პროგრამირების მეთოდოლოგია პედაგოგებისთვის
მნიშვნელოვანია: კურსი პედაგოგებისთვისაა. ლექციები ინგლისურ ენაზეა ლაივ რეჟიმში.
სამოთხე ალბათ არსებობს. აი პროგრამისტებისთვის კი სამოთხედ მე კარნეგი მელოუნის უნივერსტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სტენფორდის უნივერსიტეტი მგონია. (ჰარვარდი არ დამვიწყებია). ხოდა ალბათ გახსოვთ, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით 2021 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის კურსი რომ შემოგთავაზეთ უფასოდ. შარშან რატომღაც ეს კურსი არ ყოფილა. თუმცა ამ რამდენიმე დღის წინ კვლავ მივიღე წერილი და შემოთავაზება ამ კურსთან დაკავშირებით. მე კი სიამოვნებით გიზიარებთ ამ ინფორმაციას.
წელსაც პედაგოგებს და სტუდენტებს შეუძლიათ უფასოდ გაიარონ სტენფროდის უნივერსიტეტის სერტიფიცირებული კურსი CS106A პითონით პირველი ნაწილი უფასოდ ინგლისურ ენაზე. კურსის რესურსების და მიღებული ცოდნის გამოყენება პედაგოგებს შეუძლიათ VI-VII კლასის მოსწავლეებთან. კურსი მოიცავს ლექციებს, ლაბორატორიულ სამუშაოებს, შეფასების ინსტრუმენტებს, მეთოდოლოგიას
სწავლა ონლაინ რეჟიმში ზუმის პლატფორმაზე გაიმართება. ლექციებს კითხულობს სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების PhD მეჰრან საჰემი და პროფესორი კრის პიჩ
ეს კურსი სტენფორდმა 2020 წელს და 2021 წლებში ჩაატარა, სულ სწავლებაში ჩართული იყო 2 100 პედაგოგი (სექციის ხელმძღვანელები) და 22 000 სტუდენტი.
რეგისტრაცია დასრულდება 5 აპრილს (დამატებითი ჯგუფები 10 აპრილამდე). კურსი 24 აპრილს დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძლედება. თუ დავალებებს შეასრულებთ, გაიცემა სერტიფიკატი.
წარმატებას გისურვებთ!
Comments
Post a Comment