რამდენიმე წამის წინ თქვენ თაგვის მარცხენა კლავიშზე მარტივად დააწკაუპენეთ და ახლა ამ ტექსტს კითხულობთ. სწორედაც პირველი თაგვის დაბადებას ეხება ეს პოსტი: 1968 წლის 9 დეკემბერს ვინმე დუგლას ენგელბარტმა (ინგლ. Douglas Carl Engelbart) სტენფორდის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მიერ მოწყობილ გამოფენაზე The Mother of All Demosწარმოადგინა "X-Y პოზიციის ინდიკატორი დისპლეი სისტემებისთვის". სწორედ ასეთი დასახელებით 1967 წელს დუგლასმა განაცხადი შეიტანა ხის კორპუსში მოთავსებული ორი მეტალის ბორბლიანი მოწყობილობის დაპატენტებაზე. ეს მოწყობილობა დუგლასმა ბილ ინგლიშთან ერთად შეიმუშავა რამდენიმე წლით ადრე. აღნიშნულ მოწყობილობაზე პატენტი ნომრით 3541541 1970 წელს გაიცა. მოგვიანებით ენგელბარტმა განაცხადა, რომ ამ მოწყობილობას "თაგვი" იმიტომ შეარქვეს, რომ სადენი, რომელიც მისი უკანა მხრიდან გამოდიოდა, კუდს ჰგავდა.
პირველი კომპიუტერი, რომლის შემადგენლობაშიც თაგვი შედიოდა იყო Xerox 8010 Star Information System, რომელიც 1981 წელს გამოჩნდა. კომპანია Xerox-ის მღრღნელი 400 ამერიკული დოლარი ღირდა, რაც დღევანდელი ფასებით 1000$-ია. 1983 წელს Apple-მა გამოუშვა საკუთარი ერთღილაკიანი თაგვი კომპიუტერისთვის Lisa. ამ ვარიანტში თაგვის ღირებულება $25-მდე შემცირდა. თაგვები პოპულარულები Apple Macintosh და მოგვიანებით IBM PC-ის ოს Windows სისტემებში გამოყენების გამო გახდნენ. დღეს თაგვი პერსონალური კომპიუტერის ოთხიდან ერთ-ერთი აუცილებლი მოწყობილობაა.
განახლება: 09.04.2025 18:35 სტენფორდის კურსზე შერჩეულია VIII-XI კლასის მოსწავლეები. უარი ეთქვა რუსულ მეილებს, მასწავლებლებს და არარეალურ ანგარიშებს. სულ 2 217 აპლიკაცია შემოვიდა. (კიდევ მიმდინარეობს შერჩევა) მადლობა ყველა მასწავლელს ვინც ჩვენთან ითანამშრომლა ამ მნიშვნელოვან საქმეში. შერჩეულ აპლიკანტებს ფოსტაზე მოგივიდათ წერილი სათაურით norplay. თუ ხართ VIII-XI კლასი მოსწავლე და ბმული არ მიგიღიათ, მოგვწერეთ დისკორდზე ან ფეისბუკზე ტელეფონი ნომერი რომლითაც დარეგსტრირდით ბმულზე გადასვლის შემდეგ უნდა შეგესრულებინათ 5 დავალება. მათ შორის 2 არის კარელის კოდი.. ყველა დასრულებული დავალება მონიშნულია მწვანე თოლიით. დავალების შესასრულებლად დაგჭირდებათ კარელის სახელმძღვანელო (ინგ). შეგიძლიათ გამოიყენოთ კარლო (ქართ) კოდი 1sKNHABV ამის შემდეგ ველოდები 16 აპრილამდე, რომ ნახოთ შედეგები, ხოლო ჩარიცხვის ინფორმაცია დაიდება 17 აპრილს ყველას წარმატებას გისურვებთ! IV-VII კლასელებისთვის 20 აპრილიდან დავიწყებთ ჰარვარდის კურსს შესავალი პროგ...
თხა და გიგო. სლაიდები (ავტ. ნათია ცინცაძე) იაკობ გოგებაშვილი. „თხა და გიგო“ ზღაპარი იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა, მოდი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითო. გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და სოფლის მოედანზე გავიდა. ჩამოჯდა ხის სკამზე და მუხლებზე წიგნი დაიდო, ვითომ, შემომხედეთ, რა ბეჯითი ბიჭი ვარო. წიგნი უკუღმა ედო და შიგ ტყუილად იცქირებოდა. მალე ძილი მოერია და ასკილივით თავის ქნევა დაიწყო. ამ დროს მეზობლის ეზოდან წვერის ცანცარითა და ფეხების ბაკუნით თხა გამოვიდა. გიგო რომ თავს აქნევდა, თხას ეგონა, საჭიდაოდ მიწვევსო. გამოექანა, რქებით დაეჯახა და ყირამალა გადაატრიალა ჩვენი თავმომწონე გიგო. დასასრული
ამ პოსტით ვიწყებთ რეგიტრაციას 2026 წლის ამერიკული უნივერსიტეტების უფასო სერტიფიცრებულ კურსებზე მოსწავლეებისთვის , რომლების გავლის შემდეგ საშუალება გექნებათ დაფინანსება მოიპოვოთ ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად. ეს კურსებია: ✅CS50sg შესავალი სკრეჩით ✅ST106A კარელი ✅CS50pg შესავალი პროგრამირებაში პითონით ✅CS50xg შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებებში ✅ TA03-06 არდუინიოს პროგრამირება ✅TAI09-11 ხელოვნური ინტელექტის კურსი ✅TWEB07-08 ვებ გვერდის შექმნა რეგისტრაციისთვის დააჭირე ბმულს, ან გუგლში აკრიფე შემოკლებული ბმული: mokle.ge/კომპმეცნ2026 (თუ ბმულზე გადასვლის შემთხვევაში შეცდომა დაიწერება SSL connection ... მაშინ დააჭირეთ წარწერას Advenced, ხოლო შემდეგ proceed to datomalania.....) ამერიკული უნივერების კურსები პროგრამირებაში თუ გსურს ამ პოსტის შესახებ შენს მეგობრებს გააგებინო, შეგიძლია ეს მოკლე ბმული გაუგზავნო: გუგლში აკრიფე: mokle.ge/კომპმეცნ2026 🙏 გთხოვთ ეს პოსტი 🔗გაუზიაროთ თქ...
ძალიან სასარგებლო და ასაინტერესო ისტორია
ReplyDelete