WIN 8 ქართულად
ეს პოსტი მათთვისაა, ვისაც ქართული ვინდოზა და ოფისი უნდა. უკვე ჩემთვის დადგა მერვე ვერსიაზე გადასვლის საჭიროება, ტრადიციულად ვაპირებდი ერთი ვერსიის ჩაგდებას, ისე როგორც ამას ჩემი მრავალი მეგობარი აკეთებს, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა,
მაიკროსფტმა ეტყობა ჭკუა ისწავლა და აგრეთვე გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა ჩემისთანა ჭკუისკოლოფა უზერებისთვის. მაიკროსოფტი ამ ჯერზე დიდი ხანი მიზანმიმართულად და ჯიუტად მამზადებდა ამ ყველაფრისთვის: ჯერ იყოდა შვიდიანი განაახლეო, განვაახლე, მერე თავისი ინიციატივით ფრეიმ ნეტს დაეჯაჯგურა და ისე დამიყენა, მივხვდი პროტესტის გამოხატვას აზრი არ ჰქონდა.
რაც მოცდა, მოხდა,
ღვთის ნება იყო,
რა იცი რაში დამჭირდება,
იყოს, ახალია მაინც
სხვადასხვა მიზეზით საბოლოოდ მაინც სა-ანინსტალოდ ვერ გავიმეტე ეს ვეებერთელა პროგრამა, თუმცა მის საჭიროებას პოლიციური დასაბუთებული ეჭვით იმდენჯერ ჩავხედავდი, რამდენჯერაც დაინსტალირებული პროგრამების სიას ავუყვებ/დავუყვებოდი.
დიახ, ბევრჯერ გავამხნევე ჩემი თავი და თურმე სრულიად უმიზეზოდ :(
მერვე ვერსიაზე გადასვლის მორიგმა ბუნდოვანმა აზრმა მაშინ გამიელვა, როცა ერთ მშვენიერ დღეს პაწუკა და საინტერსო აპლიკაცია შემხვდა (თან ერთი კი არა, ორი. თქვენ იმედია მალე შემოგთავაზებთ, უბრალოდ ჯერ მე უნდა გავსინჯო), მაგრამ სულ რაღაც 5 მეგაბაიტიანმა სერვისმა ოფისის განახლება მოითხოვა. და იცით რა სიტყვებით მომმართა ოფისმა?
თქვენს ოფისს სულ ცოტა სიყვარული და სითბო სჭირდება თქვენგანო. დიახ სიტყვა-სიტყვით ასე ეწერა დიალოგურ ფანჯარაზე. ამ გულისამაჩუყებელი ტექსტის სტრიქონებს შორის კი ოფისის განახლების (ახალ სერვისპაკი) აუცილებლობის გააზრება იმალებოდა. ეს გადაწყვეტილება 600 მეგა და უფრო მეტი დრო დაჯდა. მაგრამ ახალი სერვისის მოსინჯვის სურვილი ამად ღირდა.
მაგრამ ხანგრძლივ ეს მაიკროსოფტი გ.......ს ვინმეს განა? არანაირად. ჭკუანასწავლმა მაიკროსოფტმა მკაცრად მითხრა, რომ ჩემს ბრაუზერს არ შეუძლია აპლიკაციის გაშვება, რადგან მოძველებულია. შემომთავაზა 21-საუკუნის ბრაუზერების სია რომელიც ინტერნეტ ექსპლორერით იწყებოდა, ქრომიც, მელიაც და ჩიტიც იყო სიაში, მაგრამ აპლიკაცია მაინც არ ეშვებოდა, რათქმაუნდა ნაგულისმევ ბრაუზერად ჩემს კომპიუტერში ექსპლორერს არასდროს უმუშავია, და არც ამჯერად ვაპირებდი მესიამოვნებინა, მაგრამ რომც დავთანხმებულვიყავი პრობლემას არც ეგ გადაწყვეტდა.
მაიკოსოფტის მიზანი ხომ სულ სხვა რამ იყო: ჩემთვის არგუმენტი არ დაეტოვებინა დავუცადო მეათე ვერსიას....
და ვინაიდან გუშინდლიდან მოყოლებული ჩემი ერთი კომპი რვიანებს ხაზავს, მინდა შემოგაპაროთ იდეა, გადახვიდეთ მერვე ვერსიაზე.
თუნდაც ახალი ქართული ინტერფეისის მოსასინჯად
საჭირო ფაილები:
win 8 (გადადით ბმულზე და დააჭირეთ ჩამოტვირთვას)
win 8.1 (გადადით ბმულზე და დააჭირეთ ჩამოტვირთვას)
როგორ გავარკვიოთ ვერსია
ძველი პოსტები მსგავს თემაზე
Office 2013 გაქართულება Windows 7
და Office 2010-ის გაქართულება
ყველა ოფისის ყველა ენის ფაილები
ქართული კლავიატურის დაყენება (ბლოგზე არის ვიდეოც)
ეს სურათები დაგეხმარებათ ინსტალაციაში
ფოტო განწყობისთვის
რა ამბავი ყოფლა აააქ........................... :)
ReplyDelete10 უფრო მოქნილი არაა?
ReplyDeleteTo: Eka Tskhadaia. როცა ეს პოსტი დაიწერა, 10 არ იყო გამოსული, მიუხედავათ მეათე ვერსიის გამოსვლისა, პოსტი 8.1-ის გაქართულებით დაინტერესებულ ხალხს გამოადგება
ReplyDeleteდიდი მადლობა ბატონო დავით, ადრე რამდენჯერმე გავაქართულე მარა ამ ბოლოდროს ვერ ვაქართულებდი სანამ აქ არ გესტუმრეთ!
ReplyDelete