Posts

Showing posts from February, 2016

„დღიურების კონკურსი“ 2015 პირველ ადილზე გასული ნამუშევარი

Image
გაერთობა!... ინგლისურის მასწავლებელთან მივდიოდი. კოკისპირულად წვიმდა. როგორც იქნა, სამარშუტო ტაქსი გამოჩნდა. ხელის აწევა ვერც მოვასწარი, ტაქსი ჩემ წინ გაჩერდა. იქიდან სქელი, წითური, დონდლო ბიჭი მოუხერხებლად ჩამოვიდა.იქვე მდგომს ფეხი დამაბიჯა. ბოდიშის მსგავსი რაღაც ჩაიბურტყუნა და წავიდა. ბედი არ გინდა?! გაბრაზებული ავედი ტრანსპორტში,თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი და ტალახით დასვრილ ახალ ბოტასებზე დავიხედე. ძირს რაღაც სქელი რვეული ეგდო. ალბათ იმ „სქელოს“ დაუვარდა. რვეული ავიღე . კონსპექტი იქნება,-გავიფიქრე და გადავშალე. ხელში  დღიური შემრჩა. რა ვქნა,წავიკითხო თუ არა?  წავიკითხავ, ალბათ სულ ჰამბურგერებზე წერს: 11 ოქტომბერი, კვირა დასვენების დღეა, ესე იგი ნიკუშას დღის ცენტრში არ წაიყვანენ. მთელი დღე ოთახებში უნდა აჭრიალოს ეტლი და იღმუვლოს. იქნებ ეზოში ჩავიყვანო და ვასეირნო, მაგრამ რა გაუძლებს ეზოს ბიჭების დამცინავ ღიმილს და ნიკუშასათვის დორბლიანო, დორბლიანოს ძახილს?!  ეჰ, რა ქნას, ის ხომ ასეთი დაიბადა!  მგონი ჯობია, ის აბეზარი,გულცივი ბიჭები კარგად მივბეგვო , მერე ვ...

ონლაინ რეპეტიტორი

Image
ქარტულ საგანმანათლებლო ვებ სივრცეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო რეური გაჩნდა ონლაინ რეპეტიტორის სახელწოდებით.  ამ გვერდზე განთავსებილია სასწავლო მასალები ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიაში , ბიოლოგიაში, მათემატიკაში , ქიმიაში , ფიზიკასა და უცხო ენებში . არის უამრავი ტესტი, ვიდეო და გრაფიკული მასალა. შეგიძლიათ მოსინჯოთ ტესტები მატემატიკაში . წარმატებას ვუსურვებ პროექტის ავტორებს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს..... გთხოვთ თქვენი მოსაზრებები დატოვოთ კომენტარებში

როგორ იქმნებოდა კონსტიტუცია

Image
დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ელექტრონული რესურსი ისტორიის ან სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის თემა ეხება კონსტიტუციის ისტორიას. იცით როგორ და სად იქმნებოდა კონსტიტუციის ისტორია? რა არის MAGNA CARTA და რომელი ქვეყანა ითვლება კონსტიტუციის სამშობლოდ? გამოგვყევით და იმოგზაურეთ დროსა და სივრცეში კონსტიტუციის ისტორიასთან ერთად!

სწავლა წიგნით vs კომპიუტერით

Image
საუბარია სწავლაზე, წიგნში არ იგულისხმება მხატვრული ლიტერატურა, თუმცა ხელოვნებაშიც წიგნით სწავლით ბევრს ვკარგავთ. ვთქვათ, ელემენტარულად, ბეჭდვის ყველაზე მაღალი ხარისხიც არ იძლევა ნახატის ფერთა გამის 70% გადმოცემის საშუალებას. ამ დროს ალტერნატივად შესაძლებელია რომელიმე მუზეუმში ვირტუალური ტურის მოწყობა

კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“

Image
რუსთაველის ფონდი აცხადებს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“. კონკურსის  მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.< კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე. “ინტელის” საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (Intel ISEF) მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლე გამომგონებელთა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2016 წლის კონკურსში გამარჯვებულ  მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს. კონკურსი ჩატარდება ორ  ეტაპად: კონკურსის პირველ ეტაპზე,  საგანაცხადო ფორმა და  კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) (დასკანირებული ხელმოწერებით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზა...

1 მილიონი ლარი ახალგაზრდების დასაქმებისთვის – იდეების კონკურსი გამოცხადდა

Image
19 თებერვალს, 14:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. კონკურსის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად. კონკურსთან დაკავშირებული სიახლეები, პროგრამული პრიორიტეტები და შეფასების კრიტერიუმები – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა – ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა – ირაკლი ჟორჟოლიანმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ამავ...

მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა

Image
წყარო:   http://georgia.usembassy.gov/resources/programs/exchange-programs/tea.html მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა ( The Teaching Excellence and Achievement (TEA) Program ) საშუალო სკოლის მასწავლებლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია, დახვეწონ სწავლების უნარები და გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. ექვსკვირიანი პროფესიული განვითარების პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდება და მოიცავს სემინარებს ისეთ თემებზე, როგორიცაა:  სწავლების   მეთოდოლოგია ,  კურიკულუმის   შედგენა ,  სწავლების   სტრატეგიების გაუმჯობესება   ასევე   სწავლების   პროცესში   ტექნოლოგიების   გამოყენება . სამშობლოში დაბრუბნების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ გრანტები ძირითადი სასკოლო მასალების შესაძენად, კოლეგებისათვის ტრენინგების ჩასატარებლად ან სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს გაცვლითი ვიზიტების დროს მასწავლებლებს შორის ჩამოყალიბებუ...

სტუდენტური კვირეული სერბეთში

Image
აპლიკაციების  გაგზავნის ბოლო ვადა:  29 თებერვალი, 2016 წელი. ღიაა:  18-30 წლამდე სტუდენტებისთვის ადგილმდებარეობა:  17-24 ივლისი, ბელგრადი, სერბეთი. თუ შენ ხარ მოტივირებული, ახალგაზრდა ლიდერი, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე საზოგადოებრივი პრობლემებით, გსურს წარდსგე საკუთარი ქვეყნის სახელით და გაუზიარო მსოფლოს ახალი იდეები და ასევე გინდა დაუვიწყარი ზაფხული გაატარო თანატოლებთან ერთად, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.  ISWiB (International Student Week in Belgrade)  საერთაშორისო საგანმანათლებლო კულტურული ფესტივალია, რომელიც სერბეთის დედაქალაქში ბელგრადში  გაიმართება. ივლისში, ერთი კვირის განმავლობაში გეძლევა შესანიშნავი შესაძლებლობა გაეცნო სერბულ კულტურას და ამასთან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა აქტივობებში, რომელიც დაკავშირებული იქნება თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებთან. პროგრამაში მონაწილეობის საფასური: 120$ საერთაშორისო სტუდენტებისთვის რეგისტრაცია მოიცავს ორ ძირითადად ეტაპს: 1. აპლიკაციის ელექტრონული ვერსიის შევსება 2. გასაუბრება სკაიპით ...

ბლოგერების კონკურსი სტუდენტებისთვის

Image
ათასწლეულის   გამოწვევის   ფონდი  –  საქართველო   აცხადებს ბლოგერების   კონკურსს   სტუდენტებისთვის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო აცხადებს კონკურსს ბლოგერების სამი გუნდის შესარჩევად. პროექტი ხორციელდება  მასობრივი კომუნიკაციების, ჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების წამყვან ინსტიტუტებთან და სკოლებთან თანამშრომლობით. თითოეულ გუნდში გაერთიანდება  3 ბლოგერი  (სულ 9 ბლოგერი), რომლებიც იმუშავებენ აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტით გათვალისწინებული პროექტების შესახებ ბლოგების შექმნისა და ონლაინ პოსტების მომზადებისთვის. პროგრამის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ახალი ცოდნა აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული მეორე კომპაქტის შესახებ, გაეცნონ საქართველოს და აშშ-ის განათლების სექტორში მიმდინარე სიახლეებს და დაამყარონ ახალი კავშირები, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. ბლოგერების პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი წელი. ყველა ბლოგერი დაჯილდოვდება პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატით. წლის ბო...

EdMob – ის გამოწვევა სტუდენტებისთვის Google – სგან

Image
დედლაინი  : 28 ივნისი 2016 ღიაა  : სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან პრიზი  : ერთ კვირიანი ტური სან ფრანცისკოში, აპლიკაციის გამოქვეყნება google play store – ში, სტუმრობა Google -ის სათაო ოფისში. აღწერა  : თუ ხარ სტუდენტი და გაქვს კარგი იდეა მომბილური აპლიკაციის შესაქმნელად, გამოიყენე შანსი შექმენი შენი აპლიკაცია, ისწავლე როგორ გამოიმუშაო ამით ფული და მოიგე პრიზი. დამატებითი ინფორმაცია პრიზების შესახებ იხილეთ  აქ რეგისტრაციისთვის გადადით  ბმულზე წყარო: http://edulab.ge/archives/listings/99991945

ის რასაც სკოლაში ვერ ისწავლი

Image
რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირება? ნუთუ ეს საკითხავია? დავიწყოთ ბოლოდან: იმიტომ რომ ბევრი ფული გქონდეთ. ვუი, ხოოოო დამავიწყდა, თქვენთვის ფულზე უფრო მნიშვნელოვანი მორალია, ნუუუუუ მაშინ ილოცეთ, რომ ბეეეევრი ფული გქონდეთ....  მოკლე ვერსია: რუსული ვერსია: პ.ს. დამშვიდდით, ჩემი განცხადება მხოლოდ სარკაზმია.... გეიტსი არასდროს ყოფილა ჩემი კუმირი, მაგრამ დღევანდელი სამყარო გაძლევთ მშვენიერ შანსს, იყოთ მორალური მდიდარი წარმატებული მოქალაქე. დანარჩენში არჩევანი თქვენზეა 

დავალებები და სამუშაოები ინტელის ტრენინგი

Image
ტრენინგის დაწყებამდე დღე 1 პროექტებით სწავლება ბლოგზე შექმენი პოსტი სათაურით მოლოდინი . შეავსეთ ტექსტით. გამოაქვეყნეთ პოსტი დღე 2. პროექტებით სწავლება (გაგრძელება) ბლოგზე შექმენით პოსტი სათაურით პირველი მოდულის რეფლექსია. შინაარსი დაიწყეთ შემდეგი ტექსტით:   ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში გააგრძელეთ იმავე სტილში. დასრულების შემდეგ გამოაქვეყნეთ. წაიკითხეთ  პირველი, მეორე  და  მესამე  მოდულის მასალები ყურადღება გაამახვილეთ: პირველი მოდული 21-ს საუკუნის უნარჩვევები  პროექტის გეგმის შაბლონი მეორე მოდულში აქტივობა 1.სტანდარტების გათვალისწინება აქტივობა 2 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას აქტივობა 4  ეფექტური პროექტების დაგეგმვა (კვირას) მესამე მოდული  ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება დღე 3

21-საუკუნის განათლება ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეუძლებელია

Image
ძველი ინდური სიბრძნე მითხარი და მე დავიწყებ , მაჩვენე და მე შევძლებ დამახსოვრებას , დამაინტერესეთ და მე გამოვიგონებ ... 21-საუკუნის განათლება ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეუძლებელია. ეს ჩემი პოზიციაა, ხშირად მეუბნებით წიგნი სწავლების შეუცვლელი ინსტრუმენტია! უწიგნოდ დავიღუპებით.  მოგყვებით,  გისმენთ,  მჯერა თქვენი....  სცადეთ ლექციით და წიგნით ამიხსნათ გასაღების მექანიზმის მუშაობის პრინციპი. შემდეგ კი შემაფასეთ ისე, როგორ მთელი ამ 12 წლის განმავლობაში მაფასებდით, ანუ 48 ფურცლიან რვეულში დამაწერინეთ, შინაარსი თუ რა გავიგე....  ახლა კი შეაფასეთ საკუთარი შრომა. როგორ ფიქრობთ, რა უნარი განმივითარდა? წერა? კითხვა? დამჭირდება კი მე ეს უნარი 21 საუკუნეში?... ჰმ... თუ დღეს თქვენ ვერ ახერხებთ ელემეტარული კარის გაღების მექნიზმი ამიხსნათ და გამაგებინოთ,  შეძლებთ კი, თქვენ, ჩემში განავითაროთ ის უნარები, რაც მე, 2030 წელს დამჭირდება? დარწმუნებული ვარ, როცა სკოლას დავამთავრებ, ისეთი კარების ...

გუგულის საჩუქარი 2გბ სივრცე

Image
გუგული უსაფრთხოების საერთაშორისო დღესთან * დაკავშირებით მხოლოდ დღეს თავის მომხმარებლებს 2 გბ  სივრცეს სჩუქნის. ამისთვის აუცილებელია გაიაროთ  უსაფრთხოების შემოწმება.  თანაც ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ.  პროცესი   3 4, 5 ეტაპისგან შედგება: (1) ანგარიშში შესვლა, შემდეგ უნდა (2) შეამოწმოთ ანგარიშის აღდგენის პარამეტრები (ტელეფონი და სათადარიგო ფოსტა), თუ რამე არასწორია, შეასწორეთ, თუ რომელიმე აკლია დაამატეთ [შესრულედა] ღილაკზე დაჭერის შემდეგ, უნდა (3) გადახედოთ იმ მოწყობილობებს, რომლებსაც იყენებთ. ჩამოთვლილია ოპერაციული სისტემები და მოწყობილობები... თითოეულ მოწყობილობას შეგიძლიათ დეტალურად დააკვირდეთ და შეამოწმოთ, მართლაც თქვენ იყენებდით თუ არა თქვენს ანგარიშს მოცემულ დროს     ეს ეტაპი უნდა დასრულოთ ღილაკით [ყველაფერი რიგზეა]. შემდეგ ეტაპზე კი თქვენს მიერ (4)გამოყენებული აპლიკაციებია ჩამოთვლი. თუ რომელიმე არ გეცნობათ, დააჭირეთ [ქვევით მიმართულ ისარს] და დამატით ინფორმაციას მიიღებთ მოცემული აპლიკაციის შესახებ, თუ ეჭვი შეგეპარებათ ...