ფაილის ფორმატი (ტიპები) (beta)
თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ ესგ ითვალისწინებს ტერმინს „ფაილის ტიპი“, მაგრამ ვფიქრობ უფრო გამართლებული ტერმინი იქნებოდა „ფაილის ფორმატი“ ან მონაცემთა ჩაწერის ფორმატი. ფაილის ფორმატი განსაზღვრავს (აღწერს) სტანდარტს თუ როგორ არის კოდირებული (ჩაწერილი) ინფორმაცია ციფრულ მატარებელზე. ამ სპეციფიკაციის მიხედვით ხდება ფაილში არსებული ინფორმაციის დამუშავება ოპერაციული სისტემის ან ქსელური ოქმის მიერ. ფაილის ფორმატი უმეტესწილად მითითებულია ფაილის სახელში. ის ფაილის სახელიდან გამოყოფილია (ბოლო) წერტილით. არსებობს ღია და დახურული სტანდარტები, ღია სტანდარტი ითვალისწინებს მოცემული სახის ფაილის ჩაწერის ფორმატის დეტალურ აღწერას სხვადასხვა პროგრამების მიერ ფაილის წაკითხვისთვის ან შეტანილი ცვლილების შენახვისთვის. ტერმინი „ფაილის ტიპები“ ბევრნაირად შეიძლება გავიგოთ, მაგალითად არსებობს ტექსტური და ორობითი ტიპის ფაილები, ან ფაილები შეიძლება განვასხვაოთ ე.წ. mime-type ინფორმაციის მიხედვით, ან გაფართოების მიხედვით. ფაილების mime-type ინფორმა...