ისტ მშობლიურ ენაზე სწავლება



თუ თქვენ გაინტერესებთ ვინ 10 და ოფისი 2016 პაკეტების გაქართულების ინსტრუქციები, დააჭირეთ აქ


ვიდეო ინსტრუქცია




ეს პოსტი არის ადრე დაწყებული დისკუსიის გაგძელება (დასაწყისი ნახეთ აქ), რომელიც ეხებოდა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მშობლიურ ენაზე სწავლებას.

წესით, ანუ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მშობლიურ ენაზე ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.

ამის შემდეგ, დისკუსია თემაზე, ოფისი ქართული უნდა იყოს თუ ინგლისური, საკმაოდ უხერხულია, მაგრამ მოდით მე მაინც ვეცდები კვლავინდებურად გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები. ზოგი შეიძლება მართებულია, ზოგი — მცდარი. იქნებ მეც თქვენს პოზიციაზე გადმოვიდე. სცადეთ....   

მე ჩამოვთვლი არგუმენტებს, რომლის გამოც ვთვლი, რომ სკოლებში ქართულენოვანი პროგრამული პაკეტები უნდა იყოს გამოყენებული
  
პირველი არგუმენტი:  თუ სკოლაში არ გამოვიყენეთ აბა სად უნდა გამოვიყენოთ ლოკალიზებული პაკეტები? ყველა ქვეყანა იხვეწება ლოკალიზაციას. ქართული ენისთვის კი წლებია არსებობს ლოკალიზაციები.

მეორე არგუმენტი: ქართულ ვერსიებში მუშაობა გაუადვილდებათ როგორც უცხო ენის მცოდნე, ასევე არმცოდნე პედაგოგებს.
პედაგოგების უმეტესობამ არ იცის უცხო ენა (% 70ზე მეტია). კომპიუტერის დაუფლებისთვის მათ ორი ბარიერის გადალახვა უწევთ: პირველ რიგში სპეციფიკური ტერმინების დაზუთხვა, ხოლო შემდეგ კომპიუტერის სწავლა.

მესამე არგუმენტი:  ლოკალიზებულ პაკეტებს გააჩნიათ ძალიან ბევრი ინსტრუმენტი ქართულ ტექსტებთან სამუშაოდ. ეს პაკეტები მორგებულია ენობრივ სპეციფიკას და მნიშვნელოვანია დოკუმენტის სწორად ფორმატირებისთვის.

მაგალითად: იმის გამო, რომ ტექსტური რედაქტორი წერტილის შემდეგ პირველ სიმბოლოს ამთავრულებს, ცადუსხ  შრიფტით აკეფილ ტექსტებში მომხმარებელი იძულებულია პირველი სიმბოლო ორჯერ აკრიფოს. ეს კი შემდეგში რიგ გაუგებრობებს იწვევს. (ვთქვათ სიმბოლოთა დათვლის დროს, აბზაცის ფორმატირების დროს....)

აცად უსხ შრიფტის გამოყენებით აკრეფილ ტექსტებში შეუძლებელია ჩამონათვალის სწორად დანომვრა  (ც და გ სიმბოლოები  :) თუმცა ეს სხვა პრობლემაა... 

მეოთხე არგუმენტი: ქართული ტექსტების სწორად ფორმატირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაქართულების პაკეტები. პაკეტები გააჩნია: მართლწერის შემოწმება, (ორთოგრაფიის ასისტენტი) გრამატიკის შემოწმება, პირველი სიმბოლოს გამთავრულების გაუქმება, მოტივტივე ღილაკები. არ გაირჩევა მთავრული და ნუსხური სიმბოლოები (ასეთი ქართულში არ არის). ანუ არალოკალიზებული პროგრამული პაკეტი არასწორად იქცევა ქართულ ტექსტებთან მუშაობის შემთხვევაში.

მეხუთე არგუმენტი: ლოკალიზაციისგან განსხვავებული პირველივე სიმბოლოს გამოყენებისას საოფისე პაკეტი ითხოვს ლოკალიზებული პაკეტების გამოყენებას. (ანუ ვთქვათ ინგლისურ ვერსიაზე, როგორც კი აკრეფთ ქართულ სიმბოლოს, საოფისე პაკეტი ცდილობს ლოკალიზაციის შერჩევას. თქვენ ან შესაბამისი ინსტრუმენტების ჩამოტვირთვა გიწევთ, ან შეტყობინების იგნორირება. (ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ქართულ ენას). შესაბამისად ყველა დოკუმენტის გახსნისას სკოლის ლაბებში ეს პრობლემა დგას

მეექვსე არგუმენტი: ოპერაციული სიტემის დონეზე ლოკალიზირებული პაკეტების გამოყენება რეკომენდებულია მწარმოებლის მიერ და ხშირ შემთხვევაში სისტემის სრული და სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობააა.

ეს ფაქტორები განსაკუთრებით მწვავედ დგას დროითი სარტყელის, საათის, ზომის ერთეულების, სანავიგაციო სისტემების, სარეკლამო ან სხვა სერვისების შეთავაზების დროს. თითოეულ ამ ინსტრუმენტს მუშაობის თავისი ნიუანსი გააჩნია და მათი აქ გარჩევა შორს წაგვიყვანდა, მაგრამ ორ მაგალითს მოვიყვან. საქართველოში არსებული კომპიუტერების უმეტეს ნაწილში (ალბათ 85%ზე მეტი) Microsoft Word სამუშაო ქაღალდის ზომა მითითებული იქნება როგორც Letter, მაშინ როცა ამ ზომის ქაღალდს თქვენ საქართველოში ვერ შეიძენთ. შედეგად თქვენ ვერ იყენებთ სამუშაო ქაღალდის 2 სანტიმეტრს, ხოლო ბეჭდვის პარამეტრებიდან გამომდინარე, ეკრანზე არსებული გამოსახულება ანაბეჭდის იდენტური არ არის. თუნდაც ამის გამო ბუკლეტის გაკეთება მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება ვორდში. (ვიცი, რომ ბუკლეტი ვორდში არ უნდა ვაკეთოთ.... მხოლოდ არგუმენტია, იმისთვის რომ რაღაც არასწორადაა).


მეექვსე არგუმენტი: ხელს უშლის ინგლისურის სწავლას. არად ინგლისური ვერსიის მომხრეები თვლიან რომ "ინგლისურს მაინც ისწავლიან". 😃 

ინგლისური რა შუაშია ქართულის და მათემატიკის, ან ფიზკულტურის გაკვეთილზე? სწორედაც რომ ინგლისურის სწავლებას უშლის ხელს იმიტომ რომ მასწავლებელი კითხულობს ინსერტ პიკტურე და ბავშვებიც სწავლობენ პიკტურეს. თანაც "მაინც სწავლა" რაღაც სერიოზულად არ ჟღერს, ისეთ რამედ, რომელიც შეიძლება შეფასდეს (ნიშნის დაწერას არ ვგულისხმობ)

პედაგოგების უმეტესობას პრობლემა აქვს ინგლისურ ენასთა. შესამამისად ისინი ცდილობენ გამონახონ ალტერნატიული საშუალებები და იმის გამო რომ არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები, ნაცლად იმისა რომ აირჩიონ ქართული ენა, იყენებენ რუსულს. კომიუტერული მომსახურების ფირმებიც (არალიცენზირებილული ვინდოუსი) იყენებენ რუსულ ენას. ასევე აინსტალირებენ რუსულ პროდუქციას, მეილ.რუ, იანდექსის ბრაუზერი, იანდექსი ნაგულისხმევ საძიებო სისტემად და ა.შ. შესაბამისად ამ ტექნოლოგიით შედიან ისინი საგაკვეთილო სივრცეში.

ასევე სახელმწიფოს თანამშრომლობაა საჭირო იმ საკითხში, რომ. მაიკროსოფტის ახალი ბრაუზერი რეგიონალური პარამეტრების დაყენების დროს ნაგულისხმევ ოპერაციულ სისტემად იამდექსს აყენებს.

შემდეგი არგუმენტი: სარეკლამო სერვისები მომხმარებლებს გეოლოკაციის მიხედვით სთავაზობენ სერვისებს. რეკლამა და მარკეტინგი  საკმაოდ სპეციფიკური სფეროა და მარტივად აღსაქმელია თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მართებული  ლოკალური პარამეტერების მითითება.



კიდევ უამრავი არგუმენტის ჩამოთვლა და დეტალურად გარჩევა შეიძლება, მაგრამ პოსტის პირველივე აბზაცში მითითებული არგუმენტი ვფქირობდი და ვფიქრობ, საკმარისი უნდა ყოფილიყო დისკუსიის დასახურად

ახლა კი ისღა დამრჩენია, ვუპასუხო ქართული ინტერფეისის მოწინააღმდეგეების ჩემთვის ცნობილ არგუმენტებს:

ა) სამსახურებში მათ არ დახვდებათ ქართული ვერსია.

პასუხი: როცა სამსახურში მოეწყობიან, უკვე ეცოდინებათ კომპიუტერთან მუშაობა და ამ პერიოდისთვის ნაკლები მნიშვნელობა ექნება რა ენაზე იქნება მოწყობილი მათი სამსახურის კომპიუტერის ინეტერფეისი. ისინი გაცილებით ადვილად გაართმევენ თავს პრობლემას. ამ ეტაპზე მათ 2 პრობლემა არ ექნებათ გადასალახი. (ანუ ინსტრუმენტების გამოყენების უნარებს უკვე ფლობენ). ასევ პრობლემის გადაწყვეტაში მათ დაეხმარებათ ვიზუალური მეხსიერება. (ანუ იციან რა სად მდებარეობდა ესა თუ ის ფუნქცია, მათ არ გაუჭირდებათ, ვიზუალურად მოძებნონ ის). თანაც გიმპ (გრაფიკული ინტერფეისის მქონე პროგრამები) ისეა მოწყობილი, რომ პიქტოგრამებით ასოციაციურად უნდა მიხვდეთ ამათუ იმ ფუნქციის დანიშნულებას)

მეორე პასუხი: შემდეგ არგუმენტი ამ ვერსიის უარსაყოფად: ძალიან ადვილია ერთი ინეტერფეისიდან მეორე გადასვლა. ანუ თუ მათ სამსახურში არ დახვდებათ ქართული ვერსია, მათ ეცოდინებათ როგორ გააქართულონ სხვაენოვანი ვერსიები  :)


ბ) ისწავლიან ინგლისურ ტექნიკურ ტერმინოლოგიას:

პასუხი: მშვენიერი არგუმენტია ინგლისური ენის შესასწავლად მაგრამ არასწორი მეთოდია შერჩეული: ანუ ვაღიარებთ რომ მოსწავლემ (მასწავლებელმა) არ იცის ტექნიკური ტერმინოლოგია და თავისთავად არ იცის კომპიუტერთან მუშაობაც. შესაბამისად ვცდილობთ ორი კურდღლის დაჭერას, მაშინ როცა გაცილებით მართებული იქნებოდა ამ ორი პრობლემის ცალ-ცალკე გადაწყვეტა.

ასევე ტექნიკური ტერმინოლოგიის სწავლა მოსწავლეებისთვის არ შეესაბამება   კონკრეტული კლასის უცხო ენის სტანდარტს. მაგალითად მესამე კლასის (დონე ???) სტანდარტით არ არის განსაზღვრული ტექნიკური ტერმინოლოგიის ცოდნა.

ასეც რომ იყოს, (თუ კომპიუტერის დახმარებით გინდათ ტექნიკური ტერმინოლოგიის შესწავლა უცხო ენაში) რა დააშავა რუსულმა, გერმანულმა, ფრანგულმა და სხვა ენებმა? ამ ენის პედაგოგებიც თანაბარ პირობებში არ უნდა იყვნენ?

გ) სახელმძღვანელო არ არის ქართულ ენაზე

სახელმძღვანელოც უნდა იყოს ქართულ ენაზე

დ) სკოლის ლაბორატორიებში არ არის ქართულენოვანი ინტერფეისი

სკოლის ლაბორატორიებში სწორედაც რომ არის ქართული ინტერფეისი. მის შეცვლას ადმინისტრატორის უფლებები არ სჭირდება.  ნახეთ შესაბამისი ბმული, თუ როგორ შეიძლება ერთი ინტერფეისიდან მეორე ინტერფეისზე გადასვლა

ე:) სკოლაში ბავშვს ვასწავლოთ ქართულად და სახლში ინგლისური (რუსული) დახვდება. ეს საშინელება იქნება

დიახ,  მეც გეთანხმებით, რომ თუ სახლში რუსული ვერსია დახვდება, ეს საშინელება იქნება. ასევე საშინელება იქნება თუ მოსწავლეს სადმე თურქული, გერმანული, ფრანგული ვერსიები დახვდება. არცერთ ამ პრობლემას არ წყვეტს ინგლისურ ენაზე სწავლება. ხოლო ქართულ ენაზე სწავლა სწორედაც აქეთკენაა მიმართული.

რაც შეეხევა „ტერმინები გაუგებარია და უინტერესო“ არ მესმის. ვინმესთვის თუ სქოლიო გაუგებარი ტერმინია, მაგალითად, მოსწავლე, რომელსაც შესთავაზეს ასეთი წარწერა



ვერ მიხვდა რას ნიშნავს  და გაუგებარია, მისთვის ასეთი ალტერნატიული ვარიანტის შეთავაზება





თემას უფრო გასაგებს და საინტერესოს გახდის?

დარწმუნებული ვარ, მარტივი სტატისტიკა ნებისმიერ კლასში მოგცემთ კითხვაზე პასუხს. ტერმინი თუ გაუგებარია მშობლიურ ენაზე, მითუმეტეს გაუგებარია უცხო ენაზე.

მანახეთ მოსწავლე, რომელმაც ვერ გაიგო ინსტრუქცია „დააჭირე ჩასმა->ცხრილი“  და როცა უთხარით, ეს Insert->picture არისო, მაშინვე მიხვდა.

ხოლო არგუმენტს, უინტერესო რა მოვუხერხო არ ვიცი :), ქართულში უინტერესო იყო და უცხო ენაზე საინტერესო?

გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ კი არ უნდა იყოს მიღებული, არამედ მსმენელების ანუ მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ტერმინები დაიხვეწება და ძველი თაობის ყურისთვის სახამუშაო არ იქნება...
ხოლო მათთვის ვინც თავიდანვე ქართული ინტერფეისით სწავლობს, არანაირი დისკომფორტი არ შეექმნება

ჩემთვის ფრანგული ოფისი გაუგებარიცაა და არც საინტერესოა, მაგრამ თავს გავართმევ. თუმცა ეს არანაირად არ ადასტურებს იმას, რომ ოფისი უნდა იყოს ფრანგული.

და ბოლოს, გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში, რა ენაზე გირჩვნიათ კომპიუტერთან მუშაობა, რომელიც დევს ჩემი ბლოგის პირველივე გვერდზე

საბოლოოდ კი ამ ეტაპის რამდენიმე დასკვნას გავაკეთებდი:

1) თუ თქვენ გაინტერესებთ ვინ 10 და ოფისი 2016 პაკეტების გაქართულების ინსტრუქციები, დააჭირეთ აქ
2) ვინდოუსის გაქართულება არ გააქართულებს ოფისს
3) ქართული სიმბოლოებით ტექსტის აკრეფის ფუნქცია არ ნიშნავს, იმას რომ ვინდოუსი გაქართულებულია
4)  ვინდოუსის გაქართულება ყველა ვარიანტში რეკომენდებულია მწარმოებლის მიერ, ხოლო ზოგიერთი ფუნქციის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია
5) ოფისის გაქართულების გარეშე მთელი რიგი ფუნქციები გაუმართავად მუშაობს. (თუმცა ინტერფეისი და სპელინგის ფუნქციები ურთიერთ დამოუკიდებელი კომპონენტებია)
6) ისტ მშობლიურ ენაზე სწავლება აადვილებს კომპიუტერული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.






Comments

  1. მე თანახმა ვარ!!!
    რა გასაკვირი თუ ეს სისტემა ზოგისთვის მიუღებელი, ზოგისთვის კი მისაღები იქნება. განა სხვა ქვეყნებში თუნდაც რუსეთში, თავის დროზე არ იყო მსგავსი სჯა-ბაასი? მაშინ უმრავლესობას ინგლისურენოვანი ვერსია მიაჩნდათ გამოსავლად, მაგრამ დრო გავიდა და რუსული მომხმარებლებისთვის ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. იგივე სიტუაციაში ვართ ახლა ჩვენც, იგივე ეტაპები გვექნება გასავლელი. იქნება სხვადასხვა აზრი, ზოგი დაეთანხმება, ზოგი არა,მაგრამ გავა წლები და იგი სავსებით ჩვეულებრივი, მისაღები და საჭირო პაკეტი გახდება. მე მივესალმები დათოს მიერ წამოწყებულ საქმეს-ისტ-ის მშობლიურ ენაზე სწავლებას.

    ReplyDelete
  2. მოხარული ვიქნები, რომ ისტ-ი ისწავლებოდეს ქართულად. წიგნი საჭიროებს მთლიანად გაქართულებას და ასევე მივცეთ შესაძლებლობა რომ საოფისო პაკეტი გადაიყვანონ სხვა ენაზეც, ინგლისურზე, ფრანგულზე, რუსულზე და სხვა ენებზეც, ვინც როგორ მოიხმარს. პირველი ვიქნები გავაქართულო.

    ReplyDelete
  3. მე ძალიან მომწონს და მინდა რომ მოსწავლეებსაც გაუქართულო ,მაგრამ სამწუხაროდ ბუკებზე (2013)ვერ ინსტალირდება ოფისი

    ReplyDelete
  4. 2013 წლის ბუკებში უნდა ეწეროს 2010 ოფისი და ვინდოუსის მე-7 ვერსია. ორივეს გაქართულიების ინსტრუქცია დევს ამ პოსტში http://datomalania.blogspot.com/2013/08/blog-post.html.

    ReplyDelete
  5. მეც ძალიან მომწონს და სადაც კი ვნახავ მაშინვე ვაქართულებ.მადლობააა

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024