კომპიუტერულ ტექნოლოგიები 2024წ. შემოდგომა


განახლება 1. ეს პოსტი  mokle.ge/regcs50g
განახლება 2. ახალ ჯგუფში შეხვედრები დაიწყება 2023 წ 30 სექტემბერს 19:00 საათზე

სალამი ძვირფასებო. ამჯერად ჩემი დიდი ხნის საოცნებო 

მნიშვნელოვანი შენიშვნა: twiton.ge ახლა არ გაიაროთ რეგისტრაცია

მინდა შემოგთავაზოთ. თანაც ერთდროულად რამდენიმე კურსზე. მოდი ჯერ სათაურებს გაეცანით: 

  • კომპიუტერული ტექნოლოგიები (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)
  • შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)
  • შესავალი პითონში (სტენფორდის უნივერსიტეტის  კურსი)
  • შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებებში (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)
  • მაინკრაფტი (ხელოვნური ინტელექტი, მე-8 კლასიდან)
  • მაინკრაფტი (პითონის კლასი)კიდევ:

  • 🙏 გთხოვთ ეს პოსტი 🔗გაუზიაროთ თქვენს მოსწავლეებს, კლასელებს, სკოლელელბს, მეგობრებს, შეყვარებულებს, მეზობლებს, ნაცნობებს ან უცნობებს :)

    ✅გინდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ლაივ ლექციებს უფასოდ დაესწრო პროგრამირებაში❓
    ✅გინდა პროგრამირების სახალისო დავალებები შეასრულო❓
    ✅გინდა შენი დავალებები 🐥 ხელოვნურმა ინტელექტმა გაასწორს❓
    ✅გინდა ისწავლო C❓
    ✅გინდა ისწავლო პითონი❓
    ✅გინდა ისწავლო HTML, CSS ❓
    ✅გინდა ისწავლო ჯავასკრიპტი❓
    ✅გინდა ისწავლო SQL❓
    ✅გინდა ისწავლო ვებ გვერდი შექმნა❓
    ✅გინდა ისწავლო ხელოვნური ინტელექტის პროგრამირება❓
    ✅გინდა ისწავლო კიბერუსაფრთხოება❓
    ✅გინდა გქონდეს ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატი❓
    ✅ხარ VII - XI კლასის მოსწავლე❓

    თუ ამ ყველა კითხვაზე ✅ დადებითი პასუხი გაქვს და ხარ სკოლის მოსწავლე, მაშინ ☝️ეს პოსტი 🫵 შენთვისაა. ✍️ დარეგისტრირდი და შევხვდებით ჰარვარდში

ახლა ტრენინგ მოდულებს გაგაცნობთ  ცალ-ცალკე

  :: შესავალი ტექნოლოგიებში (ქართ) (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)

ეს კურსი შექმნილია იმ  მოსწავლეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ტექნოლოგიასთან, მაგრამ არ ესმით, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი „კაპოტის“ ქვეშ ან როგორ უნდა გადაჭრას პრობლემები, როდესაც რაღაც არასწორედ ხდება, ეს კურსი ავსებს ხარვეზებს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს გამოიყენონ და მოაგვარონ პრობლემები უფრო ეფექტურად.  ამ კურსზე გამოყენებული მეთოდოლოგია და ტექნოლოგია მართლაც გაგაოცებთ. ყველაზე მეტ რეკომენდაციას ვუწევ ამ კურსს..

რა საკითხებს ეხება კურსი? 
  • ტექნიკას, 
  • ინტერნეტს, 
  • მულტიმედიას, 
  • კიბერუსაფრთხოებას, 
  • პროგრამირებას და 
  • ვებ დეველოპმენტს 
კურსი შევქმენით იმისთვის რომ, მონაწილეებმა შეძლონ:
  • მოწყობილობების ამოცნობა და დანიშნულების გააზრება
  • ინტერნეტის მუშაობის დიზაინის ცოდნა 
  • ფაილების ფორმატის შერჩევა და იდენტიფიცირება
  • პროგრამირების ენების დანიშნულება და გამოყენების სფეროების შერჩევა
  • მარტივი ვებ გვერდის შედგენა და სერფინგი
კურსი ადაპტირებულია ქართულ ენაზე
შეხვედრების რაოდენობა: 9
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
დავალებების რაოდენობა 9
მონაწილეთა ასაკი: IV-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი




მაგალითი


  :: შესავალი კომპიუტერული მეცნიერებებში (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)

(თუ გამოცდილება არ გაქვთ, სასურველია დასაწყისისთვის აირჩიოთ სკრეჩის კურსი და შემდეგ გადახვიდეთ ამ კურსზე)

მოგესალმებით ინტელექტუალურ მეწარმეობაში კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამირების ხელოვნებაში კურსზე. ეს კურსი ასწავლის სტუდენტებს როგორ იფიქრონ ალგორითმულად და გადაჭრას პრობლემები ეფექტურად. თემები მოიცავს აბსტრაქციას, ალგორითმებს, მონაცემთა სტრუქტურებს, ინკაფსულაციას, რესურსების მართვას, უსაფრთხოებას, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიას და ვებ პროგრამირებას. ენები მოიცავს C, Python და SQL პლუს HTML, CSS და JavaScript. კურსი მთავრდება ფინალური პროექტით. არ მოითხოვება წინასწარი გამოცდილება. CS50 სტუდენტების ორ მესამედს ადრე არასდროს გაუვლია პროგრამირების რაიმე კურსი.


კურსში განხილული თემები:
Week 0 Scratch
Week 1 C
Week 2 Arrays
Week 3 Algorithms
Week 4 Memory
Week 5 Data Structures
Week 6 Python
Week 7 SQL
Week 8 HTML, CSS, JavaScript
Week 9 Flask
Week 10 Emoji


შეხვედრების რაოდენობა: 22 (კვირაში 3 დღე)
შეხვედრების ხანგრძლივობა 150 წუთი
დავალებების რაოდენობა 11
მონაწილეთა ასაკი: VIII-XI კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი

სერტიფიკატი განთავსებულია ჰარვარდის საიტზე. ნიმუში:



ნახეთ წლევანდელი კურსის დასაწყისი და ისიამოვნეთ. თუ ამ შეხვედრის 70% გაიგეთ, აუცილებლად აირჩიეთ ეს კურსი :)

დამატებითი ინფორმაცია კურსზე შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებეებში
 
  :: შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით (ქართ) (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)

პროგრამირების შესავალი Scratch-ის გამოყენებით კურსზე დამწყებ პროგრამისტებს შეუძლიათ დაწერონ კოდი ტექსტის აკრეფის ნაცვლად გრაფიკული ბლოკების გადმოთრევით. სკრეჩი გამოყენებულია ჰარვარდის კოლეჯის კომპიუტერულ მეცნიერებაში შესავალი კურსის CS50 პირველ ლექციაზე. Scratch შეიქმნა MIT-ის მედია ლაბორატორიაში. ის დამწყებ პროგრამისტებს, რომლებსაც არ აქვთ პროგრამირების გამოცდილება, შექმნან საკუთარი ანიმაციები, თამაშები, ინტერაქტიული ნახატები და ამბები. კურსი სტუდენტებს აცნობს პროგრამირების საფუძვლებს, რომლებიც გვხვდება არა მხოლოდ თავად Scratch-ში, არამედ ტრადიციულ ტექსტზე დაფუძნებულ პროგრამირების ენებშიც (როგორიცაა Java და Python). საბოლოო ჯამში, ეს კურსი ამზადებს მოსწავლეებს პროგრამირების შემდგომ კურსებისთვის.
რა საკითხებს ეხება კურსი? 
  • სპრაიტი, 
  • ფუნქციები, 
  • მოვლენები, 
  • მდგომარეობა, 
  • ციკლები
  • ცვლადები
  • აბსტრაქცია
  • პროექტი 
კურსი შევქმენით იმისთვის რომ, მონაწილეებმა შეძლონ:
  • მარტივი ანიმაციების შექმნა
  • თამაშების შექმნა
  • ინტერაქტიური ნახატების დამზადება
  • ციფრული ამბის თხრობა
კურსი ადაპტირებულია ქართულ ენაზე
შეხვედრების რაოდენობა: 9
შეხვედრების ხანგრძლივობა 30 წუთი
დავალებების რაოდენობა 9
მონაწილეთა ასაკი: VI-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი

ლექციის ნიმუში



წასაკითხი მასალის ნიმუში
ლექცია 1 სპრაიტი (ვიდეო ქართულად)

კურსს მოყვება დავალებები, ლექციაზე გამოყენებული კოდები, კონსპექტი, უკუკავშირის საშუალება, ქვიზები, შეფასების სისტემა, სერტიფიკატი, ვორკშოპი მასწავლებლებისთვის. კურიკულუმი (მასწავლებლისთვის),  სტანდარტი. მოსწავლეთა მიერ შექმნილ პლატფომაზე შესაძლებელი კლასის შექმნა და ამ კურსების შეთავაზება კონკრეტული კლასისთვის...

  :: შესავალი პითონში (სტენფორდის უნივერსიტეტის  კურსი)

ეს კურსი ორი ნაწილისგან შედგება. I ნაწილი ეხება პროგრამირების კურსის შესავალს სტენფორდის რობოტ კარელის დაპროგრამებით, ხოლო მეორე ნაწილში შევეხებით პროგრამირების ენას პითონი. კურსის ბოლოს მონაწილეები შექმნიან თამაშს.

ამ გიფზე ჩანს რამდენად ადვილია ქართულ კარელში მუშაობა  (გაადიდეთ სურათი და დააკვირდით, ვიდეოსავითაა) 


შეხვედრების რაოდენობა: 14
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
დავალებების რაოდენობა 14
მონაწილეთა ასაკი: V-IX კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი



:: როგორ მუშაობს ინტერნეტი (ქართ. code.org კურსი)

ინტერნეტის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ ინტერნეტის მამად აღიარებული ვინტ სერფის მოგიყვებათ. ის ბობ კჰანთან ერთად TCP/IP პროტოკოლის თანაავტორია. კიდევ კაი კაი ამბებში გამოიჩინა თავი. სხვა ქართული სასკოლო კურსებისგან აქ ყველაზე ნაკლებადაა საუბარი ინტერნეტის ისტორიაზე და სხვა არამნიშვნელოვან თემებზე. კი არა, ზუსტად იმაზეა საუბარი რაზეც უნდა იყოს საუბარი თემაში როგორ მუშაობს ინტერნეტი.

ნახეთ ნიმუში


რა საკითხებს ეხება კურსი? 
  • როგორ მუშაობს ინტერნეტი?
  • ქსელის აწყობა (სიმულატორი)
  • ინტერნეტ დამისამართება (TCP/IP)
  • როუტერი და საიმედოობა
  • პაკეტები
  • HTTP და DNS
  • ფინალური პროექტი 

შეხვედრების რაოდენობა: 7
შეხვედრების ხანგრძლივობა 5-10 წუთი
დავალებების რაოდენობა 7
მონაწილეთა ასაკი: V-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი


  :: მაინკრაფტი (ხელოვნური ინტელექტი, მე-8 კლასიდან)

კურსი ეხება მაინკრაფტში ხელოვნური ინტელექტის მოდულის სწავლების მეთოდოლოგიას, განახებთ ამ მოდულის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში

შეხვედრების რაოდენობა: 4
შეხვედრების ხანგრძლივობა 90 წუთი
დავალებების რაოდენობა 4
მონაწილეთა ასაკი: V-XII კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი

  :: მაინკრაფტი (პითონის კლასი)
კურსი ეხება მაინკრაფტში პითონის მოდულის სწავლების მეთოდოლოგიას, განახებთ ამ მოდულის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში

შეხვედრების რაოდენობა: 10
შეხვედრების ხანგრძლივობა 20 წუთი
დავალებების რაოდენობა 11
მონაწილეთა ასაკი: V-X კლასის მოსწავლეები 
სერტიფიკატის გაცემის პირობა: ფინალური პროექტი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა IEA სერტიფიკატი

ნახეთ ვიდეო


:: ვებდეველოპმენტი (code.org)
ამ განყოფილებაში მოსწავლეები  შეისწავლით თუ როგორ შექმნან და გააზიარონ ტექსტი ვებ გვერდებზე. როცა გადაწყვიტენ, რა შინაარსის გაზიარება სურთ მსოფლიოსთან, შეისწავლიან თუ როგორ მოაწყონ თავიანთი ვებ გვერდები HTML და CSS გამოყენებით. მოსწავლეები ასევე გამოიყენებენ პროგრამირების ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა დებაგირება, რესურსების ერთობლივი გამოყენება და გუნდური მუშაობა.

