ქართულენოვანი პაკეტები სკოლებში

ჩასწორება 12.12.2020



2019 ოფისის გაქართულების პაკეტები (საძებნი რომ არ გაგიხდეთ)


:: Office2019

 

გაქართულების პაკეტი (32 ბიტიანი, Office Click-to-Run)

 გაქართულების პაკეტი (64 ბიტიანი, Office Click-to-Run)


აქ ჩავსვამ ფეისბუკის ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტის ასლს. ხოლო თვით პოსტის გამოცხობა დილის კომენტარებმა გადამაწყვეტინა რომელიც მაიკროსფტის პროდუქტების გაქართულებას შეეხებოდა. თემა ჩემთვის კვლავ აქტუალურია და ახლა ფაზში გადადის :)   ბარემ იმ ჯგუფში მინისტრასაც მოვნიშნავ, (ახლა მოდაშია მაინც),  კიდევ ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრს და კიდევ ჩემს მოწინააღმდეგე და მომხრე მეგობრებს. ცოტა მოგვიანებით ზაზასთან ერთად გავივლი თემას გამოკითხვის ჩატარებაზე  :)  



გაქართულება ჩემთვის პრიორიტეტული ამოცანაა და ვთვლი რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ქ-ნ Rusa Gonashvili და ყველა ამ ჯგუფის წევრს გთხოვთ თანადგომას ამ საკითხში.

ჩემთვის გაუგებარია და კატეგორიულად მიუღებელია სკოლაში გამოყენებული იყოს ინგლისურენოვანი პროგრამული პაკეტები.

მინდა ვთქვა, რომ ჩემს კოლეგებში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მაგრამ მე ჩემი პოზიცია უკვე გამოვხატე.

იმედი მაქვს აქ ბევრი თანამოაზრე გამომიჩნდება და ამ თემას კიდევ უფრო გავშლით
ამ წუთიდან ვიწყებ კომპანიას სკოლაში მაიკროსოფტის ქართულენოვანი პაკეტების შემოღების შესახებ. ეს ძალიან ადვილია, უბრალოდ კეთილი ნება უნდა

ნახეთ ვიდეოინსტრუქცია ვინდოუს 10 ის გასაქართულებლად



ეს კი არის პრეზენტაცია






ვინდოუს 10-ში ქართული ინტერფეისის გაქართულება




ვინდოუს 10-ში ქართული ინტერფეისის ინგლისურზე გადაყვანა







ვინდოუს 10-ში ქართული კლავიატურის დამატება



ვინდოუს 10-ში ლოკაციის (საქართველო) მითითება  (შემდეგში საათის და ზომის ერთეულები იქნება მეტრულ სისტემაში)






ახლა კი ნახეთ ბმული მაიკროსოფტის პროდუქტების გაქართულების შესახებ


2016 ოფისის გაქართულების პაკეტები


Office 2016



ქართული ენის პაკეტი (32 ბიტიანი, Office Click-to-Run)
ქართული ენის პაკეტი (64 ბიტიანი, Office Click-to-Run)


(2016 წლის ოფისის საინსტალაციო პაკეტი რამდენიმე რედაქციით გამოდის. აქ არის   VLSC და Click-to-Run ვერსიები. ტუ თქვენ არ იციტ, რომელი ვერსია გაქვთ, სცადეთ სხვადასხვა ვარიანტები. 32 ან 64 ბიტიანი ვერსიის გარკვევა შესაძლებელია ოპერაციული სისტემის პარამეტრებიდან)





ამ ვიდეოში საუბარია WIN7 ვერსიაში ქართული კლავიატურის დამატებაზე





გთხოვთ კომენტარებში მომწეროთ თქვენი კომენტარები და მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით

ასევე ნახეთ პოსტი ოფისის 2013 წლის ვერსიის გაქართულების შესახებ


დამატებითი წყაროები: რომელი პაკეტი მჭირდება? (ინგლ)

ოფისის ყველა ვერსია ყველა ენაზე  (2010-2019)  ოდნავ ქვევით უნდა ნახოთ ისარი ქვევით და ჩამოიშლება ქვეყნების ჩამონათვალი








ამ პოსტის გაგრძლება შეგიძლიათ იხილოთ აქ

და ბოლოს ხუმრობა ვინდოუსის გაქართულებაზე



Comments

  1. დიდი მადლობა,ძალიან გასაგებად და მარტივად იყო ყველა დეტალი მოტანილი მსმენელამდე,მადლობთ! ყველა კულტურულ ერს უნდა ჰქონდეს თავის მშობლიურ ენაზე მაიკროსოფტის პროდუქტები! მივესალმები თქვენს წამოწყებას! 26 მაისს ასეთი სიურპრიზი სიმბოლურია! გმადლობთ!

    ReplyDelete
  2. სასიამოვნო სიურპრიზია. ქართველს ქართული...

    ReplyDelete
  3. სიახლე არაა. დიდი ხანია ასეა

    ReplyDelete
  4. ჩემთვის ეს სასიამოვნო სიახლეა! მივესალმები!

    ReplyDelete
  5. ძალიან მომწონს და მიხარია.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024