საჭმლის მონელების პროცესი
პირის ღრუ, კბილები, საყლაპავი მილი, კუჭი, წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავი იმ სისტემის ნაწილებია, რომელშიც ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მონაწილეობით იწყება და მთავრდება საჭმლის მონელება - სასარგებლო გადამუშავებული ნივთიერებები შეიწოვება, საკვების უვარგისი და მოუნელებელი ნაწილი კი ორგანიზმიდან გამოიდევნება.
საჭმლის მომნელებელ ორგანოთა აგებულება
საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა უბანი ფუნქციურად და აგებულებით ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ექვემდებარება ერთ ძირითად პრინციპს - მიღებული პროდუქტები ისე გადაამუშაოს და მოინელოს, რომ მათგან რაციონალურად მოხდეს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა-ათვისება და უვარგისის ორგანიზმიდან დროულად გამოდევნა.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტს მთელ სიგრძეზე სამმაგი გარსი აკრავს გარს: შიგნითა - ლორწოვანი, შუა - კუნთოვანი და გარეთა, რომელიც სეროზული ან შემაერთებელი ქსოვილისგან შედგება. ლორწოვანი გარსი, გარდა ნაწლავის ამომფენი საფარისა, შეიცავს სხვადასხვა დანიშნულებისა და ბუნების (ნაწლავის უბნის შესაბამისად) მრავალ ჯირკვალს, რომელთა წვენი საჭმლის მომნელებელი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. მილის მთელ სიგრძეზე, პირის ნაპრალიდან ანალურ ხვრელამდე, ლორწოვანი გარსის სისქეში განლაგებულია ლორწოს გამომყოფი ეპითელური უჯრედები. ლორწოვანი გარსის მნიშვნელოვანი ანატომიური წარმონაქმნებია ნაწლავის ნაოჭები და ხაოები. მათი საშუალებით იზრდება საკვებთან შეხების ზედაპირი და რეგულირდება ნაწლავში ქიმუსის (საკვები ნარევის) გადაადგილების ტემპი. ლორწოვანი გარსის მთელ სიგრძეზე, სისქეში, უხვადაა გაფანტული ლიმფოიდური ქსოვილი, რომელიც დამცავ ფუნქციას ასრულებს. კუნთოვანი გარსი ნაწლავის კედლის ძირითად მასას ქმნის და მექანიკური წინააღმდეგობის დაძლევას ემსახურება. ნაწლავში ხშირად ვითარდება მაღალი წნევა. ეს მისი სტატიკური ფუნქციაა. დინამიკური ფუნქცია კი გულისხმობს ნაწლავის კედლის პერისტალტიკურ და ქანქარასებრ მოძრაობას, რომელიც საჭმლის მონელების პროცესის უმნიშვნელოვანესი რგოლია. კუნთოვანი შრის ირიბი ბოჭკოები კუჭის - საჭმლის მომნელებელი მილის ყველაზე დიდი და ტევადი ორგანოს - კედლის სიმტკიცეს და კუჭში საკვების გადაადგილებას განაპირობებს. სეროზული გარსი, რომლითაც ამოფენილია მუცლის ღრუ და დაფარულია ორგანოთა კედლები, მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს - იგი ქმნის ბარიერს, ერთი მხრივ, მუცლის ღრუსა და ამა თუ იმ ორგანოს და, მეორე მხრივ, მეზობელ ორგანოებს შორის. სეროზული გარსის უჯრედების მიერ გამოყოფილი წვენი სისტემატურად ასველებს ორგანოს, რაც საგრძნობლად ამცირებს ხახუნს როგორც თვით ორგანოებს, ასევე ამა თუ იმ ორგანოსა და ღრუს კედელს შორის.
საკვების გადაადგილების ხანგრძლივობაპირის ღრუდან კუჭამდე მაგარი საკვების გადაადგილება საშუალოდ 8-9 წამს მოითხოვს. თხიერი საკვები ამ მანძილს უფრო სწრაფად - 1-2 წამში გაივლის. ყლაპვითი მოძრაობების გარეშე კუჭის შესასვლელი დაკეტილია. როცა საკვები გაივლის საყლაპავს და გააფართოებს მას, რეფლექსურად იღება კუჭის შესასვლელიც. ამ პროცესს კარდიული მუსკულატურის, კუჭის, მუცლისა და დიაფრაგმის კუნთების ძლიერი შეკუმშვები განაპირობებს.
საკვების გადაადგილება ნაწლავებშიადამიანის ნაწლავები საკმაოდ კარგად განვითარებული კუნთოვანი აპარატით არის აღჭურვილი, რაც შესაბამის ნერვებთან ტანდემში ნაწლავის ორი სახის მოძრაობას უზრუნველყოფს: ქანაქარასებრს და ტალღისებრს. ეს უკანასკნელი ნაწლავის კედლის ტალღისებრი, რიტმული შეკუმშვითა და მოდუნებით გამოიხატება. საჭმლის მომნელებელ მილში საკვები მასები სწორედ ამ ორი სახის მოძრაობის წყალობით გადაადგილდება თორმეტგოჯა ნაწლავიდან სწორისკენ. საკვების გადაყლაპვის შემდეგ მოუნელებელი, უვარგისი და განავლოვან მასად ჩამოყალიბებული ნარჩენები ადამიანის ორგანიზმიდან საშუალოდ 18-22 საათში გამოიდევნება. ეს დრო დამოკიდებულია საჭმლის მომნელებელ ორგანოთა სიჯანსაღესა და საკვების ხასიათზე, ასევე - რამდენიმე სხვა ფაქტორზე, მათ შორის:
- საკვების კონსისტენციაზე - თხევადი და ნახევრად თხევადი საკვები გაცილებით სწრაფად გადაადგილდება.
- საკვების ბუნებაზე - ნახშირწყლებით მდიდარი საკვები გაცილებით სწრაფად ევაკუირებს, ვიდრე ცილოვანი, ყველაზე მეტხანს კი (8-10 საათს) ნაწლავებში ცხიმებით მდიდარი გუნდა რჩება.
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ავსების ხარისხზე - რაც მეტად არის ავსებული კუჭი, მით სწრაფად გადადის საკვები ნაწლავებში.
- ნაწლავების მიკროფლორაზე - სასარგებლო ბაქტერიათა ფერმენტები საკვები ნარჩენების საბოლოო დაშლას უზრუნველყოფს, ამიტომ მათი მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საჭმლის მონელების ხარისხსა და სიჩქარეს.
დიარეის დროს, უპირველეს ყოვლისა, იცვლება განავლოვანი მასების გადაადგილების სიჩქარე და მისი ორგანიზმიდან საბოლოოდ გამოდევნის დრო - 18-22 საათის ნაცვლად საკვები ნაწლავებში 15-20 წუთს ყოვნდება და ამიტომ მიღებიდან საშუალოდ 2-4 საათში თხიერი განავლის სახით გამოიყოფა. დიარეის დროს განავალი თხიერი იმიტომ არის, რომ ის დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, რომლის შეწოვაც ნაწლავებმა სწრაფი მოქმედების გამო ვერ მოასწრო.
საკვებ ნივთიერებათ შეწოვასაჭმლის მომნელებელი არხის სხვადასხვა უბანში საკვები სხვადასხვანაირად შეიწოვება. პირის ღრუში შეწოვა პრაქტიკულად არ ხდება, თუმცა მისი ლორწოვანი გარსი მაინც შეღწევადია ნატრიუმის, კალიუმის, ალკოჰოლისა და ზოგიერთი პრეპარატისთვის. არც კუჭშია შეწოვა ინტენსიური, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ კუჭია საკვები ნივთიერებების ყველაზე მძლავრი შემწოვი. აქ შეიწოვება მხოლოდ წყალი და მასში გახსნილი მინერალური მარილები, ალკოჰოლი, გლუკოზა და ამინმჟავები. გაცილებით ინტენსიური შემწოვია თორმეტგოჯა ნაწლავი, რომელიც კუჭის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს, მაგრამ მთავარი შემწოვი ინსტანცია მაინც წვრილი ნაწლავებია. სწორედ იქ ხდება საკვების ძირითადი მონელება და სისხლსა და ლიმფაში მისი გადასვლა. მსხვილ ნაწლავში უმთავრესად წყალი და ელექტროლიტები შეიწოვება და მცენარეული უჯრედისის მონელება ხდება. საჭმლის მონელების მთელ პროცესს, მიღებული საკვების შედგენილობის გათვალისწინებით, საშუალოდ 10-12 საათი სჭირდება.
