მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა


მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (The Teaching Excellence and Achievement (TEA) Program) საშუალო სკოლის მასწავლებლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია, დახვეწონ სწავლების უნარები და გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.

ექვსკვირიანი პროფესიული განვითარების პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდება და მოიცავს სემინარებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: სწავლების მეთოდოლოგიაკურიკულუმის შედგენასწავლების სტრატეგიებისგაუმჯობესება ასევე სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება.

სამშობლოში დაბრუბნების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ გრანტები ძირითადი სასკოლო მასალების შესაძენად, კოლეგებისათვის ტრენინგების ჩასატარებლად ან სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს გაცვლითი ვიზიტების დროს მასწავლებლებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავებას.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს:
  • მხარდაჭერას J-1 ვიზის მისაღებად;
  • მგზავრობას პროგრამის მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერიტეტამდე აშშ-ში და უკან;
  • უნივერსიტეტის ტრენინგ პროგრამას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • საცხოვრებელს (უმეტესად პროგრამის სხვა მონაწილეებთან ერთად) და კვებას;
  • ტრანსპორტირების ხარჯებს (საჭიროების შემთხვევაში) და თანხას წიგნების შესაძენად.

პროგრამაში მონაწილეობ შეუძლიათ საშუალო სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც მუშაობენ სრულ განაკვეთზე და აქვთ მასწავლებლად მუშაობის ხუთი ან მეტი წლის გამოცდილება შემდეგ დარგებში: ინგლისური, როგორც უცხო ენა, მათემატიკა, მეცნიერება, სოციალური მეცნიერებები, ან სპეციალური განათლება. პროგრამაში მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, უნდა ფლობდეს ინგლიურ ენას და ჰქონდეს პროგრამის დასრულების შემდეგ მასწავლებლად მუშაობის სურვილი.

ევრაზიისა და სამხრეთ აზიის საშუალო სკოლების დაახლოებით 80 მასწავლებელი აშშ-ში ორ ჯგუფად 2017 წლის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე გაემგზავრება.

მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა ხელს უწყობს მრავალფეროვნებას სწავლის პროცესში, ამიტომ განსაკუთრებით წახალისებულია პროგრამაში იმ მასწავლებელთა მონაწილეობა, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნიათ.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც ხელმისაწვლომია შემდეგ ბმულზე:https://oas.irex.org/tea/Logon?ReturnUrl=%2ftea

განაცხადების შევსების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აპრილი.

პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ აშშ-ის საელჩოს საქართველოში შემდეგ ელ. ფოსტაზე:tbilisiexchanges@state.gov
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://georgia.usembassy.gov/resources/programs/exchange-programs/tea.html

ევრაზიის/სამხრეთ აზიის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (TEA) წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).

Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე