეძლებათ ინტერფეისის (წარწერების გაქართულების) და კლავიატურის პაკეტების ჩამოტვირთვა (Download)

დღეს ეს იყოს.

ნახეთ აგრეთვე Office 2013-ის გაქართულების ინსტრუქცია და ქართული კლავიატურის დაყენების ინსტრუქცია  





Comments

  1. მე მაქვს ასეთი პრობლემა, კარგია რა თქმა უნდა ქართული იქნება, ამაზე მადლობელი ვარ. გამოცდებზე თუ იქნება ქართულად.

    ReplyDelete
  2. თქვენს ვებინარს ვესწრებოდი, მაგრამ სუქი წავიდა...

    ReplyDelete
  3. მადლობა! გადავხედე და გავაკეთე ზემოთ მოყვანილი ყველა საჭირო კომპონენტი მაგრამ ჩემი ვინდოუსი რუსულია, ალბათ ამიტომ, დავუშვი შეცდომა და ისევ რუსული დარჩა! თქვენი ინსტრუქციის ბრალი არ არის ეს იცოდეთ!

    ReplyDelete
  4. @Unknown რუსული ვინდოუსიც უნდა გაქართულდეს. სცადეთ ჯერ ინგლისურ ვერსიაზე გადაიყვანოთ

    ReplyDelete
  5. მეც იგივე მაინტერესებს. რადგან არსებობს ქართულენოვანი, ისტ-ის გამოცდაზეც ქართულენოვანი შეიტანონ აჯობებს.

    ReplyDelete
  6. გამოცდაზე ინგლიურენოვანი ინტერფეისია და დავალებებეიც ინგლისურადაა

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024