საჭმლის მონელების დამხმარე ელემენტებისაკვების მეშვეობით მიღებული სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაში ორგანიზმს ფერმენტები ეხმარება, რომლებიც ხელს უწყობს საკვების დასველება-დატენიანებას, გაჯირჯვებას, ქმნის მათი ქიმიური დაშლისთვის ოპტიმალურ გარემოს, შეიცავს წყალსა და ლორწოს, ზოგიერთ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, მინერალურ მარილებს და საკვების სრულფასოვანი მონელებისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს. მთელი ეს პროცესი სამი სახის ფერმენტების მონაწილეობით ხორციელდება. ესენია:
1. საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტები. ამილაზები მოქმედებს ნახშირწყლებზე, მათ გლუკოზამდე და სხვა მონოსაქარიდებამდე შლის, პროტეაზები მოქმედებს ცილებზე და შლის მათ ოლიგოპეპტიდებად და ამინმჟავებად, რომლებიც პირდაპირ სისხლში ხვდება. ლიპაზები ცხიმებზე მოქმედებს, ნუკლეაზები - ნუკლეინის მჟავებზე.
2. აუტოლიზის ფერმენტები. მათ თავად ცოცხალი საკვები შეიცავს - როგორც ცხოველური, ისე მცენარეული წარმოშობისა.
3. ბაქტერიული ფლორის მიერ გამომუშავებული ფერმენტები. სასარგებლო ბაქტერიათა შორის ჭარბობენ ბიფიდობაქტერიები, რომლებიც მონაწილეობენ საჭმლის მონელებაში, კერძოდ, ცილებისა და ცხიმების წარმოქმნაში, ასევე ასინთეზებენ B და K ჯგუფის ვიტამინებს, წარმოქმნიან ნივთიერებებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ზოგადი იმუნორეაქტიულობის ჩამოყალიბებაში.
2. აუტოლიზის ფერმენტები. მათ თავად ცოცხალი საკვები შეიცავს - როგორც ცხოველური, ისე მცენარეული წარმოშობისა.
3. ბაქტერიული ფლორის მიერ გამომუშავებული ფერმენტები. სასარგებლო ბაქტერიათა შორის ჭარბობენ ბიფიდობაქტერიები, რომლებიც მონაწილეობენ საჭმლის მონელებაში, კერძოდ, ცილებისა და ცხიმების წარმოქმნაში, ასევე ასინთეზებენ B და K ჯგუფის ვიტამინებს, წარმოქმნიან ნივთიერებებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ზოგადი იმუნორეაქტიულობის ჩამოყალიბებაში.
საჭმლის მონელების რეგულაციასაჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობა: მოტორიკა, სეკრეცია და შეწოვა - ამ პროცესის მარეგულირებელი საკმაოდ რთული სამი: ცენტრალური რეფლექტორული, ჰუმორული და ლოკალური - მექანიზმით ხორციელდება. ცენტრალური რეფლექტორული მექანიზმი მაკონტროლებელი მექანიზმია, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემა, კერძოდ, მოგრძო ტვინში მდებარე საჭმლის მომნელებელი ცენტრი და უამრავი ნერვული უჯრედი ახორციელებს. ჰუმორული მექანიზმი: საჭმლის მონელებისას სისხლში პერიოდულად გადადის კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის ლორწოვანი გარსის ენდოკრინული უჯრედების მიერ გამომუშავებული ჰორმონები - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც საჭმლის მონელებასა და ათვისებას საჭირო გეზს აძლევს. ადგილობრივი (ლოკალური) მექანიზმი: ნაწლავებში გადასული საკვები უშუალოდ მოქმედებს თავის ადგილსამყოფელზე, ააქტიურებს ნაწლავის სეკრეციასა და მოტორიკას, რითაც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.
ღვიძლი და ნაღვლის ბუშტინაღვლის ბუშტი რეზერვუარია. აქ გროვდება ღვიძლში გამომუშავებული ნაღველი, მერე კი თორმეტგოჯა ნაწლავში გადაედინება, საკვების მონელებაში მონაწილეობს და ნაწლავთა მოძრაობას, პერისტალტიკას განაპირობებს. ნაღვლის ბუშტი რომ დაიცალოს, საჭიროა მოდუნდეს ბილიარული სისტემის სფინქტერები. როდესაც მათი სინქრონული მოქმედება ირღვევა, ნაღველი არანორმალურად გადაედინება თორმეტგოჯა ნაწლავში. სწორედ ეს იწვევს დისკინეზიად წოდებული პათოლოგიის განვითარებას.
წყარო: http://www.mkurnali.ge/gastroenterologia/3732-satcmlis-momnelebeli-sistema.html?start=1
საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება პირის ღრუსგან, ხახასგან, საყლაპავი მილისგან, კუჭისგან, წვრილი (თორმეტგოჯა ნაწლავი წვრილი ნაწლავის დასაწყისია), მსხვილი და სწორი ნაწლავებისგან.
საჭმლის მომნელებელი სისტემა სამშრიანია: გარეთა - მკვრივი შემერთებელქსოვილიანი, შუა - გლუვკუნთოვანი და შიგნითა - ეპითელურქსოვილიანი ლორწოვანი შრე. ლორწოვანი შრე ნაოჭიანია და მრავალ პატარა ჯირკვალს შეიცავს.
პირის ღრუში მრავალი ჯირკვალია, აღსანიშნავია ყველაზე დიდი სანერწყვე ჯირკვლები - ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა. კბილები და ენა საჭმლის დანაწევრებაში მონაწილეობენ. მოზრდილ ადამიანს 32 კბილი აქვს: ზედა და ქვედა ყბაზე წინა მხარეს ოთხ-ოთხი ბრტყელი საჭრელი კბილი, შემდეგ წამახვილებული ეშვი, შემდეგ ორივე მხრიდან ორ-ორი მცირე და სამ-სამი დიდი ძირითადი კბილი. ბოლო წყვილი სიბრძნის კბილებია, რომლებიც ადამიანს 20-22 წლის ასაკში ამოსდის. ენა კუნთოვანი ორგანოა და მრავალ რეცეპტორს შეიცავს, იგი გემოს აღიქვამს.
ენაზე არსებული რეცეპტორები საჭმლის გუნდის გადაყლაპვამდე ცენტრალურ ნერვულს სისტემაში ცენტრისკენული ნეირონით გადასცემენ აღგზნებას, და ცენტრალური ნერვული სისტემა ბრძანებას ცენრიდანული ნეირონი გადასცემს ხრტილ ხორხსარქველს, რომელიც ბრძანების მიღებისთანავე ეფარება სასულეს (ტრაქეას) და საჭმელს მხოლოდ საყლაპავ მილში ატარებს.
ნეწყვისა და კუჭის წვენის გამოყოფა რეფლექსურად ხდება.
ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მონელება
ნახშირწყლების მონელება
პირში მრავალი სანერწყვე ჯირკვალია, აქედან 3 ყველაზე დიდია, პირში ხდებათერმულად დამუშავებული ნახშირწყლის დაშლა. პტიალინი სახამებელს გარდაქმნის მალტოზად, მალტაზა მალტოზას - გლუკოზად. შემდეგ საჩმლის გუნდა საყლაპავი მილით კუჭში გადადის. კუჭში ნახშირწყლების დამშლელი ფერმენტები არ გამოიყოფა. მაგრამ ნერწყვით გაჟღენთილი ნახშირწყლების დაშლა შეიძლება გაგრძლდეს, სანამ კუჭის მჟავათი არ გაიჟღინთება. თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება პანკრეასის და ნაღვლის ბუშტის სადინარები. პანკრეასში, ანუ კუჭქვეშა ჯირკვალში, ანუ კუჭუკანა ჯირკვალში ყველაფრის დამშლელი ფერმენტები გამომუშავდება. წვრილ ნაწლავში გლუკოზამდე დაშლილი ნახშირწყალი კედლისმიერი მონელების გზით, ხაოებში გაიწოვება და სისხლს მიაქვს უჯრედებამდე. თუ სისხლში 0,12%-ზე მეტია გლუკოზის კონცენტრაცია, პანკრეასში გამომუშავებული ინსულინი გარდაქმნის გლიკოგენად, თუ ნაკლებია - თირკმელზედა ჯირკვალში გამომუშავებული ადრენალინი გლიკოგენს გარდაქმნის გლუკოზად, ასეთივე ფუნქციას ასრულებს გლუკაგონიც (პანკრეასში გამომუშავდება). მსხვილ ნაწლავში ხდება ცელულოზას დაშლა, ბაქტერიული დუღილი, K ვიტამინის წარმოქმნა და წყლის გაწოვა. უჯრედში ნახშირწყლები იშლებიან ნახშირორჟაგამდე დაწყლამდე.
ლიპიდების მონელება.
პირში ლიპიდების მონელება არ ხდება. კუჭში არის ცხიმის დამშლელი ფერმენტილიპაზა, რომელიც მხოლოდ ჩვილ ბავშვებშია აქტიური, და ცხიმის ემულგირებას: ცხიმოვან წვეთებად დაშლას ახდენს. თორმეტგოჯა ნაწლავში ღვიძლში გამომუშავებული და ნაღვლის ბუშტიდან გამოყოფილი ნაღველი ააქტიურებს პანკრეასიდან გამოყოფილ ლიპაზას. გააქტიურებული ლიპაზა ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად შლის. წვრილი ნაწლავის ხაოებზე ხდება უჯრედის სტრუქტურის შესაბამისი ცხიმის კვლავსინთეზი, შემდეგ კი გაიწოვება. გაწოვილ ცხიმს ლიმფა წაიღებს უჯრედებამდე, უჯრედში საბოლოოდ იშლება ნახშირორჟანგად და წყლად. მსხვილ ნალწავში ხდება წყლის გაწოვა და ვიტამინ K-ს წარმოქმნა.
ცილების მონელება
ცილების მონელება პირში არ ხდება. კუჭში მრავალი ჯირკვალია, რომელთა ნაწილი0,5%იან მარილმჟავას გამოყოფს, ნაწილი კი - პეპსინოგენს. 0,5%იანი HCl უერთდება პეპსინოგენს და წარმოიქმნება პეპსინი, რომელიც ცილას მაღალმოლეკულურიდან დაბალმოლეკულურამდე შლის. კუჭშია, ასევე, ფერმენტი ქიმოზინი, რომელიც კაზეინოგენს გარდაქმნის კაზეინად. გახაჭოვნებული ცილები გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში, წვრილ ნაწლავში დაბალმოლეკულური ცილები ამინომჟავებად იშლება, გაწოვილ ცილებს სისხლი უჯრედებისკენ წაიღებს. უჯრედებში ცილები საბოლოოდ იშლებიან წყლად, ნახშირორჟანგად და ამიაკად. ამიაკი ტოქსიკური ნივთიერებაა, ამიტომ ღვიძლში ხდება მისი გარდაქმნა შარდოვანად. მსხვილ ნაწლავში ხდება წყლის გაწოვა და ვიტამინ K-ს წარმოქმნა. ცილის დამშლელ ფერმენტებსპროტეაზები ეწოდებათ.
