Posts

Showing posts with the label კვერცხები

გუგლ ვიდეო

Image
გუგლ ვიდეო გაეძრო ცალკე სერვისად. ვნახოთ რა განვითარდება აქედან... ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ 10 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ვერ იქნება, მაგრამ ეგეც ძალიან კარგი ამბავია. თუნდაც იმიტომ რომ AI გენერირებული ვიდეობი სულაც 10 ან 30 წამიანია. აქ კი 10 წუთიო. მე გუგლის ყველ სერვის მომწონს. ოღონ ერთია, გამოზრდიან და მერე ხურავენ ხოლმე. იყო დრო გუგულის კვერცხებს ვეძახდი მსგავს პროდუქტებს მოგვიანებით შევწვავ და მოვხრაკავ და გეტყვით რა გემო აქვს... ელოდეთ ამ პოსტის განახლებას

დღეს გუგლი 20 წლის გახდა

Image
  იყო და არა იყო რა... გუგლზე უკეთესი რა იქნებოდა, ხოდა 1998 წლის 27 სექტემბერი იყო, როცა სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა Ph.D სტუდენტმა  ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ინტერნეტ სამყაროს გუგლი წარმოუდინეს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ გუგლი ოფიციურად 1998 წლის 4 სექტემბერს უკვე დარეგისტრირებული იყო, მაგრამ უკვე ათეული წლებია, კომპანია თავის დაბადების დღეს 27 სექტემბერს აღნიშნავს... დღეს გუგლი 20 წლის გახდა. გარდა იმისა, რომ გუგლი შეუცვლელია, როგორც საძიებო სისტემა, მე ძალიან მართობს გუგლის სააღდგომო კვერცხები ,   ზევით კი დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი დუდლი შეგიძლიათ ნახოთ... შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ ქუჩის დათვალიერების რეჟიმში ესტუმროთ იმ ფარეხის, სადაც პირველი ოფისი იყო განთავსებული.  (აბა ველოსიპედს თუ იპოვით... ან კოლხურ სუროს) ფარეხი მენლო პარკშია განთავსებული და სიუზან ვოიციკს ეკუთვნის. ის სპეცაიალურად იმ მგომარეობაში მოიყვანეს, როგორც იყო 1998 წელს. აქ 90იანი წლების უამრევი გაჯეტია თავმოყრილი  (ამერიკისთვის დამახასიათებელი, კერასინკას ნუ ეძებთ ;) აუცილე...

გუგლ მითინგი სკოლაში უფასოდ

Image
უკვე მერამდენედ ვაცხადებ, ჩემი საყვარელი გუგული კვლავ მოწოდების სიამაღლეზეა და დაუღალავად ცდილობს ჩემი შრომა მაქსიმალურად ადვილი გახადოს. 29 აპრილს გუგულმა ბლოგზე განაცხადა რომ  გუგლ მითინგის პრემიუმ ვერსია უფასო გახდა ყველა მომხმარებლითვის .  მე ამ პოსტში მხოლოდ სკოლების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, ხოლო დაინტერესების შეთხვევაში გამართვაშიც დაგეხმარებით. გუგლი ინტერნეტ ტექნოლოგიებში რომ ლიდერია, ამას მტკიცება არ სჭირდება. შეხვედრის დაწყება სულაც ერთი წკაპითაა შესაძლებელი.  ახლა ჩამოვთვლი რამდენიმე უპირატესობას თუ რატომ უნდა აირჩიოთ Google Meet: გუგლის პროდუქტებს სკოლები დიდი ხანია ვიყენებთ (უხსოვარი 2006 წლიდან),  ქართულია. იმ დონის ქართულია, რომ შეგიძლიათ ტექსტის ასაკრეფად მოკარნახეც გამოიყენოთ. ეს პოსტი 2017 წლისაა,  დღეისთვის კი, კიდევ უამრავი რამ დაემატა გუგლის ქართულ ხმოვან შეტყობინებს. მაგალითად გუგლის დოკუმენეტებში შეგიძლიათ კარნახით აკროფოთ ან ტელეფონში სმს მაგივრად შეტყობინება შეგიძლიათ უკარნახოთ... (სცადეთ, მოგეწონებთ) თქვენი მოწვევის გარეშე ვერ...

გუგლი — მეგობარი რომელიც არასდროს გტოვებს

Image
დიახ, მე  და გუგლი უხსოვარი დროიდან ვმეგობრობთ, და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს კომპანია მხოლოდ სიხარულს მანიჭებს, სულ სიტკბოს და მურაბა ამბებს მამცნობს და არც ბეზრდება. ასე ვთქვათ თავს დამფოფინებს :) ხოდა მეც არ დავიზარება და  ერთ კარგ ამბავს გამცნობთ. ამას დიდი ხანია მოთმინებით ველოდი და მხოლოდ შეგადაშიგ ვუსაყვედურებდი ხოლმე. ინებეთ რაც ყველაზე მიხარია, ბლოგი ქართული ინტერფეისითაა. აღსანიშნავია, რომ გუგლი დიდ ხანია თარგმანში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შედეგიც შტამბეჭდავია. (ბარემ აქვე ვიტყვი თარჯიმანიც შეცვლილია და ახლი დიზაინით და ფუნქციონალით იწონებს თავს. ეს ამბავიც კია ცალკე პოსტისს ღირსი და აუცილებლად მოვიცლი).  კიდევ კარგი ისაა, რომ დიზაინი უფრო ტანამედროვეა, გუგლს რომ ეკადრება ეგეთი :) რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, განახლებულია თემები . კონკრეტულად კი რამდენიმე ხანია დაემატა მორგებადი თემები Contempo, Soho, Emporio და კიდო ერთი ქართული დასახელებით „აღსანიშნავი“  :) შესაბამისად ყველა ეს თემა ძალია კარგად ადაპტირდება სმრტფონბზე,რაც ასე აკლ...

გუგლმა ხმოვანი ძებნის სერვისს ქართული ენა დაამატა

Image
ჩემმა გუგულმა ახალი კვერცხი დადო, (14 აგვ. 2017) ამჯერად ყველაზე მეტად ქართველები გაგვახარა, ერთი ერთი იმიტომ რომ, ხმოვანი ძებნის სერვისს ქართული ენა დაამატა, ხოლო მეორე იმიტომ რომ, გუგლის ბლოგის პრესრელიზში ამ მოვლენის აღსანიშნად სწორედაც რომ ქართული ენის დამატებაზე გაამახვილეს ყურადღება. „ხმოვანი ძებნა უფრო გლობალური გახდა.  იმის, დასტურად, რომ პატივს ვცემთ მსოფლიოს ყველა ენას, ხმის ამოცნობის ფუნქცია მუშაობს ქარტული ენისთვისაც, რომელსაც საკუთარი დამწერლობა მე-10 საუკუნიდან გააჩნია. ჩვენ ასევე დავამატეთ სუაჰილი და ამჰარული ენა, აფრიკის ორი უდიდესი ენა, ასევ მრავალი ინდური ენა...“ ანდროიდ მოწყობილობებზე ამ ფუნქციის ჩასართვად Play Store-დან გადმოტვირთეთ და დააყენეთ Gboard (გუგლის კლავიატურა) და აირჩიეთ ქართული ენა. ამის შემდეგ დააჭირეთ მიკროფონს და დაიწყეთ საუბარი. გუგლის აპლიკაციებში ქარტულ ენაზე ხმით ძებნის ფუნქციის გასააქტიურებლად, მარცხენა ზედა კუთხეში დააჭირეთ მენიუს, პარამეტრების განყოფილებაში აირჩიეთ Voice (ხმა) და ჩამონათვალიდან აირჩიეთ ქართული ენა. თუ ვინდო...

ჭკიანი გუგული და უცნაური მზრუნველობა

Image
დღეს გუგულიმ კიდევ ერთხელ გამახარა, ძალიან ზრუნავს ჩემზე (როგორც ჩანს), ფაილის მიბმა ხომ არ დაგავიწყდაო. — ამჯერად არა, ძვირფასო, მადლობა რომ ასეთი ყურადღებიანი ხარ.... (ხალხებო ჩუმად გეტყვით, ყურში, იმედია არ გაიგებს  :) რიავი, მაინცდამაინც არ გამიხარდა რომ ჩემს წერილებს უცხო ადამიანი (თუ ვინცაა) კითხულობს, მაგრამ რა ვქნა. თუ შუსუსუ მაინც კითხულობს, ბარემ ამანაც წაიკითხოს, დიდი ამბავი, ერთით მეტი ერთით ნაკლები...

გუგლის ხრიკები

Image
ვიცი, რომ იცით, გუგლი – ინტერნეტში უდიდესი საძიებო სისტემაა. მაგრამ ახლა იმ ხასიათზე ვარ, გიჩვენოთ გუგლის დაფარული ხრიკები, ის რაც ბევრმა არ იცის. ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ მე ბევრი არ ვიცი. თანაც დღეს მხოლოდ 5 ზე მოგიყვებით. ასევე საინტერესოა ისეთი სახალისო თემები, როგორციაა დოდლები (როცა გუგლის ლოგო ანიმაციით იცვლება რაიმე ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით. წელს გუგლმა პირველად მოგვილოცა დამოუკიდებლობის დღე), ასევე კონვერტერები ( ნახეთ ჩემი პოსტი ) და სხვა ნაკლებადცნობილი ინსტრუმენტები. ზოგადად პროგრამირებაში არსებობს ტერმინი სააღდგომო კვერცხები, რაც გულისხმობს პროგრამის არადოკუმენტირებულ (რომელიც ფუნქციის აღწერაში მითითებული არაა) საშუალებებს. ასეთი საშუალებები მრავალნაირია. (ვთქვათ, კოდის გარკვეულ ნაწილში გადასვლის მარტივი გზა). ერთერთი ვარიანტი არის სააღდგომო კვერცხები. ასეთი კვერცხების აღმოჩენა მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს და მიუთითებს, რომ ეს აჩქარიკა, თავტლოპინა მოღუშული არსებები ცხოვრებაში საკამოდ კაი ტიპები არიან. (ვაპრავებ :) ხოდა ასე: გუგლის ეს თამაშები მ...

გუგლში ძიების სინტაქსი

Image
ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი, სხვადასხვაგვარი ინფორმაციის მოსაძიებლად Google-ის საძიებო სისტემას იყენებს. თუმცა, მრავალი ჩვენგანი google-ს ძიების მთელი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. გთავაზობთ 17 ხერხს, რომლებიც დაგეხმარებათ გაცილებით ეფექტურად მოიძიოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია Google-ში. 1. როგორ მოვძებნოთ ზუსტი ფრაზა ან სიტყვის ფორმა – ზუსტი ფრაზის ან სიტყვის ფორმის მოძებნა მარტივია! ამისათვის გამოიყენეთ ბრჭყალები “”. ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და Google მოძებნის ვებ-გვერდებს ან დოკუმენტებს, რომლებშიც არის ზუსტად ეს ფრაზა (სიტყვის ფორმა) 2. როგორ მოვძებნოთ ციტატა, რომელშიც გამოტოვებულია სიტყვა – თუკი ციტატაში სიტყვა დაგავიწყდათ – არაუშავს! უბრალოდ ჩაწერეთ მთლიანი თქვენი ციტატა ბრჭყალებში და გამოტოვებული სიტყვის მაგივრად დაწერეთ ვარსკვლავი *. თქვენი ციტატა მოიძებნება გამოტოვებულ სიტყვასთან ერთად. 3. როგორ მოვძებნოთ რომელიმე სიტყვა რამდენიმედან – უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა შესაბამისი ვარიანტი ვერტიკალური ხაზის სიმბოლოს გამოყოფით: |. Google მოძებნი...

რაზე შეაწუხეს გუგული 2014 წელს

Image
აქ არის ვიდეო, თუ რაზე შეაწუხეს გუგლი ყველაზე მეტად 2014 წელს. ანუ ის სიტყვები თუ რა იძებნებოდა 2014 წელს გუგლში. ამ სერვისს Google Trends ქვია და საშუალებას იძლევა ნახოთ რას ეძებდნენ გუგლში ქვეყნების მოხედვით ყველაზე მეტად. ასევე ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დალაგებულია წლების და თვეების მიხედვით. სატზე მუშაობა ძალიან ადვილია. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები კი ვიდეოშია მოტანილი ეს კი საიტის მისამართია

გუგულის ოპტიკა

Image
დასაწყისში არაჩვეულებრივი მულტიკია

სერიიდან: გუგულის კვერცხები Google Keep

Image
დღევანდელი პოსტი გუგულის ახალ კვერცხს ეძღვენება სახელწოდებით   Google Keep ანუ გუგლის ჩანიშვნები. ძალიან არ მინდა პირველივე აბზაცში კონკურენციაზე  და ა.შ. ვწერო, მაგრამ, ფაქტია ამ ვიჯეტის ანალოგი მაიკროსოფტის ვანნოუთია. თუმცა ვანნოუთი ჩემთვის პირველ რიგში მაინც დესკტოპ აპლიკაცია, ამიტომ თუ თანაბარ პირობებში შედარებაზე გექნებათ პრეტენზია (სამართლიანი), მაშინ Office Online ის OneNote ფუნქციები უნდა  შევადაროთ. შედარება სხვა დროისთვის, ახლა კი ისევ Google Keep დავუბრუნდეთ: გუგლის ჩანიშვნების დახმარებით შეგიძლიათ მარტივად შექმნათ ჩანიშვნები და გაუზიაროთ სხვებს. ვინაიდან გულის ჩანიშვნების სინქრონიზაცია ხდება Google-თან, თქვენ და თქვენს მიერ არჩეულ მომხმარებელებს ამ ჩანიშვნებზე წვდომა ექნებათ ყველა სახის დევაისიდან: ანდოიდის ტელეფონი, პლანშეტი,  Android Wear, დესკტოპი ქრომით და სხვა ბრაუზერებიდან. Google Keep ამ დროისთვის საშუალებას გაძლევთ თქვენს თავში არსებული :) სხვადასხვა სახის ჩანიშვნები გადაიტანოთ არა სტიკერებზე, არამედ ინტერნეტში ტექსტის, ხმოვანი შეტყობინ...

გუგულის კალკულატორი და კონვერტაცია

Image
SOS! ხალხებო, აქ აღწერილი მეთოდები არ მუშაობს ჩემთან!!!!!!!, გთხოვთ შეამოწმოთ და მომწეროთ შედეგი. ამუშავდა ქართულ ვერსიაშიც კი! დღევანდელი, (თუ ამ შუაღამეს  „დღევანდელი“ ეთქმის) პოსტი გუგლის კალენდარს და საზომი ერთეულების კონვერტერს შეეხება. ერთი ძალიან, ძალიან ბანალური მიზეზის გამო. ამ ზაფხულს ტოიოტა პრიუსი ვიყიდე ამერიკიდან,  გაბღენძილი დავდივარ, ქუჩაში რომ მეკითხებიან, „რამდენს წვავს?..“, „60-ის მერე ბენზინზე მუშაობს, ხომ?.“.  და ა.შ. მაგრამ, მეც ჯერჯერობით ნელნელა ვერკვევი რა რას ნიშნავს. მაგალითად, თავიდან ვეძებდი ბენზინის ხარჯვის მაჩვენებელს, მაგრამ ვერც ერთი მაჩვენებელი ვერ მივამსგავსე, ეჭვი რაზეც მქონდა, -- იქნებადა ესაა, როგორც კი გაზიდან ფეხს ავიღებდი, 99-ს წერდა, ხოლო გაზზე ფეხის დაჭერისას ეს მაჩვენებელი იკლებდა. თანაც ჩემი ჩანაფიქრით 47MPG  ვერაფერტან დავაკავშირე. არადა ამაზე დაბალი კლასის ბენვებსაც აქვთ ბენზინის ხარჯვის მაჩვენებელი. ის იყო ჩემი მანქანის ამ ნაკლს შევეგუე „ესაოდა სხვა ხომ ყველაფერი ძააან მაგარი აქვს“, ინტერნეტფორუმის ავტოგურუებმა მ...

Inbox გუგულის ახალი კვერცხი

Image
კომპანია გუგლმა ახალი პროდუქტი -- სახელად Inbox შემოგვთავაზა. ეს არის ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობის ახალი კლიენტი. საძიებო კ ომპანიის ოფიციალურ ბლოგზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ კლიენტის შექმნაზეც Gmail-ის შემქმენლი ჯგუფი მუშაობდა. უკვე დამკვიდრებული ტრადიციის დაცვით, გუგლის ახალ პროგრამულ პროდუქტებზე წვდომის შესაძლებლობა საწყის ეტაპზე მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი, უნდა აღინიშნოს რომ  Inbox არ არის Gmail შემცვლელი, არამედ მხოლოდ საფოსტო სერვერის სერვისების გაფართოების საშუალებაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ურთიერთობა ჰქონდეს მონაცემებთან და უფრო ეფექტურად გამოიყენოს დრო. შეტყობინებისა და შეხსენებების გაუმჯობესებული ფუნქციების შედეგად უკვე არ დაგჭირდებათ მაჯაზე ჯვრების დახატვა ან ნეკათითზე ძაფის გამობმა. ამასგარდა, Inbox შეუძლია იტრაბახოს შემომავალი წერილების გაუმჯობესებული ახალი ავტომატური დახარისხებით, რომელიც მსგავს წერილებს თავს მოუყრის ერთ ჯგუფში. სერვისს შეუძლია დამატებითი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება წერილის ში...

ინფოგრაფიკა: გუგლი

Image
გუგლის ინფოგრაფიკა  პირდაპირ ვერ აიტვირთა, ამიტომ ჯერ ჩამოტვირთეთ და მერე ნახავთ

გუგლის რუკა (ვიდეო ინგლისურ ენაზე)

Image
გთავაზობთ გუგლის რუკის ახალი შესაძლებლობების ვიდეოაღწერას. ოღონდ ჯერჯერობით ინგლისურ სასიამოვნო ხმაზე