კუბიკები ქრომის განახლებულ ვერსიაში
შესწორება 12.09.2018 შეგიძლიათ ეს სტატია უკვე არ წაიკითხოთ. გუგლმა დააბრუნა შეტანილი ცვლილებები. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი...
დღეს (05.09.2018) გუგლმა ქრომი განაახლა, რამაც ქართული საიტების უმეტესობას კუბიკებად გამოაყარა. (ვინც ვერ ჩაწვდა: გუგლმა ქრომში Unicode 11.0 ში შეტანილი ცვლილებები ასახა. ანუ ჩართო მთავრული სიმბოლოების (CSS სტილის Uppercase) გამოტანის მხარდაჭერა. შედეგად ვინაიდან სილვაინ და სეგოე შრიფტებში შესაბამის კოდებზე სიმბოლოები არ ზის, იქ სადაც მთავრული სიმბოლოებია გამოტანილი, ტექსტის ადგილას კუბიკები გაჩნდა. ნახეთ სურათი. ზოგიერტი მომხმარებელი ასევე აღნიშნავდა წერილის შემდეგ პირველი სიმბოლოს გაქრობას.
იგივე პრობლემა 2016 წელშიც გაჩნდა. იხილეთ პოსტი დათოს ბლოგზე. მაშინ მიზეზი Segoe UI შრიფტის გამოჩენა იყო.
ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია შრიფტის BPG 2017 DejaVu Sans დაინსტალირებით windows/fonst საქაღალდეში, ხოლო შემდეგ ბრაუზერში Settings->Customize Fonts->Standards Fonts ველში BPG 2017 DejaVu Sans ფონტის შერჩევით.
უფრო დეტალურად:
1:) ჩამოტვირთეთ შრიფტი BPG 2017 DejaVu Sans ; (ბრაუზერის მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ქვევით მიმართულ ისარს. იმედია გუგლ ქრომს კვლავ იყენებთ)
2) დააჭირეთ ჩამოტვირთულ ფაილს (ბრაუზერის ფანჯრის ქვედა მარცხენა კუთხეში).
3) მიღებულ გამოსახულებაში დააჭირეთ Install ღილაკს
4) დახურეთ გუგლ ქრომი
5) გამოიძახეთ გუგლ ქრომი
6) მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ქრომის მართვის ღილაკს:
მიღებულ გამოსახულებაში კი დააჭირეთ Setting ღილაკს.
7) დააჭირეთ Customize fonts
8) Standard font-ად შრიფტების ჩამონათვალში Times New Roman ნაცვლად აირჩიეთ BPG 2017 DejaVu Sans.
9) ვფიქრობ ბრაუზერის გადატვირთვა არ დაგჭირდებათ, თუმცა აუცილებლობის შემთხვეაში, შეგიძლიათ მოსინჯოთ ეს ვარიანტიც.
შედეგად კუბიკების მაგივრად მთავრულ ასოებს მიიღებთ. ხოლო ნუსხური სიმბოლოები ჩვეულებრივად გამოჩნდება, (დააკვირდით საიტის მენიუს, და ქვემენიუს)
ჩასწორება 1) რაც შეეხება ქრომის მობილურ ვერსიას, საიტები სადაც ეს პრობლემა ფიქსირდებოდა, მობილურის (ან მობილურში დესკტოპ ვერსიაზე) კვლავ ვერ წაიკითხება ქართული მთავრული სიმბოლოები. ამიტომ დავაკოპირებ ფეისბუკზე ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარს:
გიო წიკლაური სამწუხაროდ ტელეფონებისთვის გადაწყვეტილება ამწუთას არ მაქვს. (ვიტყვი სიმართლეს, ძალიან შორს ვარ ანდროიდისგან)
ალბათ თვითონ გუგლმა უნდა გაასწოროს ეგ პრობლემა ანდროიდზე.
ანუ ბრაუზერი არის განახლებული და მორგებული უნიკოდის სტანდარტზე, მაგრამ ოპერაციული სისტემა ჯერჯერობით უნიკოდის სტანდარტთან არ არის თავსებადი.
ანდროისდის (მაკის) ახალი ვერსიები რა თქმა უნდა თავსებადები იქნებიან სტანდარტის განახლებასთან, მაგრამ ეს განახლება მხოლოდ ახალ დევაისებში იქნება ხელმისაწვდომი.
ძველი მოდელების მფლობელებს, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ გუგლის კეთილ ნებას, რომელიც რაიმე პააატარა განახლებას გამოუშვებს.
კიდევ ერთი გზა არის, გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი და განაახლებს ანდოიდის სიტემურ ფონტს
ახლა კი მცირე რჩევა საიტის მფლობელებისთვის.
სანამ შემდეგ რჩევას წაიკითხავდეთ: (საიტზე მთავრული სიმბოლოების აკრძალვა არარის კარგი გამოსავალი. ყველა ახალი საიტი მინიმუმ მენიუში და მნიშვნელოვანი კომპონენტების გამოსაყოფად აქტიურად გამოიყენებს მთავრულ სიმბოლოებს.
განახლებების საშუალებით ოპერაციული სისტემებიც წამოეწევიან მიმდინარე ტრენდს.
შესაბამისად თქვენი საიტი აღმოჩნდება მოძველებური და ისევ იძულებული გახდებით შეიტანოთ შეწორებები.
ალბათ უკეთესი იქნება თქვენს მომხმარებელბს შესთავაზოთ პრობლემის გადაწყვეტის გზები
მაგრამ თუ ამწუთისთვის გინდათ გადაწყვეტილება:
როგორც ცნობილია, ვთქვათ პარაგრაფის სიმბოლოთა გამთავრულებისთვის CSS სტილში შეგიძლიათ გამოიყენოთ კოდი
p {
text-transform: uppercase;
}
სწორედ ეს სტილი უნდა ამოიღოთ, რათა მომხმარებლებს პრობლემა არ შეექმნათ. (მე არ ვაპირებ ამოღებას)
ასევე მთელ საიტში სიმბოლოთა გამთავრულების გასაუქმებლად შესაძლებელია გამოიყენოთ კოდი
teqsti.ka {
text-transform:none !important;
}
თუმცა ეს ისეთი მარტივი პროცესია, ვფიქრობ თავს უჩემოდაც გაართმევთ
და ბოლოს არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ გუგლში ბოლოსდაბოლოს მომხმარებელს საშუალება მისცეს თვითონ შეარჩიოს ტაბები, (სულ 10 კაკალი), დაარედაქტიროს არსებული, ასევე გუგლი გთავაზობთ საძიებო გვერდის ფონის შეცვლას, სურათების შეგიძლიათ გუგლის შემოთავაზებებიდან აიჩიოთ, ან თქვენი კოლექციიდან ატვირთოთ.
აი ჩემი ქრომი დღეს
ვფიქრობ საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლეებია
კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრები, პრობლემები და შთაბეჭდილებები.
ჩასწორება N2) ვებში და სხვადასხვა ჯგუფებში კოდერებისთვის იწერება გადაწყვეტილება რაც ზემოთ დავწერე, მაგრამ ვფიქრობ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. უნიკოდში ქართული მთავრული სიმბოლოების დამატების მთელი მუღამი იმაშია რომ (ვთქვათ) დიზაინში შეგიძლია მთავრული სიმბოლოების გამოყენება.
სიმართლე გითხრათ მე ვფიქრობ, რომ ქართულს არ უხდება გამთავრულება, მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში (ვთქვათ მენიუ) ვიზუალურად უფრო კითხვადია თხელი მთავრული სიმბოლოები.
რამდენიმე ხანში მაიკროსფტიც გაითვალისიწინებს იუნიკოდის მოთხოვნებს, და კოდერებს კვლავ მოუწევთ ცვლილებების შეტანა. უფრო სწორედ სავარაუდოდ არც შეიტანენ ამ ცვლილებებს და ისევე დატოვებენ.
ეს ყველაფერი 2000 წელს მახსნებს, როცა ვებში ქართული ტექსტისთვის სხვადასხვა ხიმანდრობები იყო საჭირო.
საბედნიეროდ ის დრო წავიდა.
ახლა გუგლთან, მაიკროფთან, მოზილასთან, ფეისბუკთან, კომუნიკაცია გაცილებით ადვილია (ბოლობოლო თვითონ სისტემებს აქვთ ამის ინსტრუმენტები)
მაგრამ კომუნიკაცია კვლავ სუსტია.
ასევე ცუდია რომ სახელმწიფოს ამ კუთხით არავითარი ხედვა არ აქვს
კიდევ ერთი პრობლემა. ქართული საიტის ავტორებმა შეიძლება შეიძლება ჩაასწორონ კოდები, დიზაინერებს შეიძლება უთხრან, რომ მთავრულ სიმბოლოებს ნუ გამოიყენებენ, (ან კიდევ სხვა გადაწყვეტილება მოძებნონ მთავრული მენიუს შესაქმნელად) , მაგრამ ეს ვერ გადაწყვეტს სხვა მწარმოებლების მიერ შექმნილ საიტებზე მთავრული სიმბოლოების გამოყენების პრობლემას. (ვთქვათ იუთუბის მობილურ აპლიკაციაში განახლების შემდეგ კუბიკებია ერთი თვეა). შეიძლება ფეისბუკზეც იგივე პრობლემა გამოჩნდეს. (ქვედა სურათზე ჩანს ფეისბუკი განახლების და შრიფტის დაყენების შემდეგ) შრიფტიო რომ არ ჩემესწორებინა, მარჯვენა მხარეს არსებული მთავრული სიმბოლოები ავადსახსენებელ კუბიკებად გამოჩნდებოდა).
ამიტომ ვთვლი, რომ კოდერებმა, ცვლილებები შეიტანონ იმის გათვალისწინებით, რომ უნიკოდში უკვე არის მთავრული სიმბოლოები, ხოლო პრობლემები დროებითია.
კიდევ მნიშვნელოვანი შესწორება ამავე თემაზე
უკვე დაგჭირდებათ კლავიატურის დრაივერი მთავრული სიმბოლოების ასაკრეფად. ესეც დრაივერის ბმული ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილის ბლოგიდან. пфшЕშრიფტებიც ბატონი ბესარიონის შექმნილია. დიდი მადლობა მას ამ შრომისთვის.
გთხოვთ, გამომეხმაუროთ ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით და გამოთქვათ თქვენი აზრი
მადლობა 💓
ReplyDeleteკარგია, მადლობა.
ReplyDeleteდიდი მადლობა
ReplyDeleteდიდი მადლობა საჭირო ინფორმაციაა ☺
ReplyDeleteმადლობა
ReplyDeleteგამარჯობათ, ვერ მოვაშორე ეს კუბიკები და იქნებ დამეხმაროთ? გადმოვწერე ფონტი სეთინგებშიც შევცვალე დ ამაინც ისევ ისეა, დამეხმარეთ რაა:(((
ReplyDeleteახალ ვერსიაში ეს პრობლემები გამოსწორებულია. მაგიტომაც დავწერე რომ დროებითი პრობლემა არისთქო. იქნებ ქრომის განახლება სცადოთ და/ან კონკრეტული საიტები დაწეროთ. ამ ეტაპზე ჩემთან მხოლოდ გუგლში ძებნის შედეგში ვიკის გვერდზეა უმნიშვნელო პრობლემა....
ReplyDeleteგამარჯობა, 2019 წლის ოქტომბერსი ეს კუბიკები ისევ გაჩნდა. გუგუშვილის ფონტები არ შველის. ხომ არ იცით წამალი?
ReplyDeleteმიხარია რომ გამოგადგათ ჩემი პოსტი, და ასევე რომ არ დაგეზარათ კომენტარი ❤
ReplyDelete