Posts

Showing posts from 2023

კომპიუტერულ ტექნოლოგიები 2024წ. შემოდგომა

Image
განახლება 1 . ეს პოსტი  mokle.ge/regcs50g განახლება 2 . ახალ ჯგუფში შეხვედრები დაიწყება 2023 წ  30 სექტემბერს 19:00 საათზე სალამი ძვირფასებო. ამჯერად ჩემი დიდი ხნის საოცნებო  პროგრამირების უფასო კურსებზე რეგისტრაცია  მნიშვნელოვანი შენიშვნა: twiton.ge ახლა არ გაიაროთ რეგისტრაცია მინდა შემოგთავაზოთ. თანაც ერთდროულად რამდენიმე კურსზე. მოდი ჯერ სათაურებს გაეცანით:  კომპიუტერული ტექნოლოგიები (+ ჰარვარდის სერტიფიკატი) შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით (+ ჰარვარდის სერტიფიკატი) შესავალი პითონში (სტენფორდის უნივერსიტეტის  კურსი) შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებებში (+ ჰარვარდის სერტიფიკატი) მაინკრაფტი (ხელოვნური ინტელექტი, მე-8 კლასიდან) მაინკრაფტი (პითონის კლასი) კიდევ: 🙏 გთხოვთ ეს პოსტი 🔗გაუზიაროთ თქვენს მოსწავლეებს, კლასელებს, სკოლელელბს, მეგობრებს, შეყვარებულებს, მეზობლებს, ნაცნობებს ან უცნობებს :) ✅გინდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ლაივ ლექციებს უფასოდ დაესწრო პროგრამირებაში❓ ✅გინდა პროგრამირების სახალისო დავალებები შეასრულო❓ ✅გინდა შენი დავალებები 🐥 ხელოვნურმ...

ტრენინგი: შესავალი პითონით პროგრამირებაში 2024 სეზონი (მასწავლებელებისთვის)

Image
  თქვენ რეგისტრირდებით  ინოვაციური განათლების ასოციაციის  (IEA) მიერ ორგანიზიებულ ტრენინგზე შესავალი პროგრამირებაში პითონით. (კარელი) მასწავლებლებისთვის, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსიდან ადაპირებულია ქართულ ენაზე. რეგისტრაცია: შესავალი პროგრამირებაში პითონით       ტრენინგ მოდულები: I მოდული:  კარელი  II მოდული : პითონი განხილული თემები: 1. ფუნქციები ცვლადები 2. if-else  3. დეკომპოზიცია 4. for ციკლი 5. while ციკლი 6. ბიბლიოთეკა 7.  გრაფიკა 8. ანიმაცია 9. ფინალური პროექტი და სხვა.. ჯერჯერობით ეს კურსი ერთადერთი ქართულენოვანი კურსია, რომელიც პედაგოგებს სთავაზობს სრულ პაკეტს პითონით სწავლებისთვის. ანუ, კურსი მოიცავს:  პროგრამირების სწავლების მეთოდოლოგიას სასწავლო ვორკშოპს სასწავლო რესურსებს როგორც მასწავლებელებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის ყველა მოდულს მოყვება  დავალებები, ლექციაზე გამოყენებული კოდები, კონსპექტი, უკუკავშირის საშუალება, ქვიზები, წასაკითხი მასალა, შეფასების სისტემა, სერტიფიკატი, ვორკშოპი მასწავლებ...

ვაკანსია: რეგიონალური წარმომადგენლები

Image
თუ გინდა: ძალიან სასიამოვნო საქმის თანამონაწილე იყო, სკოლებში ინოვაციური საგნმანათლებლო პროექტების დანერგვაში მიიღო მონაწილეობა,  გქონდეს შენს ინტერესებზე მორგებული სამუშაო, მაშინ შემოგვიერთდი  ინოვაციური განათლების ასოციაციაციის გუნდში  რეგიონალური წარმომადგენელის ვაკანსიაზე (1 წარმომადგენელი 1 რეგიონში). უპირატესობა მიენიჭება ისტის მასწავლებელს, დირექტორს ან რესურცენტრის თანამშრომელს. კანდიდატი უნდა იცნობდეს არჩეული რეგიონის (და არა რაიონის) სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს. გაიარეთ რეგისტრაცია წარმომადგენლების შერჩევა 2 ეტაპად მოხდება. აპლიკაციების გარადჩევა, გასაუბრება სრულად ანაზღაურებადი სტაჟირება 2 თვე ხელშეკრულება   ძირითად მოვალეობა: ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდება , (წერილის და/ან  SMS შეტყობინებბის გაგზავნა რეგიონის პედაგოგებისთვის) ანაზღაურება გამომუშავება + ბონუსები   სამუშაო არის ონლაინ, საინფორმაცია შეხვედრა 29 ნოემბერს 19:00 საათზე რეგისტრაცია მთავრდება 17 დეკემებერს   შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 597918385 
Image
ალბათ გეცნობათ ეს ინსტრუმენტი ─ თურმე Clapperboard ქვია და ფილმის ეპიზოდების მონტაჟის ადგილის მისათითებლად გამოიყენება. აი ერთი პოსტი  ქუორაზეა   და კიდევ მეორე ჩემთვის უცნობ studiobinder.com -ზე. თუ იკითხავთ, რა კავშირშია ეს ინსტრუმენტი დათოს ბლოგთან, გეტყვით, რომ დღეიდან ყოველ კვირა დღეს 17:00 საათზე თვითონის იუთუბ არხზე მოვაწყობთ კინოჩვენებას. შეგვიძლია ერთად ვუყუროთ  რაიმე ფილმს რომელიც დაკავშირებული იქნება ტექნოლოგიებთან. ფილმების უმეტესობა ინგლისურ ენაზე.  ამ პოსტში კი შემოგთავაზებთ ფილმების აფიშას . შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ რა თემებზე გსურთ ფილმების ნახვა, გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები, რა მოგეწონათ, რა კითხვები გაგიჩნდათ, ან უბრალოდ, რისი თქმა გსურთ მეგობრებისთვის. დღეს კი გთავაზობთ Download: The True Story of the Internet ( IMDb ) ფილმს, რომელიც არის დოკუმენტური ტელესერიალი ინტერნეტის ისტორიის შესახებ. ეს ფილმი ამერიკაში სამეცნიერო არხზე ( Science Channel ) გადიოდა, ხოლო სხვა ქვეყნებში დისქავერზე .   კონკრეტულად ეს ფილმი 4 სერიისგან...

2024 წლის ისტ გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგის პირობები

Image
  დათოს ბლოგზე 2024 წლის ისტ ზაფხულის გამოცდის ონლაინ ტრენინგებზე  რეგისტრაციები  დაიწყო.  შეგახსენებთ რომ ეს ერთადერთი ბლოგია, სადაც რეგულარულად, წელს უკვე მე-12 ტარდება ონლაინ ტრენინგები ყოველგვარი შეფერხების გარეშე. რეგისტრაციები შეგიძლიათ ახლა გაიაროთ, ხოლო თვის ბოლომდე გადაიხადოთ პაკეტის ღირებულების  ნახევარი . დანარჩენს დაფარავთ აპრილამდე ტრენინგებს  დათო მალანია  წარუძღვება გაეცანით  ვიდეოს  ტრენინგის პირობები     bit.ly/ict24rg   (თქვენ ახლა ამ გვერდზე იმყოფებით) აირჩიეთ საუკეთესო და  დარეგისტრირდით ტრენინგზე მომსახურება დაყოფილია 3 პაკეტად: :: სკრეჩის პაკეტი  (10 შეხვედრა 50 წუთის ხანგრძლივობით). შეხვედრები მოიცავს გამოცდის პირობებთან ადაპტირებულ თეორიულ  ტესტებს  (თემების მიხედვით დალაგებული ტესტი)  და მათი სწორი პასუხების განხილვას. შესასრულებელი გექნებათ პრაქტიკული დავალებები (9 დავალება).  თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ ჩანაწერი. გამოცდის შემდეგ გა...

ვებ გვერდის შექმნა რესურსები მასწავლებლებისთვის

Image
კურსზე რეგისტრაცია შემოდგომა დადგაო, ხელში წყალი ჩადგაო... ვგონებ კვლავ ალბათ რაცხა ავურიე. ამჯერად ვებ გვერდის შესაქმენალად Front-end სასწავლო რესურსებს გთავაზობთ პედაგოგებს. ისტის მასწავლებლებს ხშირად ეჭვი ეპარებათ, რომ ამა თუ იმ კურსს ვერ ასწავლიან და ხშირად ითხოვენ ჯერ მოდი მე ვისწავლი კარგად და ბავშვებს მერე ვასწავლიო. ჩვენ ვცდილობთ ეს მიდგომა შევცალოთ. ჩვენს კურსებთან ერთად შეგიძლიათ მეტად თავჯარებული იყოთ და თქვენს მოსწავლეებს თამამად შესთავაზოთ ჩვენი კურსები. მაშ ასე:    ეს კურსი 4 მოდულისგან შედგება: 📌 HTML 📌 CSS 📌 JavaScript, Python, PHP 📌 UX/UI  კურსზე განხილულია ვებ გვერდის აწყობის ელემენტარული პრინციპები, რაც საკმარისია მარტივი დინამიური ვებ გვერდის შესაქმელად.  კურსის შეთავაზება შესაძლებელია V-VIII კლასის მოსწავლეებისთვის.  კურსს მოყვება:  ✅   დავალებები,  ✅   ლექციაზე გამოყენებული კოდები,  ✅   კონსპექტი,  ✅   უკუკავშირის საშუალება,  ✅   ქვიზები,  ✅   შეფასების სისტემა,...

იძებნება: იუთუბ არხის რედაქტორი

Image
რეგისტრაცია შემოდგომაც დადგა, და სამუშაო რეჟიმზე დაბრუნება გვიწევს. მეორე მხრივ მოხდა ისე, რომ კიდევ ერთი ახალი აქტივობის დაფინანსების საშუალება გამოჩნდა. ამიტომაც ვეძებთ სმარტ მოსწავლეებს იუთუბ არხის კონტენტის შესაქმნელად. რატომაც არა? ე.ი. ვეძებთ მოსწავლებს, რომლებიც 2023 წლის სექტემბერში მე-7 კლასში იქნებიან. (სკოლამ უნდა დაადასტუროს). ამ ეტაპზე შევარჩევთ 5 მოსწავლეს, რომლებიც შექმნიან სასწავლო ხასიათის კონტენტს ტექნოლოგიებში. ნახეთ მაგალითები: პროგრამირების შესწავლა სკრეჩის მეორე გაკვეთილი cs50 მიმოხილვა რეგისტრაციები 15 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. სამუშაოებს სექტემბერში დავიწყებთ. კონტენტი შეეხება: არუინიოს ბორდს; სკრეჩს მაინკრაფტს პითონით პროგრამირებას ალგორითმებს პროგრამირების თულებს აუცილებელი პირობაა: 1) სექტემბერში მაქსიმუმ მეშვიდე კლასში უნდა სწავლობდეს. 2) ინგლისური ელემენტარული სასაუბრო დონეზე იცოდეს 3) მომავალი პროფესია უნდა იყოს პროგრამისტი 4) ჰქონდეს კომპიუტერი სასურველია: 5) არდუიონიო, სკრეჩი და მაინკრაფტის ელემენტარული ცოდნა. 6) ყავდეს მეგობრები, რომლებიც პროგრამ...

რეგისტრაცია კვანტური კომპიუტერის პროგრამირების კურსზე 2023-24 წელი

Image
  2023-24 წლის კურსზე მიღება დამთავრებულია,  თუ ახლა დარეგისტრირდებით,  მომავალ წელს შეგეხმიანებით (გთხოვთ პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ და დააკმაყოფილეთ აპლიკაციის ყველა მოთხოვნა. ადგილები შეზღუდული არაა, მაგრამ არასწორად შევსებული აპლიკაციის გამო, შესაძლებელია ვერ მოხვდეთ კურსზე Update:  სილაბუსი თუ შეიძლება ინგლისურად შეავსეთ ფორმა (ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს. დდდდდდდ ებით შევსებით ვერავის გააკვირვებთ, პასუხადაც დდდდდდ მოგივათ) რუსული მეილით ნუ დარეგისტრირდებით, არავინ ჩაასწორებს და რუსულ მეილზე პასუხს არ აგიგზავნიან. არც სკოლის მეილით. ღმერთმა დალოცოს gmail...   საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ონლაინ შეხვედრის ორგანიზება  ამ პოსტით მინდა გაცნობოთ 2023-24 სასწავლო წლისთვის კვანტური კომპიუტერის პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის   საწყის კურსზე რეგისტაცია .  კურსზე მიიღებიან ის მოსწავლეები, ვინც 2023 წლის სექტემბერში იქნება მე-8, მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლე , რაც უნდა დაადასტუროს სკოლამ.    ვინც არ იცის რატ...

საერთაშორისო კონფერენცია „კვანტის დღე“

Image
  თუ გაინტერესებს:  ✅როგორ შეიტანოთ თქვენს კლასში კვანტური გამოთვლები❓   ✅რა არის კვანტური კომპიუტერი❓ ✅როგორ მუშაობს კვანტური კომპიუტერი❓ ✅რას შეცვლის კვანტური კომპიუტერი მომავალში❓ მაშინ ეს შეხვედრა შენთვისაა და  დარეგისტრირდი 14 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს კვანტის დღეს . საქართველოც რატომ არ უნდა შეუერთდეს? მით უმეტეს წელს უკვე მეორე თაობა დაამთავრებს შესავალი კვანტური კომპიუტერის პროგრამირებაში კურსს, რომელიც ორგანიზებულია ინოვაციური განათლების ასოციაციის, IBM და MIT მიერ. ჩვენი მონაცემებით, ამ წელს საქართველოს 50 მოსწავლეს წარმატებით ექნება გავლილი ეს კურსი. მალე ახალ მიღებასაც გამოვაცხადებთ 2023-24 წლისთვის.  ხოდა წელს Twiton.ge ორგანიზებით, მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მსოფლიო კვანტური დღის აღმნიშვნელ რუკაზე საქართველოც მოინიშნოს როგორც მხარდამჭერი ქვეყანა. თანაც ეს ხომ პირველი შემთხვევა იქნება საქართველოსთვის. რატომაც არა? ასეთი რამ მოიფიქრეს: 12-14 აპრილს ჩატარდეს კვანტის კვირეული და ეს ღონისძიება ყოველწლიური გახდეს . წელს ვინაიდან შემჭიდროებულ ვა...

პროგრამირების მეთოდოლოგია პედაგოგებისთვის

Image
მნიშვნელოვანია: კურსი პედაგოგებისთვისაა . ლექციები ინგლისურ ენაზეა ლაივ რეჟიმში. სამოთხე ალბათ არსებობს. აი პროგრამისტებისთვის კი სამოთხედ მე კარნეგი მელოუნის უნივერსტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სტენფორდის უნივერსიტეტი მგონია. (ჰარვარდი არ დამვიწყებია). ხოდა ალბათ გახსოვთ, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით  2021 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის კურსი რომ შემოგთავაზეთ უფასოდ. შარშან რატომღაც ეს კურსი არ ყოფილა. თუმცა ამ რამდენიმე დღის წინ კვლავ მივიღე წერილი და შემოთავაზება ამ კურსთან დაკავშირებით. მე კი სიამოვნებით გიზიარებთ ამ ინფორმაციას.  წელსაც პედაგოგებს და სტუდენტებს შეუძლიათ უფასოდ გაიარონ სტენფროდის უნივერსიტეტის სერტიფიცირებული კურსი CS106A პითონით პირველი ნაწილი უფასოდ ინგლისურ ენაზე.   კურსის რესურსების და მიღებული ცოდნის გამოყენება პედაგოგებს შეუძლიათ  VI-VII  კლასის მოსწავლეებთან. კურსი მოიცავს ლექციებს, ლაბორატორიულ სამუშაოებს, შეფასების ინსტრუმენტებს, მეთოდოლოგიას  გაიარეთ რეგისტრაცია სწავლა ონლაინ რეჟიმში ზუმის პლატფორმაზე გ...

CS50sg შესავალი პროგრამირებაში Scratch-ით

Image
გაიარეთ რეგისტრაცია (bit.ly/scratch23inf) CS50s Georgia შესავალი პროგრამირებაში Scratch-ით კურსზე დამწყებ პროგრამისტებს კოდის წერა ტექსტის აკრეფის ნაცვლად გრაფიკული ბლოკების გადმოთრევით შეუძლიათ. სკრეჩი გამოყენებულია ჰარვარდის კოლეჯის კომპიუტერულ მეცნიერებაში შესავალი კურსის CS50 პირველ ლექციაზე. Scratch შეიქმნა MIT-ის მედია ლაბორატორიაში. ის დამწყებ პროგრამისტებს ანიმაციების, თამაშების, ინტერაქტიული ნახატების და ამბების შექმნის საშუალებას აძლევს პროგრამირების გამოცდილების გარეშე. კურსი სტუდენტებს აცნობს პროგრამირების საფუძვლებს, რომლებიც გვხვდება არა მხოლოდ თავად Scratch-ში, არამედ ტრადიციულ ტექსტზე დაფუძნებულ პროგრამირების ენებშიც (როგორიცაა Java და Python). საბოლოო ჯამში, ეს კურსი ამზადებს მოსწავლეებს პროგრამირების შემდგომ კურსებისთვის. რა საკითხებს ეხება კურსი?  სპრაიტი,  ფუნქციები,  მოვლენები,  მდგომარეობა,  ციკლები ცვლადები აბსტრაქცია პროექტი   კურსი შევქმენით იმისთვის რომ, მონაწილეებმა შეძლონ: მარტივი ანიმაციების შექმნა თამაშების შექმნა ინტერაქტიური...