ღვიძლი ყველაზე დიდი ჯირკვალია საჭმლის მომნელებელ სისტემაში. 1,5 კგ-ია, შედგება ორი არათანაბარი წილისგან, მოთავსებულია მუცლის ღრუში, მარჯვნივ, დიაფრაგმის ქვეშ. დაფარულია სეროზული (ეპითელური) გარსით, რომლის ქვეშ შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულაა. ღვიძლის შესაყარში (კარში) შედის ძარღვები, ნერვები და ნაღვლის ბუშტის სადინარი. ვენური სისხლი ნაწლავიდან, კუჭიდან, ელენთიდან, კუჭქვეშა ჯირკვლიდან კარის ვენის საშუალებით შედის სისხლში და თავისუფლდება მავნე ნივთიერებებისგან. ღვიძლის ძირითად მასას ქმნის ეპითელური და ჯირკვლოვანი უჯრედები, რომლებიც ნაღველს გამოიმუშავებენ. ნაღველი ნაღვლის ბუშტში ჩაედინება,, მისი ფერი მოყვითალო-მომწვანოა, ეს განპირობებულია პიგმენტი ბილირუბინით, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლისას. ნაღველი მწარეა, შეიცავს 90% წყალს, 10% ორგანულ ნივთიერებებს და მინერალურ მარილებს. გარდა ეპითელური უჯრედებისა ღვიძლი შეიცავს ვარსკვლავის ფორმის უჯრედებსაც, რომლებსაც ფაგოციტური თვისება აქვთ. მონაწილეობს გლიკოგენის შენახვაში (გლიკოგენი ცხოველური სახამებელია, რომელიც სისხლში გლუკოზამდე ვერ იშლება). ღვიძლში ხდება ფენოლის, იდოლის, სკატოლის გაუნებელყოფა, ამიაკის შარდოვანად გარდაქმნა, ეს არის მისი ბარიერული თვისება.
ღვიძლის ფუნქციები:
- სისხლში გლუკოზის დონის რეგულაცია (გლიკოგენის შენახვა);
- ლიპიდების დონის რეგულაცია;
- ამინომჟავების დონის რეგულაცია;
- სითბოს წარმოქმნა;
- ნაღვლის წარმოქმნა;
- ქოლესტეროლის წარმოქმნა;
- ტოქსინების გამოდევნა ან დაშლა;
- ამიაკის გარდაქმნა შარდოვანად;
- ჰორმომნების გამოდევნა ან დაშლა;
- ერითროციტების წარმოქმნა ჩანასახში;
- ჰეპარინის წარმომქნა;
- ჰემოგლობინის დაშლა;
- ლეიკოციტების დაშლა;
- სისხლის შენახვა;
- პლაზმის ცილების წარმოქმნა (ფიბრინოგენი, პროთრომბინი)
- ვიტამინების შენახვა (A, D, B12)
- სისხლის გაწმენდა ბაქტერიებისგან და სხვა მიკრობებისგან;
- რკინის, სპილენძის შენახვა;
- ზოგიერთი ჰორმონის წარმოქმნა. (ანგიოტენზინი, ინსულინის მსგავსი ზრდის ცილა ფაქტორი -1).
პანკრეასი
კუჭქვეშა ჯირკვალში არჩევენ თავს, სხეულს და კუდს. კუდი ეკვრის მარცხენა თირკმელსა და ელენთას. ჯირკვლოვანი უჯრედები გამოიმუშავებენ წვენს, რომელსაც აქვს ტუტე რეაქცია და შეიცავს ფერმენტებს: ტრიფსინი (ცილებს შლის), ლიპაზა (ცხიმებს შლის), ამილაზა (ნახშირწყლებს შლის). ტრიფსინი არააქტიური ფორმით გამოიყოფა. იგი აქტიურდება ნაწლავის წვენში არსებული ფერმენტი ენტეროკინაზით. წვენის გამოყოფა რეგულირდება ნერვული (ცთომილი ნერვით) და ჰუმორული (მარილმჟავა) რეგულაციით
წყარო biologiabitur.blogspot.com
ბიოლოგია მაგარი საინტერესო საგანია...
ReplyDelete