Posts

Showing posts with the label ვინდოუსი

WIN 8 ქართულად

Image
ეს პოსტი მათთვისაა, ვისაც ქართული ვინდოზა და  ოფისი უნდა. უკვე ჩემთვის დადგა მერვე ვერსიაზე გადასვლის საჭიროება, ტრადიციულად ვაპირებდი ერთი ვერსიის ჩაგდებას, ისე როგორც ამას ჩემი მრავალი მეგობარი აკეთებს, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა,  მაიკროსფტმა ეტყობა ჭკუა ისწავლა და აგრეთვე გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა ჩემისთანა ჭკუისკოლოფა უზერებისთვის.  მაიკროსოფტი ამ ჯერზე დიდი ხანი მიზანმიმართულად და ჯიუტად მამზადებდა ამ ყველაფრისთვის: ჯერ იყოდა შვიდიანი განაახლეო, განვაახლე, მერე თავისი ინიციატივით ფრეიმ ნეტს დაეჯაჯგურა და ისე დამიყენა, მივხვდი პროტესტის გამოხატვას აზრი არ ჰქონდა.  რაც მოცდა, მოხდა,  ღვთის ნება იყო,  რა იცი რაში დამჭირდება, იყოს, ახალია მაინც სხვადასხვა მიზეზით საბოლოოდ მაინც სა-ანინსტალოდ ვერ გავიმეტე ეს ვეებერთელა პროგრამა, თუმცა მის საჭიროებას  პოლიციური დასაბუთებული ეჭვით იმდენჯერ ჩავხედავდი, რამდენჯერაც დაინსტალირებული პროგრამების სიას ავუყვებ/დავუყვებოდი.  დიახ, ბევრჯერ გავამხნევე ჩემი თავი და თურ...

გაქართულების პაკეტები მაიკროსოფტის პროდუქტებისთვის

Image
ჩვენს ტრენინგებზე პედაგოგები ხშიარდ ჩივიან, რომ მათ თავის დროზე გერმანული ისწავლეს და ინგლისური ტერმინოლოგიის დაზეპირება ძნელია. მეც ვეთანხმები. მერე მორიდებულად მეუბნებიან, იქნებ რუსული ვერსია მაინც დააყენოთ, უფრო ადვილი იქნება. აქ კი მე არ ვეთანხმები. იქნებ ქართული გირჩევნიათ? ჰგონიათ, რომ ვხუმრობ, და გაუბედავად იღიმიან. მაგრამ, როცა ჩემს ნეტბუკს ჩავურთავ, ეჭვები ქრება. მე კი მეამაყება, რომ მრავალჭირვარამგამოვლილი ქართული შრიფტი ასეთი ლამაზია და ასე ადვილად იკითხება თანამედროვე ეკრანებზე