კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“
რუსთაველის ფონდი აცხადებს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“. კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.< კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.
“ინტელის” საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (Intel ISEF) მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლე გამომგონებელთა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2016 წლის კონკურსში გამარჯვებულ მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) (დასკანირებული ხელმოწერებით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge .
საკონკურსო კომისია წარდგენილ საგანაცხადო ფორმას და კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით)და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს.
კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები).(დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა); ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები (ატვირთული PDF ფაილის სახით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს ელ. ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge.
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:
- 14/04/2016 16:00 სთ კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმისა და კვლევის გეგმა/პირველდი იდეის გამოგზავნის ბოლო ვადა;
- 18/04/2016 16:00 სთ - საგანაცხადო ფორმის კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა;
- 6/05/2016 - პერველი ეტაპის შედეგების გამოცხადება;
- 19/09/2016 16:00 სთ - კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადის კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების გამოგზავნის ბოლო ვადა;
- 22/09/2016 16:00 სთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურს ცენტრში, ან ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა;
- 10.2016-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა;
- 11.2016-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა.
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:
- საქართველოს მთავრობის დადგენილება
- გენერალური დირექტორის ბრძანება
- კონკურსის პირობები
- პირველ ეტაპზე წარსადგენი საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმა/პირველადი იდეა
- პირველი ეტაპის საგანაცხადო ფორმა
- მეორე ეტაპზე წარსადგენი პროექტის აღწერილობა
- კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ
- სამეცნიერო მიმართულებები და ქვეკატეგორიები
- კონკურსის რეგისტარციის ინსტრუქცია
განმცხადებლებისათვის ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები:
- 2016 წლის 1 მარტი - რეგისტრაციის ფორმა
- 2016 წლის 7 აპრილი - რეგისტრაციის ფორმა
- 2016 წლის 1 სექტემბერი - რეგისტრაციის ფორმა
16:00 სთ-ზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში; მისამართი: მ. ალექსიძისN1, III სართული.
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
პროგრამის კოორდინატორი მაკა ქაჯაია
მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); 577 97 72 02
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge
გისურვებთ წარმატებებს!
Comments
Post a Comment