კარლო და პითონი V-VII კლასში

ხალხებო, სენსაციური ამბავი უნდა გახაროთ :) კარლო და დათო დაძმობილდნე. ხოდა  ახლა გაბღენძილმა მინდა წარმოგიდინოთ სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული კურსი პითონით პროგრამირებაში სკოლის მეხუთე, მეექვსე ან მეშვიდე კლასელებისთვის. ამ კურსის ავტორები არიან მერან საჰამი და კრის პიჩი. ორივე ძალიან მაგარი ტიპია მაგრამ თავს ვერ შევიკავებ პროფ. საჰამზე. აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ეს უსაყვარლესი კაცი სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტში მოადგილეა. ასევე ACM/IEEE მიერ შემუშავებული CS2013 კურიკულას თანაავტორი. კარელით სწავლების მეთოდი კი წარმატებით გამოიყენება კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა სასწავლო პლატფორმებზე, პითონში სპეციალური ბიბლიოთეკაც კი არის დამატებული...  მაშ გაიცანით:   

კურსის დასაწყისში მოსწავლეები ეცნობიან კარელს – ასევე სტენფორდის უნივერიტეტის სტუდენტის რიჩარდ პატისის მიერ შექმნილ რობოტს. იდეა ისაა რომ პროგრამირების ენები საკმაოდ ჩახლართული სისტემებია, ხოლო კარელი უმარტივესი რობოტია რომელსაც მოხოლდ ელემენტარული შესაძლებლობები აქვს. მაგალითად ერთი ნაბიჯის გადადგმა, ან მარცხნივ მოტრიალება. მოსწავლეებმა კი უნდა იზრუნონ ამ პაწაწინა რობოტზე. თუ მოინდომებენ კარელი კარანტინში მყოფი ინფიცირებულისთვის საჭმლის მიტანასაც შეძლებს, ჰოსპიტალის აშენებასაც და ხიდსაც კი ააშნებს. მთავარია მოსწავლემ ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლოს თვითონ და თავისი ცოდნა გაუზიაროს კარელს.

ეს კურსი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ პროგრამირების სწავლასთან ერთად მიმართულია 21-ს საუკუნის ისეთი უნარჩვევების განვითარებისკენ, როგორიცაა პრობლემის გადაწყვეტა, კრეატიულობა და შემოქმედობითობა. 

შეიძლება იფიქროთ, რომ პითონის სწავლება მოსწავლეებისთვის ურთულესი  იქნება და შეუძლებელი. მაგრამ დამერწმუნეთ, ყველა თავი გათვლილია მოსწავლეთა წინარე ცოდნაზე და შეესაბამება მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ მზაობაზე.




როგორც ვთქვი, ეტაპზე წარმოგიდგენთ კარელის კლასს, რესურსები განთავსებულია ვებ გვერდზე თვითონ.ჯე.  (სხვათა შორის სიამაყით შემიძლია ვთქვა რომ ეს გვერდიც მე-10 კლასის ქუთაისელი მოსწავლის რეზი გელენიძის მიერ არის შექმნილი.) მასწავლებლებს შეუძლიათ ეს კურსი თავიანთ პორტფოლიოში შეიტანონ, მოიწვიონ მოსწავლეები, შესთავაზონ ეს კურსი, ხოლო შემდეგ შეაფასონ მოსწავლეთა ცოდნა....

კურსის დასრულების შემდეგ ასევე შესაძლებელია აირჩიონ სტენფორდის კურსი შესავალი პროგრამირებაში პითონით, ან ჰარვარდის კურსი პითონით პროგრამირება. ჰარვარდის კურსზე დავალებების შესრულების შედეგად, მოსწავლე მიიღებს ჰარვარდის სერტიფიკატს, რომელიც განთავსებული იქნება ჰარვარდის უნივერსიტეტის ვებ გვერდზე, ზუსტად ისევ როგორც ჩემი სერტიფიკატი           


მაშ ასე, თქვენს მოსწავლეებს თამამად შეგიძლიათ შესთავაზოთ კარელის კურსი , დამერწმუნეთ, ისინი საკმაოდ ღირებულ ცოდნას მიიღებენ კომპიუტერული მეცნიერების შესავალში და აუცილებლად გაგიხსნებენ მომავალში, როგორც საუკეთესო მასწავლებელს

ყველა კითხვაზე მზად ვარ გიპასუხოთ, მომწერეთ, დააკომენტარეთ, სხვებს გაუზიარეთ.... გამოგვეხმაურეთ და გვითხარით რისი გაკეთება შეიძლება უკეთ...

წარმატებები თქვენ და თქვენს მოსწავლეებს











Comments

  1. Anonymous8/06/2022

    თუ ინტერესი გვაქვს და საწყისი ბაზა არა მერვე კლასელს შეუძლია ამ კურსის გავლა?

    ReplyDelete
  2. მადლობა გამოხმაურებისთვის.
    კარელის კურსი ძალიან, ძალიან მარტივია.

    მერვე კლასელისთვის ეს იქნება როგორც აი აი.

    რაც შეეხება ჰარვარდის შესავალ კურსებს, იქაც რაიმე წინასწარი ცოდნა საჭირო არაა. მაგრამ არა იმიტომ რომ კურსი ელემენტარულ ცოდნას იძლევა. არა.

    პირიქით. ჰარვარდის კურსები ძალიან კარგად სტრუქტურირებულ ცოდნას იძლევა პროგრამირების საწყისებში. მაგრამ ტიი ისე მარტივად ხსნის ურთულე ს მასალას, რომ ფიქრობ, ეს ხომ ისედაც ვიცოდი. :)

    დარეგისტრირდით. არ ინანებთ

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე