რეგისტრაცია კვანტური კომპიუტერის პროგრამირების კურსზე 2023-24 წელი

 


2023-24 წლის კურსზე მიღება დამთავრებულია, 
თუ ახლა დარეგისტრირდებით, 
მომავალ წელს შეგეხმიანებით

(გთხოვთ პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ და დააკმაყოფილეთ აპლიკაციის ყველა მოთხოვნა. ადგილები შეზღუდული არაა, მაგრამ არასწორად შევსებული აპლიკაციის გამო, შესაძლებელია ვერ მოხვდეთ კურსზე

Update: სილაბუსი

  • თუ შეიძლება ინგლისურად შეავსეთ ფორმა
  • (ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს. დდდდდდდ ებით შევსებით ვერავის გააკვირვებთ, პასუხადაც დდდდდდ მოგივათ)
  • რუსული მეილით ნუ დარეგისტრირდებით, არავინ ჩაასწორებს და რუსულ მეილზე პასუხს არ აგიგზავნიან. არც სკოლის მეილით. ღმერთმა დალოცოს gmail... 
  •  საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ონლაინ შეხვედრის ორგანიზება 

ამ პოსტით მინდა გაცნობოთ 2023-24 სასწავლო წლისთვის კვანტური კომპიუტერის პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის საწყის კურსზე რეგისტაცია

კურსზე მიიღებიან ის მოსწავლეები, ვინც 2023 წლის სექტემბერში იქნება მე-8, მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლე, რაც უნდა დაადასტუროს სკოლამ.   

ვინც არ იცის რატომ არის ეს კურსი მთელი ჩემი ცხოვრების ტოლი, კვლავ ვიტყვი, განა დამეზარება:  

(ვფიქრობ, ეს კურსი პროგრამირებით დაინტერესებულებისთვის არაა საუკეთესო პირველი შეთავაზება და სასურველია მონაწილეებს გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს პროგრამირებაზე ან კომპიუტერულ მეცნიერებზე. თუმცა პითონის (პროგრამირების ენის) ცოდნა სულაც არაა აუცილებელი.) ასეთ მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ რეგისტრაცია  ჰარვარდის კურსი კომპიუტერული მეცნიერების შესახებ. 

კვანტური კომპიუტერი დედამიწაზე სულ რამდენიმე ცალია. 100 ცალიც არაა. იმდენად ცოტაა, რომ ევროპაშიც არაა და ევროკავშირის 2030 წლის პროგრამაშია გაწერილი რომ 2030  წლამდე ააგებენ. რა თქმა უნდა ამერიკელებს აქვთ, ნუ ჩინელებსაც. ამერიკაში აი გუგლი ხო იცით, ხოდა გუგლს აქვს. 

IBM კომპიუტერული ტექნოლოგიების გიგანტია. ჩემი უუუუუუსაყვარლესი ❤❤❤❤ფირმა, აი როგორც მანქანის ფირმაზე, (ბენვე, მერსო) ან საფეხბურთო გუნდზე (რეალი, მანჩესტერი) აფანატებთ, ასევე ჩემთვის IBM წმიდაა. (რავი იქნებ პირველი ❤ სიყვარულის ბრალია:  ანუ პირველ კომპზე, რომელზეც ვმუშაობდი, ჩართვისას IBMის უსაყვარლესი ლურჯი ლოგო იხატებოდა

 

ხო ლამაზია?, მერე 95 ში 4კომპი ჩამომივიდა, ამათი ორიგინალები და ორიგინალი ვინდოუს 95 ით... (თუ არ გამაჩერებთ ამათზე ვისაუბრებ სულ) 

მაინც ამათზე უნდა გავაგრძელო, IBM აქვს უფასო ღია პროექტი qiskit.org (პითონზეა დაწერილი და თუ ვინიცობაა თავში მინტში მილიონი და მეტი რო ღირს ეგეთი პროექტი დაგკრავთ, მითხარით და აქ გაგაჩითვინებთ დაფინანსებას). მოკლედ ამ პროექტის პარტნიორი და სპონსორი გუგლიც არის და IBM იც თავის ქისკითით... 

კვანტურ კომპიუტერზე კიდე იმას გეტყვი, რო  ლეპტოპივით საწოლში ვერ ჩაიხუტებ და ვერც პაბჯის ითამაშებ. მარა, აი ვთქვათ ფესიბუკის პაროლის გატეხვას, ან კრიპტოს მოჭრას თუ დააპროგრამებ, მისთვის თვალის დახამხამებაში შესასრულებელი სამუშაო იქნება. თუმცა იმდენად უმნიშვნელო, რომ მაგ ამოცანისთვის კვანტურ კომპიუტერს არავინ მოაცდენს. ანუ აბა წარმოიდგინე რო  ნებისმიერი პაროლის გაგება შეგიძლია, მაგრამ კიდე იმდენი რამის გაკეთება შეგიძლია, რო ეგ პაროლი სუ გკიდია....   

ახლა კურსის ავტორებს შეხედე, აქაც ჩემი ტომი დგას :)


 

რომელიმე ხო არ გეცნო?

ხოდა კურსის სერტიფიკატის აღების შემდეგ თუ გადაწყვეტ ამ, ან ამერიკის სხვა უნივერებში სწავლის გაგრძლებას, ამ კურსზე აღებული სერტიფიკატი და ერთწლიანი სწავლება გავლილად ჩაგეთვლება. ამიტომაც თავიდან არ მოგიწევს კურსის გავლა. ასეთი აღიარება ჯავახიშვილის 4 წლიან ბაკალავრის დიპლომსაც არ აქვს :)

 დიახ, ეს კურსი აკრედიტებულია acswasc.org-ს მიერ

აქ კი კურსის სილაბუსს გაეცანი (2023 წლის)

შენიშვნა: ხელოვნური ინტელექტის კურსი დაფინანსებულია აშშ თავდაცვის სამინისტრსოს მიერ და გარკვეული სახის დემოგრაფიულ შეზღუდვებს მოიცავს)

 რას ისწავლი?

  • Foundational knowledge and real skills in quantum computing
  • Learn key quantum concepts including qubits, superposition and entanglement
  • Perform linear algebra operations that represent quantum gates
  • Use Python libraries to send a circuit to a quantum computer and analyze the results
  • Conceptually understand important quantum algorithms such as Grover's algorithm
  • Implement quantum key distribution (QKD) in Python
  • Run a Variational Quantum Eigensolver to simulate a molecule

ფიქრობ რთული იქნება? 

არანირად, 

აი უბრალოდ ბევრი გექნება სასწავლი. 

ეგ კი,

მაგრამ რთული არ იქნება თუ ინგლისური იცი....

ჩვენც დაგეხმარებით, თუ საჭირო იქნება ;)

 კურსი საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა

 თუ მოგეწონა, რაღას ელოდები?

დარეგისტრირდი   3 ოქტოემბრამდე და მეგობრებსაც აუცილებლად გაუზიარე რეგისტრაციის შემოკლებული ბმული bit.ly/ieaqai23-24

 

რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება

კურსი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვისაა (სკოლამ უნდა დაადასტუროს რომ 2023 წელს აპლიკაციაში მითითებულ კლასში სწავლობს მოსწავლე)

პატარა ჯუფებში შეხვედრები ინსტრუქტორთან ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. შესაბამისად საკომუნიკაციო ინგლისურის ცოდნა აუცილებელია.

ტრიგონომეტრია უკვე გავლილი უნდა გქონდეს

for ციკლი თუ იცით რა არის, მაგას რა ჯობია, მაგრამ თუ არ იცი, არ ინერვიულო ეგ დაძლევადია, და ზაფხულში რამდენიმე შეხვედრასაც ჩავატარებ, რომ თავი  ყოჩაღად იგრძნოთ კურსზე

წარმატებები 


იმის დაწერა დამავიწყდა. ეს პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ ხორციელდება. სულ 50 მდე მოსწავლეს აქვს გავლილი აღნიშნული კურსი. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ დიდი წარმატებას. მე გულწრფელად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე მჯერა, რომ, ეს ადამიანები საქართველოს ნათელი მომავლის გარანტები იქნებიან, ამიტომ ვამბობ, ეს კურსი მთელი ჩემი ცხოვრების ტოლია

 

 (ეს პოსტი: bit.ly/ieaqinf) 

 

Comments

  1. Anonymous9/04/2023

    საშვილიშვილო საქმეს აკეთებთ!

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე