ვინდოზა 20 წლისაა
აუფ, სულ დამვიწყებია, ჩვენი ვინდოზა 20 წლისაა
აქ ძველ პოსტის ლინკს დავდებ. სახალისო ვიდეოებია და სურათებიც
ცოტა ადრე რომ გამხსენებოდა, რესტორანში დაგპაიჟებდით
ეს გახსოვთ?
ანუ ვისაც ახსოვს, გთხოვთ კომენტარებში თქვენი მოგონებები გაგვიზიაროთ.
მე კი გავიხსენებ, რომ 95 წელს მემამულეთა კავშირში ვმუშაობდი, GTZ (იყო ასეთი ორგანიზაცია) მემამულეთა კავშირს უამრავი რამ (150 000 დმ ღირებულების) საყვარლობები აჩუქა. გახსოვთ, ალბათ რა წლებიც იყო. მე კი IBM-ის ფირმის 4 კომპიუტერი და საოფისე ტექნიკა შემხვდა. საშლელით, ფანქარებით, ქაღალდებით დაწყებული მაგიდა, სკამი, ფერადი სტიკერები, ჭიკარტი, საფანქრე, ქსეროქსი აპარატ(ებ)ი და ... მოკლედ ყველაფერი. თუმცა პოსტი ვინდოზაზეა.
ამ კომპებს (თუ სწორად მახსოვს 166 მგჰ MMX :) ) რათქმაუნდა ნაყიდი ვინდოზა მოჰყვებოდა. ჩემთვის ნაყიდი სოფტი უცხო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ უცნაური ის ის იყო, რომ დისკეტები HD :) 1,7 Mg მოცულობის იყო. თანაც დრაივერი კითხულობდა და ა.შ.
ახლა რა იყოს 95-ის ნოვაცია:
1. გრაფიკული ინტერფეისიანი ოპერაციული სისტემა
2. Sart მენიუ. აღსანიშნავია რომ მე-8 ვერსიაში ეს ღილაკი ამოიღეს, მაგრამ მე-10ში კვლავ გამოჩნდა.
3 პირველად აქ გამოჩნდა Internet Explorer 4 (სწორედ ამ ვერსიიდან იწყება ამ ბრაუზერის პოპულარობის აღმავლობდა და მაიკროსოფტის ცნობილი სასამართლო პროცესები Netscape -თან.
4 პირველი 32 ბიტიანი არქიტექტურა
5. მულტიმედიის მხარდაჭერა
ამ უკანასკნელთან დაკავაშირებით კი გამახსენდა, რომ Windows 95 ის მულტიმედია ფუნქცების სანახავად ჩემმა მეგობარმა ტინტო ბრასის ფილმი იშოვა (თუ იყიდა, ცოცხალი თავით არ აღიარებს :)). ოღონდ, გთხოვთ, ქირქილის გარეშე: ჩვენ მხოლოდ Windows 95 ის მულტიმედია ფუნქცები დავტესტეთ. დიახ!
მოკლედ ეს მაშინ ნოვაცია იყო, მაგრამ ყველა ასე როდი ფიქრობდა. არსებობდა განსხვავებული მოსაზრებაც. მაგალითად,
მსოფლიოს უდიდესი კატასტროფები:
1. 1945 წელი მეორე მსოფლიო ომი. მსხვერპლი 20 მლნ ადამიანი
2. 1945 წლის 1 აგვისტო ჰიროშიმა ნაგასაკი. მსხვერპლი 140 000 ადამიანი
3. 1986 წელი 26 აპრილი. ჩერნობილის ტრაგედია მსხვერპლი უცნობია
4. 1995 წელი 24 აგვისტო Windows 95 მსხვერპლი ....
ალბათ, იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი, ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტულია, მეც თავს მსხვერპლთა რიგებში მოვიაზრებ.
This comment has been removed by a blog administrator.
ReplyDeleteGiorgi Goncharovi თქვენი კომენტარი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სრულიად შემთხვევით წამეშალა. მხოლოდ სახელი და გვარი დარჩა, მოგწერეთ, და იქნებ დააბრუნოთ თქვენი კომენტარი. მანამდე კი მე ვეცდები აღვადგინო და გიპასუხოთ. დაახლოებით ასეთი ტექსტი იყო, რომ 95 წლამდე არსებობდა ოპერაციული სისტემა. აქ კი სიცრუეა მოყვანილი. რაშიც ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ აქ წერია 95 იყო პირველი ოპერაციული სისტემა გრაფიკული ინტერფეისით. დიახ ასეცაა. უფრო ზუსტი ფორმულირება თუ გინდათ, 95 იყო მაიკროსოფტის პირველი ოპერაციული სისტემა გრაფიკული ინეტერფეისით. მე მანამდე არაფერი მახსენდება.
ReplyDeleteთუ თქვენ თვლით რომ DOS და Shell, ვერ დაგეთანხმებით. Shel-მა დიდი დიდი ფაილ-მენეჯერამდე გაქაჩოს. OS2, რავიცი, სიმართლე გითხრათ, არ მიმუშავია და არ ვიცი რა იყო. ანუ DOS-სს არ ჰქონდა გრაფიკული ინტერფეისი.
თუ გულისხმობთ, 1985 წელს გამოსულ Windows 1.0 (ამავე პოსტში არის ბმული სრულ ისტორიაზე) ის არ იყო სრული ოპერაციული სისტემა, ვინაიდან ჩატვირთვას მხოლოდ DOS ჩატვირთვის შემდეგ ახერხებდა. ისიც უკეთეს შემთხვევაში autoexec.bat ფაილის დახმარებით.
რავი, გრაფიკული ინტერფეისიანი და დამოუკიდებლად ჩატვირთვის უნარიანი მხოლოდ MS Windows 95 იყო.
95ში მე კომპტან მუშაობის 4 წლის სერტიფიცირებული სტაჟი მქონდა, და ამ ყველაფერმა ჩემს თვალწინ გაიარა~
თუ სხვა აზრი გექნებას, მზათ ვარ მოგისმინოთ