გუგლ მითინგი სკოლაში უფასოდ



უკვე მერამდენედ ვაცხადებ, ჩემი საყვარელი გუგული კვლავ მოწოდების სიამაღლეზეა და დაუღალავად ცდილობს ჩემი შრომა მაქსიმალურად ადვილი გახადოს. 29 აპრილს გუგულმა ბლოგზე განაცხადა რომ გუგლ მითინგის პრემიუმ ვერსია უფასო გახდა ყველა მომხმარებლითვის.  მე ამ პოსტში მხოლოდ სკოლების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, ხოლო დაინტერესების შეთხვევაში გამართვაშიც დაგეხმარებით. გუგლი ინტერნეტ ტექნოლოგიებში რომ ლიდერია, ამას მტკიცება არ სჭირდება. შეხვედრის დაწყება სულაც ერთი წკაპითაა შესაძლებელი. 



ახლა ჩამოვთვლი რამდენიმე უპირატესობას თუ რატომ უნდა აირჩიოთ Google Meet:
  • გუგლის პროდუქტებს სკოლები დიდი ხანია ვიყენებთ (უხსოვარი 2006 წლიდან), 
  • ქართულია. იმ დონის ქართულია, რომ შეგიძლიათ ტექსტის ასაკრეფად მოკარნახეც გამოიყენოთ. ეს პოსტი 2017 წლისაა, დღეისთვის კი, კიდევ უამრავი რამ დაემატა გუგლის ქართულ ხმოვან შეტყობინებს. მაგალითად გუგლის დოკუმენეტებში შეგიძლიათ კარნახით აკროფოთ ან ტელეფონში სმს მაგივრად შეტყობინება შეგიძლიათ უკარნახოთ... (სცადეთ, მოგეწონებთ)
  • თქვენი მოწვევის გარეშე ვერავინაც ვერ შემოვა
  • არ გჭირდებათა არავითარი დამატებითი პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და ჩამჭრელ ტექნიკურ კითხვებზე პასუხის გაცემა. მართლა ერთი წკაპით იწყებთ შეხვედრას
  • არ ჭედავს. ხარისხი ხომ ძალიან კარგია და ნამდვილად არ ჭედავს. რატომ? იმიტომ რომ გუგლის არცერთი პროდუქტი არ ჭედავს  :)
  • იმიტომ რომ აქვე ხელის ერთ გაწვდენაშია ისეთი პროდუქტები, რომლის მსგავსი მაიკროფტს არც დაესიზმრება: მაგალითად გუგლის რუკები, იუთუბი თავისი ანალიტიკით, დრაივი, შეფასების მძლავრი სისტემა, ფოსტა  ბლოგი  (სხვათაშორის ახლახანს გააქართულა და გააახლა...) გუგლის კლასრუმი
  • არ გჭირდებათ ძვირადღირებული ტექნიკური მომსახურება სერვისის გამართულ მუშაობაზე. (ყველაფერი თავსითავად საათივით მუშაობს.)  
  • და ეს ყველაფერი უფასოა. სრულიად უფასო. (სახელმწიფოს მიერ მაიკროსოფტში გადახდილი მილიონებისგან განსხვავებით)

 კაიიიი, კაი, მეტს არ გავაგრძელებ, უბრალოდ იმას ავღნიშნავ, ოღჩ რამდენი რესურსი დაგროვილა ამ მხარეს  :) მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ვთქვა:

ამ სივრცეში ერთდროულად 16 მონაწილე შეგიძლიათ ნახოთ (აქ 9 ჩანს მაგრამ 16 შეიძლება)




google meet აქამდეც წარმატებით გამოიყენებოდა განათლებაში უსაფრთხო ვირტუალური კლასების მოსაწყობად, პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებელი შეხვედრების გასამართად, მშობლებთან კავშირისთვის, დისტანციური რეპეტიტორობისთვის ან თუნდაც ვიდეო კონფერენციების გასამართად. გუგლის საკლასო ოთახში გასეირნება ამ ბმულიდან არის შესაძლებელი

გუგლ მითი საინტერესოა კერძო სკოლებისთვის, რადგანაც მათ არ აქვთ წვდომა მაიკროსოფტის ანალოგიურ პროდუქტთან. უფრო კონკრეტული რომ ვიყო, დიახ მაიკროსოფტის სერვისის გამართვაც არის შესაძლებელი, მაგრამ, მაიკროფტის სერვერის მართვა გაცილებით მნიშვნელოვან ტექნიკურს ძალისხმევას საჭირობს. უმეტეს სიტუციაში სპეციალური ტექნიკური პერსონალის დაქირავებაც შეიძლება დაგჭირდეთ. კი არადა დაგჭირდებათ, რადგან მაიკროფტს ზოგჯერ თვითონ აქვს ტექნიკური ხარვეზები. (პრინციპში ეს პოსტი მაიკროსოფტს ისედაც არ ეხება)

მოკლედ კი იმის თქმა მინდა რომ კერძო სკოლები გუგლ მითს მაიკროსფტთან შედარებით მარტივად გამართავენ, ასევე არ გაუჭირდებათ დანერგვა...

როგორც ცნობილია Meet არის G Suite For Education კომპლექტის ნაწილი, რომელიც COVID-19-მდეც უფასო იყო საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის. ის ემსახურება 120 მილიონზე მეტ მოსწავლეს და მასწავლებელს მთელს მსოფლიოში. თუ თქვენი საგანმანათლებლო ორგანიზაცია იყენებს G Suite for Education, თქვენს ადმინისტრატორს შეუძლია დამატებითი ხარჯების გარეშე გაააქტიუროს Meet, მაგრამ თუ თქვენი სკოლა არ იყენებს G Suite for Education, თქვენ შეგიძლიათ ამ ბმულზე დარეგისტრირდეთ, ხოლო იმისთვის რომ დისტანციური სწავლების რესურსებზე გქონდეთ წვდომა, ეწვიეთ გვერდს სახლიდან სწავლება. 

„Meet და G Suite  გავხადეთ რა უფასოდ ყველასთვის, იმედი გვაქვს უსაფრთხოდ უფრო მარტივად შეძლებთ კავშირზე ყოფნას ახლა და მომავალშიც “  – ნათქვამია გუგლის  პოსტში.   


და ბოლოს, თუ მოგეწონათ ეს პოსტი აუცილებლად კომენტარებში გამომეხმაურეთ, დაწერეთ 
რა დაგაკლდათ, 
რას დაამატებდით, 
რაში არ მეთანხმებით, 
რას მირჩევთ

თუ ბევრი გამოხმაურება იქნება, გპირდებით, კიდევ უამრავ საინტერესო პოსტს და ვიდეოს შემოგთაზებთ





Comments

  1. დიდი მადლობა .ძალიან საინტერესოა!

    ReplyDelete
  2. დავინტერესდი!

    ReplyDelete
  3. კარგი ინფორმაციაა

    ReplyDelete
  4. მისაღები და საინტერესო ინფორმაციაა

    ReplyDelete
  5. +მაინტერესებს

    ReplyDelete
  6. საინტერესო სიახლეა

    ReplyDelete
  7. კი, კარგია ნამდვილად. თუ ასეთი ქართული პლატფორმა იყო, რატომ გადაყარეს მაშინ მილიონები მაკროსოფტის შესაძენად? არა, იმის თქმა არ მინდა, რომ ის არ მომწონს. მომწონს კი არა, მის გარეშე ვეღარც წარმომიდგენია. ძაან მოსახერხებელია, მაგრამ ინტრნეტი ჭედავს ხსირად. აი, აქ კი თურმე არ არის მაგის პრობლემა. მაგი თანხა ნეტა სხვა რამესი გახარჯულიყო. მოსახლეობას ზოგს მართლა აქვს ინტერნეტის რობლემა

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე