ცარცი VS კომპიუტერი
მოგესალმებით. მე დღეს კვლავ არ ვიქნები ფამილარული...
თქვენ გუშინ გაკვეთილი ჩაატარეთ.
ერთი, ორი, სამი, ზოგმაც ექვსი...
მოდით სანამ პოსტის კითხვას შეუდგებოდეთ, კომენტარებში დაწერეთ, 2 მიზეზი, რატომ მოიყვანეთ თქვენი მოსწავლეები პირველ გაკვეთილზე და წამოაგდეთ თბილი ლოგინებიდან? ....
თუკი თქვენს თავს ხედავ სკოლაში 5 წლის შემდეგ...მიეცით ხალხს განათლება, იმისთვის რომ საზოგადოება იყოს განათლებული, რადგან განათლებული საზოგადეობა ვერ იქნება ნახირი, რომლისთვის ყველაფერი მისაღებია, ხოლო თქვენ არ იქნებით მენახირე, ეს ისე, ზოგადად...
2006 წელს როცა ტრენერის რანგში სკოლაში შევედი თაგვის მარცხენა და მარჯვენა კლავიშის ინსტრუქციის შესაბამისად „დაწკაპებაზე“ განმავითარებელ შეფასებას ვაძლევდი — მა'ლადეც და ძალიან ბედნიერი ვიყავი.
დღეს ვეუბნები:
— თუკი ზამთრის მორიგ სუსხიან დილას აღმოაჩენთ, რომ საკლასო ოთახი ცარიელია, ე.ი. თქვენი გუშინდელი პრეზენტაცია არაეფექტური იყო. მეც დაგეთანხმებით, რომ თქვენ დიდი ჯაფა გაწიეთ, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია თქვენთვის. ნეტავ სად არიან ახლა თქვენი მოსწავლეები? გაიკითხეთ. იქნებ კომპიუტერებთან სადმე თბილად მოკალათებულები მყუდროდ სასიამოვნო მუსიკის ფონზე მსოფლიოში ყველაზე უკეთესი — ჰარვარდის უნივერსიტეტის ყველაზე ცნობილ კურსს ონლაინში ისმენენ? ,
დიახ, ეს რეალობაა. და ეს არაა ვირტუალური (ან არის ვირტუალური) რეალობა. როგორც გინდათ ისე დაარქვით, ფაქტია რომ დღეს თქვენს მოსწავლეებს საშუალება აქვთ უფასოდ გაიარონ ჰარვარდის უნივერსიტეტის საბაზო ონლაინ კურსი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ყველაზე რეიტინგული CS50. ამ დონის განათლების მისაღებად სულაც არაა აუცილებელი ისეთ დაწესებულებაში იარო, სადაც ერთი მხრივ ფორმით სიარულს გაიძულებენ და თმის სიგრძეს გიმოწმებენ, ხოლო მეორე მხრივ ცარციან ხელს, ვერსად დაიბან. ასეთ თემებზე მეც კი მქონდა პრეტენზია ჭაბუკობის წლებში, ერთ, ჩვეულებრივ, სხვებისგან არაფრითგამორჩეულ სოფლელ ბიჭს, და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მორიდებული ვიყავი, პროტესტს არათუ გამოვთქვამდი, არამედ გამოვხატავდი კიდეც (როგორ? – გაკვეთილს არ ვესწრებოდი). დღეს ბუკების თაობა მაშინდელ დათოზე ბევრად თამამია. თუ მე არანაირი ალტერნატივა არ გამაჩნდა, მათ შეუძლიათ ჰარვარდის კურსს მოუსმინონ შორტებში და კედებში მათთვის გაცილებით კომფორტულ გარემოში, ვიდრე რომელიმე ქართულ სკოლაში, ან უნივერსიტეტში....
როგორ ფიქრობთ, ჩეთაობა „პარტაზე“ ხელებს დააწყობს და სულგანაბული მოგისმენთ ამ ალტერნატივის მერე?
მე რომ გითხრათ, დიახ, დამიჯერებთ?
მოკლედ რამდენიმე სიტყვით ამ კურსზე:
ეს კურსი იმდენად კარგია, რომ იელის უნივერსიტეტმა თავის კურსზე უარი თქვა და Harvard CS50ზე გადავიდა.
მთლიანი კურსი მისაწვდომია ინტერნეტ მისამართზე cs50.harvard.edu. ამ გვერდზე გარდა ლექციის ვიდეოჩანაწერისა, განთავსებულია ყველა რესურსი: ჩანიშვნები, ამოცანის დასმა-გადაწყვეტა, ტრანსლაციისას გამოყენებული ყველა სლაიდი და რა თქმა უნდა სოურს კოდები. (სხვათაშორის პირველი კვირის ლექციის სოურს კოდები მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაჩხაპნ საიტზეა განთავსებული. სხვები კი ჩვეულებრივი C ლისტინგებია.) რაც ერთი შეხედვით ვნახე ესაა. ხო კიდევ, სულ ამ წუთას რაც ვნახე: ხარისხი რომ შეიგრძნოთ, გადახედეთ როგორ არის გაკეთებული სტაფ-ის გვერდი. სწორედ ამ გვერდმა შემაცვლევინა თავდაპირველი განზრახვა — მხოლოდ სურათის და ბმულის დადება და შემდეგ Tatia Johnson-ისთვის გაზიარება — შემეცვალა ამ პოსტით.
ამ გვერდზე არის:
ამ გვერდის შემყურე, ჰარვარდს, მე კიდევ უფრო ვაფასებ...
გავაგრძელებ: (ცოტა დარჩა)
ესეც ერთი ვიდეო
უნდა ავღნიშნო, რომ სტუდენტებს კოდების გატესტვა სპეციალიზირებულ ღრუბლოვან CS50 IDE (ასე ქვია:) გარემოში შეუძლიათ. ესეც საკმაოდ დიდი პლიუსია ამ კურსისთვის. თუმცა არიქადა დიდი სიახლე არაა.
და ბოლოს ორიოდე სიტყვით კურსის ლექტორებზე, პროფესორი დევიდ მალან
დასახელებულია ყველაზე ცნობილ მსოფლიო კომპიუტერულ პედაგოგად. (რეკლამაში ასევე მოიხსენიება მარკ ცუკერბერგი და სტივ ბალმერი, მაგრამ მე ეს ორი უკანასკნელი საიტზე ვერ ვნახე). როგორც კი გავიგებ რამე სიახლეს დავწერ...
გისურვებთ წარმატებებს და ველი თქვენს გამოხმაურებას კომენტარებში!

სურათზე: CS50 კურსის ლექცია |
და თუ ამ კითხვაზე დადებით პასუხს მიიღებთ, ეს იქნება ნიშანი, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მატარებელმა უკვე ჩაგიწუილათ...
დიახ, ეს რეალობაა. და ეს არაა ვირტუალური (ან არის ვირტუალური) რეალობა. როგორც გინდათ ისე დაარქვით, ფაქტია რომ დღეს თქვენს მოსწავლეებს საშუალება აქვთ უფასოდ გაიარონ ჰარვარდის უნივერსიტეტის საბაზო ონლაინ კურსი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ყველაზე რეიტინგული CS50. ამ დონის განათლების მისაღებად სულაც არაა აუცილებელი ისეთ დაწესებულებაში იარო, სადაც ერთი მხრივ ფორმით სიარულს გაიძულებენ და თმის სიგრძეს გიმოწმებენ, ხოლო მეორე მხრივ ცარციან ხელს, ვერსად დაიბან. ასეთ თემებზე მეც კი მქონდა პრეტენზია ჭაბუკობის წლებში, ერთ, ჩვეულებრივ, სხვებისგან არაფრითგამორჩეულ სოფლელ ბიჭს, და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მორიდებული ვიყავი, პროტესტს არათუ გამოვთქვამდი, არამედ გამოვხატავდი კიდეც (როგორ? – გაკვეთილს არ ვესწრებოდი). დღეს ბუკების თაობა მაშინდელ დათოზე ბევრად თამამია. თუ მე არანაირი ალტერნატივა არ გამაჩნდა, მათ შეუძლიათ ჰარვარდის კურსს მოუსმინონ შორტებში და კედებში მათთვის გაცილებით კომფორტულ გარემოში, ვიდრე რომელიმე ქართულ სკოლაში, ან უნივერსიტეტში....
დააკვირდით დეტალებს სურათზე... |
როგორ ფიქრობთ, ჩეთაობა „პარტაზე“ ხელებს დააწყობს და სულგანაბული მოგისმენთ ამ ალტერნატივის მერე?
მე რომ გითხრათ, დიახ, დამიჯერებთ?
მოკლედ რამდენიმე სიტყვით ამ კურსზე:
ეს კურსი იმდენად კარგია, რომ იელის უნივერსიტეტმა თავის კურსზე უარი თქვა და Harvard CS50ზე გადავიდა.
მთლიანი კურსი მისაწვდომია ინტერნეტ მისამართზე cs50.harvard.edu. ამ გვერდზე გარდა ლექციის ვიდეოჩანაწერისა, განთავსებულია ყველა რესურსი: ჩანიშვნები, ამოცანის დასმა-გადაწყვეტა, ტრანსლაციისას გამოყენებული ყველა სლაიდი და რა თქმა უნდა სოურს კოდები. (სხვათაშორის პირველი კვირის ლექციის სოურს კოდები მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაჩხაპნ საიტზეა განთავსებული. სხვები კი ჩვეულებრივი C ლისტინგებია.) რაც ერთი შეხედვით ვნახე ესაა. ხო კიდევ, სულ ამ წუთას რაც ვნახე: ხარისხი რომ შეიგრძნოთ, გადახედეთ როგორ არის გაკეთებული სტაფ-ის გვერდი. სწორედ ამ გვერდმა შემაცვლევინა თავდაპირველი განზრახვა — მხოლოდ სურათის და ბმულის დადება და შემდეგ Tatia Johnson-ისთვის გაზიარება — შემეცვალა ამ პოსტით.
ამ გვერდზე არის:
- დისკუსიის გვერდი
- ხშირად დასმული კითხვები
- რაღაც უუუუზარმაზარი (ერთი შეხედვით ასე ჩანს) ფინალური პროექტი;
- ლექციები (უკვე დავწერე)
- ტესტები
- ცნობარები (ძირითად С ბიბლიოთეკების აღწერა)
- ლექციების ცხრილი
- და ჰოი საოცრებავ, ხომ გითხარით გვერდზე ყველაფერიაო, შეცდომაც კი არის :) , Seminars ბმული ასეთ სურათს იძლევა
ამ გვერდის შემყურე, ჰარვარდს, მე კიდევ უფრო ვაფასებ...
გავაგრძელებ: (ცოტა დარჩა)
- თანამშრომლები; (ამ გვერდზეც გირჩიეთ, აუცილებლად ნახეთ-თქო)
- შესწავლა(ო)
- და ისევ შეცდომის გვერდი (ეს უკვე არ მომწონს)
- და ბოლოს სილაბუსი
ესეც ერთი ვიდეო
უნდა ავღნიშნო, რომ სტუდენტებს კოდების გატესტვა სპეციალიზირებულ ღრუბლოვან CS50 IDE (ასე ქვია:) გარემოში შეუძლიათ. ესეც საკმაოდ დიდი პლიუსია ამ კურსისთვის. თუმცა არიქადა დიდი სიახლე არაა.
და ბოლოს ორიოდე სიტყვით კურსის ლექტორებზე, პროფესორი დევიდ მალან
დასახელებულია ყველაზე ცნობილ მსოფლიო კომპიუტერულ პედაგოგად. (რეკლამაში ასევე მოიხსენიება მარკ ცუკერბერგი და სტივ ბალმერი, მაგრამ მე ეს ორი უკანასკნელი საიტზე ვერ ვნახე). როგორც კი გავიგებ რამე სიახლეს დავწერ...
გისურვებთ წარმატებებს და ველი თქვენს გამოხმაურებას კომენტარებში!
Comments
Post a Comment