21-ე საუკუნის უნარჩვევები და წიგნი....


დიდ პოსტს ნამდვილად ვერ გამოვაცხობ, იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც არიქადა უწიგნოდ დავიღუპებით, თემას აწვება, ჩემი პოზიცია შემდეგია, „დღეს წიგნით სწავლება ვერ განავითარებს 21-ე საუკუნის უნარჩვევებს“. წიგნის გადაგდებას და კოცონზე დაწვას არც არავინ ფიქრობს. დიდი ხანია მანქანა გამოიგონა კაცობრიობამ, მაგარამ არც ცხენზე შემოსკუპებას გადაჩვევია და არც ფეხით მოსიარულეებს დასცინიან. მაგრამ დღეს 6 წლის პირველ კლასში მოსულ მოსწავლეს 2030 წელს, როცა 19 წლის ასაკში სკოლას დაამთავრებს, პირველ რიგში „წიგნის კითხვა“ უნარი არაფერში, სრულიად არაფერში დასჭირდება. მე და თქვენ, რამდენიც არ უნდა ვიდაოთ, ტექნოლოგიური პროგრესი არ გაჩერდება, აი ჰუმანურ და მორალურ მხარეზე, კი მზად ვარ მივიღო თქვენი კონსულტაციები...

ჩემი პოზიცია ასეთია, ტექნოლოგიები არის რესურსი განათლების და ცოდნის მისაღებად. რესურსი, რომელსაც თინეიჯერები აქტიურად იყენებენ, პედაგოგის როლი მარტივია — ეს ინსტრუმენტი მისი მიზნების გადასაწყვეტად გამოიყენოს.

რას ვგულისხმობ?

მარტივად

ნებისმიერ საქმიანობაში მნიშვნელოვანია შეფასება.

შესრულებული სამუშაოს ანალიზი — რამდენად კარგად შესრულდა სამუშაო. (ვიმეორებ, შეფასება და არა ნიშნის დაწერა). შეფასებისთვის პედაგოგები ყველაზე ხშირად „48 ფურცლიან რვეულში დამიწერე“ ინსტრუმენტს იყენებენ და წლიდან წლამდე დაჟინებით ავითარებენ წერით უნარებს. ნუთუ ეს ის უნარია, რაც მოსწავლეს ყველაზე მეტად გამოადგება 21-ე საუკუნეში? ვფიქრობ რომ არა...

შეიძლება ახლა გაგიკვირდეთ, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უცხოი ენის სწავლა, ან კითხვის უნარიც არ იქნება მნიშვნელოვანი უნარი. ყველაზე უკეთეს სიტუაციაში ადამიანი მაქსიმუმ 4 ენას ისწავლის, იმ დონეზე რომ კომუნიკაცია შეეძლოს. ჰა, იყოს 5. მაგრამ შეიძლება მეექვსე ქვეყანაში აღმოჩნდეს და კახელ მიხოს შეხვდეს  :). მიხოს კი 2030 წელს ისეთი დევაისი ექნება, რომელიც ასზე მეტ ენაზე თარგმნის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც წერის უნარია მნიშვნელოვანი რადგან პაროლის შესაყვანადაც კი არ დაგჭირდებათ ეს უნარი... ხოლო კალიგრაფიას ჩემს მოწსავლეობაში მისტიროდნენ, როცა „პერტორუჩკა“ ამაცალეს....

დავუბრუნდეთ ტექნოლოგიებს

ტექნოლოგია გაცილებით მეტ ინსტრუმეტს გთავაზობთ შეფასებისთვის,
ვთქვათ,

  • „ბლოგზე დამიწერე....“; 
  • „ბლოგზე წაიკითხე...“;   (ხომ გითხარით ძველ მეგობრებს არ ვივიწყებთ-თქო)
  • გააკეთე კომენტარი....“; 
  • შეაფასე იუთუბში ფილმი...“; 
  • შექმენი პრეზენტაცია....“; 
  • მოამზადე ბუკლეტი...“.
  • გააკეთე დასკვნა....“
  • შექმენი...
  • „გააანალიზე... 
  • და კიდევ ათასჯერ  „გააკეთე, შეაფასე, მოამზადე, დეტალურად შეისწავლე, შეცვალე, შეამოწმე, აზრი გამოთქვი, იმსჯელე, განაზოგადე...“
(ხომ არ გეცნობათ ეს სიტყვები?)

და თქვენ იქნებით პედაგოგი, რომელიც ნიშნის მოგებით გადახედავს კოლეგებს და კონფერენციაზე განაცხადებს „მე უკვე დიდი ხანია ჩემს მოსწავლეებს მასალას ბლოგიდან ვაცნობ“, „ჩემი მოსწავლეები გალაკტიონის წაკითხულ „მე და მთვარეს“ იუთუბში ისმენენ და პრეზენტაციას ქმნიან

და თქვენ იქნებით პედაგოგი, რომელსაც მოსწავლეები შესაფასებლად 48 ფურცლიან რვეულში ძალად დაწერილ თემას („მერიდება, თორემ ამას რა გამაკეთებინებს“)  კი არ მოუტანენ, არამედ პრეზენტაციის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებენ და გკითხავენ, მასწავლებელო, მე ამ თემაზე პრეზენტაციაც და ბუკლეტიც გავაკეთე და რომელი სჯობია?

რამდენჯერ მიგიციათ დავალება, „დაწერეთ შინაარსი...“ და ერთხელ მაინც თუ გქონიათ შემთხვევა, როცა მოსწავლემ თემის 2 ვარიანტი დაგიწერათ? თუ გამოიყენებთ ტექნოლოგიებს, დამერწმუნეთ, ბევრჯერ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, ეს პრეზენტაცია სჯობია, თუ ეს?... მე კონკრეტულ შემთხვევებზე შემიძლია გელაპარაკოთ....










მანამდე, კი გთხოვთ წიგნით აუხსენით და გააგებინეთ მოსწავლეს სიჩქარის მექანიკური კოლოფის მუშაობის პრინციპი



თუ რთულია, უფრო მარტივ მაგალითს შემოგთავაზებთ, მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ბილეთი ( ან უჯრედი) აუხსენით წიგნით და ლექციით. ცარცს და დაფას არ დაგიმალავთ....

  


სხვა ვიდეობი,

მართვის მოწმობის ტესტები



დიახ, ეს ისეთი უნარებია, რომლებიც 21-ე საუკუნეში თქვენს მოსწავლეებს პირველ რიგში დასჭირდებათ და რომელთა შეფასება და ანალიზი დაფის, ცარცის, წიგნის და 48 ფურცლიანი რვეულით შეუძლებელია.




ამავე თემაზე ნახეთ
ჰარვარდის კურსის CS50
21-ე საუკუნის უნარჩვევები
შსო
შუგატა მიტრა
2015 წლის კონფერენცია
6 პრობლემა (კიბორგას თარგმანები)
სელმან ხანი  (ველოსიპედი)
MOOK
online 
21 ს სწავლება
დისტანციური ექსქავატორი
გაჩეჩილი ქალის კურსი

21 უნარები (ვიდ)
შენ არ ხარ მასწი
3d ანიმაციები
21 საუკ უნარები

https://www.youtube.com/watch?v=QrEEVZa3f98

https://www.youtube.com/watch?v=OOy3m02uEaE





Comments

  1. დღემდე მქონია არაერთი ტრენინგი გავლილი სხვადასხვა საკითხებში და მინდა ავღნიშო რომ ინტელის ტრენინგი არის ერთერთი საუკეთესო ტრენინგი რომელსაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ინტელის ტრენერს ბატონ დათო მალანიას.

    პატივისცემთ: ევგენი მამულაძე

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე