კუბიკები ქრომში




მეათე ვერსიის გამოსვლამ რამდენიმე ნოვაცია შეიტანა ეკრანულ შრიფტებში. შესაბამისად გაუგებრობებიც. ერთერთი ასეთი პრობლემა დაკავშირებულია  ქართული ტექსტებისთვის Sylfaen შრიფტის Segoe შრიფტით შეცვლასთან. ეს შრიფტი ვინდოზაში მერვე ვერსიის შემდეგ დასახლდა. შედეგად ტექსტები უფრო ბუთხუზაა და უფრო დახვეწილი. ყოველშემთხვევაში იმ უაზროდ მსუქანა 250 მეგაბაიტიან Arual Unicode MS კი სჯობია.


ამ სურათზე  ჩემი სახელი ჯერ Segueშრიფტით ავკრიფე, ხოლო ქვედა ხაზზე Sylfaen მაქვს გამოყენებული. (არიალი უკვე არ მაქვს). ხოლო კიდევ ერთი სურათით, ადვილად მიხვდებით განსხვავებას ამ შრიფტებს შორის: კერძოდ Segoe UI წარმოადგენს Sans-serif ოჯახის (ანუ ერთგვაროვანი მოხაზულობის მქონე)  შრიფტს. ასეთი შრიფტების პატარა კეგლები, მოგეხსენებათ ადვილად იკითხება ვიდრე Times New Roman ან ის „საზიზღარი“ აცად უსხ. მოკლედ, დღეიდან თუ პროგრამისტებიც ამ ნოვაციას მხარს აუბამენ, სათაურისთვის გვექნება Sylfaen, ხოლო მენიუში Segoe-ს გამოყენება იქნება შესაძლებელი. ამ თემაში ასევე აუცილებელია მოვიხსენიო ბესარიონ გუგუშვილის დამსახურება ქართული შრიფტების დახვეწის საქმეში. მისი რამდენიმე გარნიტურა, როგორც Serif ისე San-serif, მართლაც ძალიან ლამაზია.    






დავუბრუნდეთ ისევ გუგლს. ეს პრობლემა მეტნაკლებად შეუმჩნეველი იყო ბევრი იუზერითვის, მაგრამ Chrom 50.0.2661.75 m განახლებამ აუცილებელი გახადა სიტუაციაში ჩარევა.  გუშინ ჩემი საიტი ასე გამოიყურებოდა:


ეს კი ჩვენი საცკალი ბრაუზერია:



პრობლემის მარტივი გადაწყვეტა შეიძლება ქრომის ბრაუზერის სეთინგებში Sylfaen შრიფტის მითითებით, იმ შემთხვევისათვის, თუ თქვენ არ გაქვთ შრიფტი Segoe. ასევე შესაძლებელია ამ შრიფტის წამოღება ინტერნეტიდან ან win8.1-ის font საქაღალდიდან.


და ბოლოს, აქვე დავწერ კიდევ ერთ პრობლემას: შესაძლებელია მთელი ტექსტი ჩვეულებრივად იკითხებოდეს, მაგარამ „ლ“ სიმბოლოს ჰქონდეს პრობ'ლემა (ავი ენები ამბობენ, მარტო მეგრელებთან ფიქსირდება ეგ პრობ'ლემაო).  ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება, იგივე მეთოდით, ოღონ ამ შემთხვევაში   Windows 8.1 -ის font საქაღალდედან თქვენს Windows-ის font საქაღალდეში უნდა გადმოწეროთ შრიფტი tahoma.

თუ თქვენ Windows 10 განახლების შედეგად ჩაწერეთ, სრულიად შესაძლებელია, თქვენს ვინჩესტრეზე შემორჩენილი იყოს Windows.old საქაღალდე, სადაც ამ შრიფტებს აღმოაჩენთ.


შენიშვნა:

მოგვიანებით დავდებ გატესტილი ფონტების ბმულებს   შრიფტების  დადება საჭირო არ გახდა, რადგანაც პრობლემა გუგლმა გამოასწორა.  მე კი კვლავინდებურად ახალიშრიფტიანი ბლოგი მაქვს ...
ეს პრობლემები ყველა ვინდოზაში არ არის..


და ზოგიერთ კომპიუტერზე ეს პრობლემა კვლავ აღინიშნა. ამიტომ ვდებ შრიფტის ბმულს.  ჩამოტვირთეთ არქივი, ამოაარქივეთ და windows\fonts საქაღალდეში ჩაწერეთ



აუცილებლად გამომეხმაურეთ, დააკომენტარეთ და ა.შ. განსაკუთრებით მათ გთხოვთ გამოხმაურებას, ვისთვისაც სასარგებლო იყო ეს პოსტი....




ძველი და ახალი ვერსიით ჩემი გვერდი:







Comments

  1. მოკლედ პირველ რიგში მადლობას გიხდი სტატიისთვის
    დალშე რეალურ ცხოვრებაში რა მოხდა:

    1) ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის მივყევი ინსტრუქციას და შევცვალე google chrome-ის სეთინგებში შრიფტები sylfaen-ზე ინსტრუქციის სლაიდების მიხედვით და არ უშველა.
    2) გადმოვწერე segoe შრიფტი თქვენი ბმულიდან და როცა ვცადე დაინსტალირება ვნახე რომ ორი შრიფტის გარდა ყველა segoe შრიფტის ვერსია დაინსტალირებული მქონდა. ამიტომ დაინსტალირებულ ვერსიებს აღარ გადავაწერე ახალი (თქვენი) ვერსია (მხოლოდ რაც არ იყო ისინი ჩავიწერე) და მანდ დავუშვი შეცდომა, რასაც მერე მივხვდი.
    3) შეიძლება კომპიუტერში იყოს segoe და მაინც არ კითხულობდეს შრიფტს, როგორც ჩემთან. რადგან ეს segoe არაა განახლებული. (თუ სწორად ვხვდები) -- აქ ვნახე ამაზე: https://forum.ge/?showtopic=34083254&f=&st=3945&#entry47612356

    4) თავიდან გადმოვწერე თქვენი ბმულიდან შრიფტები და ყველა დავაყენე. პრობლემა მოგვარდა. (Google chrome-ში შრიფტები ისევ segoe-ზე მქონდა შეცვლილი)

    ReplyDelete
  2. Zviadi Kapianidze დიახ, WIN 7 და უფრო ძველ ვერსიებში Segoe კი წერია, მაგრამ მასში არ არის ქართული გრაფონიშნები. შესაბამისად, რადგანაც შრიფრი არსებობს, ქრომი არ ცდილობს შრიფტის მორგებას (ალტერნატიული შრიფტის ძებნას) და შედეგად კუბიკები გვაქვს ეკრანზე, ანუ ის სიმბოლოები, რაც შრიფტშია გაწერილი. სხვანაირად რომ ვთქვა, რადგან შრიფტში კოდებზე არანაირი გრაფონიშანი არ ზის, ეკრანზე კუბიკი გამოდის). ის Segoa, რომელიც ფორუმიდან ან ჩემი საიტიდან გადმოწერეთ, არის ახალი, ვინ 8.1 ვერსიიდან ამოღებული, სადაც უკვე დახატულია ქართული შრიფტები.

    შესაბამისად, პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტიც ესაა


    უღრმესი მადლობა გამოხმაურებისათვის

    ReplyDelete
  3. მიხარია რომ გამოგადგათ :)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე