ვებ გვერდის შექმნა რესურსები მასწავლებლებისთვის
ვგონებ კვლავ ალბათ რაცხა ავურიე. ამჯერად ვებ გვერდის შესაქმენალად Front-end სასწავლო რესურსებს გთავაზობთ პედაგოგებს. ისტის მასწავლებლებს ხშირად ეჭვი ეპარებათ, რომ ამა თუ იმ კურსს ვერ ასწავლიან და ხშირად ითხოვენ ჯერ მოდი მე ვისწავლი კარგად და ბავშვებს მერე ვასწავლიო. ჩვენ ვცდილობთ ეს მიდგომა შევცალოთ. ჩვენს კურსებთან ერთად შეგიძლიათ მეტად თავჯარებული იყოთ და თქვენს მოსწავლეებს თამამად შესთავაზოთ ჩვენი კურსები. მაშ ასე:
ეს კურსი 4 მოდულისგან შედგება:
📌 HTML
📌 CSS
📌 JavaScript, Python, PHP
📌 UX/UI
კურსზე განხილულია ვებ გვერდის აწყობის ელემენტარული პრინციპები, რაც საკმარისია მარტივი დინამიური ვებ გვერდის შესაქმელად.
კურსის შეთავაზება შესაძლებელია V-VIII კლასის მოსწავლეებისთვის.
კურსს მოყვება:
✅ დავალებები,
✅ ლექციაზე გამოყენებული კოდები,
✅ კონსპექტი,
✅ უკუკავშირის საშუალება,
✅ ქვიზები,
✅ შეფასების სისტემა,
✅ ვორკშოპი მასწავლებლებისთვის (როგორ და რატომ ვასწავლოთ კურსი).
✅ კურიკულუმი (მასწავლებლისთვის),
✅ სტანდარტი.
მოსწავლეთა მიერ შექმნილ პლატფომაზე (twiton.ge) შესაძლებელი კლასის შექმნა და ამ კურსების შეთავაზება კონკრეტული კლასისთვის...
ყველა მოდულის გამოყენება შესაძლებელია საკლასო გარემოში როგორც სასწავლო რესურსი (წიგნის მაგივრად), ასევე მხოლოდ ამ კურსებზე გესაუბრებით ტექნოლოგიებს სწავლების მეთოდოლოგიაზე – PBL (პროექტებით სწავლება). ანუ აგიხსნით როგორ და რატომ უნდა ასწავლოთ კონკრეტული კურსი.
ფინალური პროექტის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი.
კურსზე გამოყენებული ყველა რესურსი ლიცენზირებულია
ბონუსი: როგორ ფიქრობთ, თუ საკლასო ოთახში ბაყაყი გეწვევათ, კასკადურ სტილების სწავლებაში დაგეხმარებათ, თუ ხელს შეგიშლით? ჩვენი რჩევაა FLEXBOX FROGGY შესთავაზოთ თქვენს მოსწავლეებს.
კურსის ფარგლებში შექმნილი იქსების და ნულების თამაში (Tic toc toe) რომელიც მოსწავლეებმა გაგვიზიარეს.
Comments
Post a Comment