Posts

Showing posts with the label ქართული კლავიატურა

გაქართულების პაკეტები მაიკროსოფტის პროდუქტებისთვის

Image
ჩვენს ტრენინგებზე პედაგოგები ხშიარდ ჩივიან, რომ მათ თავის დროზე გერმანული ისწავლეს და ინგლისური ტერმინოლოგიის დაზეპირება ძნელია. მეც ვეთანხმები. მერე მორიდებულად მეუბნებიან, იქნებ რუსული ვერსია მაინც დააყენოთ, უფრო ადვილი იქნება. აქ კი მე არ ვეთანხმები. იქნებ ქართული გირჩევნიათ? ჰგონიათ, რომ ვხუმრობ, და გაუბედავად იღიმიან. მაგრამ, როცა ჩემს ნეტბუკს ჩავურთავ, ეჭვები ქრება. მე კი მეამაყება, რომ მრავალჭირვარამგამოვლილი ქართული შრიფტი ასეთი ლამაზია და ასე ადვილად იკითხება თანამედროვე ეკრანებზე