თავი 1: ვებ გვერდის შექმნა
  1: ვებ გვერდების შესწავლა
  2: შესავალი HTML-ში
  3: სათაურები
  4: მინი-პროექტი: HTML ვებ გვერდი
  5: ციფრული კვალი
  6: ტექსტის გასტილვა CSS-ით
  7: მინი-პროექტი: შენი პერსონალური სტილი
  8: ინტელექტუალური საკუთრება
  9: სურათების გამოყენება
  10: ვებსაიტები თვითგამოხატვისთვის
  11: CSS-ით ელემენტების გასტილვა
  12: თქვენი ვებ გვერდი - მომზადება
  13: პროექტი - პერსონალური ვებ გვერდი

თავი 2: ვებსაიტის შექმნა
  14: სხვადასხვა მიზნების ვებსაიტები
  15: გუნდური პრობლემის გადაჭრა
  16: წყაროები და კვლევა
  17: CSS კლასები
  18: მრავალგვერდიანი საიტის დაგეგმვა
  19: გვერდების დაკავშირება
  20: პროექტი - მიზნობრივი საიტები
  21: საექსპერტო შეფასება და საბოლოო შტრიხები
პოსტპროექტის ტესტი

  :: CISCO კურსები
 
კურსები:
კიბერუსაფრთხოება. 160 სთ, 
ქსელის საწყისები. 25 სთ
ქსელური მოწყობილობების ინიციალიზაცია 25სთ
ქსელის უსაფრთხოება. 40 სთ.
ქსელის დამისამართება. 18 სთ
შესავალი ქსელებში. 70. სთ
ქსელები. 68 სთ
პითონი, 1, 2,3 (210 სთ)



  :: საჭორაო შეხვედრები

კვირაში ერთი დღე გვაქვს ე.წ. საჭორაო შეხვედრა, სადაც 30 წუთის განმავლობაში ვსაუბრობთ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ თემებზე,  მაგალითად, როგორ მუშაობს ინტერნეტი, ბრაუზერების ომი, ტექნოლოგიებზე ფილმის ერთობლივად ნახვა, საუბრები სხვადასხვა პროგრამებზე, საიტებზე, სერვისებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან. 

თემების შერჩევა ხდება კენჭისყრის (გამოკითხვის შედეგად)   


  :: შეჯამება

კურსები აგებულია  k12cs.org  სტანდარტის შესაბამისად

რეგისტრაციამდე გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ: 

თქვენ გაქვთ GitHub ანგარიში. თუ არ გაქვთ, რეგისტრაციის ვიდეო 

მოსწავლეებისთვის ეს კურსები უფასოა, 

შეხვედრები ჩატარდება ონლაინ ვებ გვერდზე თვითონ.გე რომელიც მოსწავლეთა ძალებით და ინოვაციური განათლების ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი.

კურსები აგებულია  k12cs.org  სტანდარტის შესაბამისად. (პედაგოგებისთვის კურსთან ერთად მოგეწოდებათ საგნის სწავლების მეთოდოლოგიები)

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერსოა და პირობებიც მისაღებია, დარეგისტრირდით. იჩქარეთ, ადგილები წელს შეზღუდულია 

მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა საჩუქრები და სიურპრიზები კურსის განმავლობაში. 

სწავლა დაიწყება 2023 წლის 25 ოქტომბერს

  შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 577 144 785  

(P.S. რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ შესაბამისი ბმულები გარანტირებულად მოგივათ და ღონისიებებში მიიღებთ მონაწილეობას. ორგანიზატორი უფლებას იტოვებს ახსნა-განმარტების გარეშე უარი განუცხადოს ნებისმიერ დარეგისტრირებულ ბენეფიციარს ღონისძიებებში მონაწილეობაზე)


რეგისტრაციის შემოკლებული ბმული (თქვენი მეგობრებისთვის გასაზიარებლად): mokle.ge/regcs50g


Comments

  1. ძალიან კარგი კურსია და ეს მეც მინდა, სიამივნებით დაგესწრებით. მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის არის გათვლილი? სწორად გავიგე

    ReplyDelete
  2. დადლობა დაინტერესებიტვის, მოდულები განკუთვნილია სკოლის მასწავლებელებისთვის, რომლებსც სურთ ეს საგნები ასწავლონ კლასებში. მასწავლებლისტვის კლასის ცართვა ფასიანია. თუმცა ინდივიდუალურ მოსწავლეს უფასოდ შეუძლია კურსების გავლა

    ReplyDelete
  3. Anonymous10/10/2022

    მოსწავლისათვის რა არის საფასური? სკრეტჩის ტრენინგზე დარეგისტრირდა. იქ ფასი არ იყო მითითებული

    ReplyDelete
  4. მადლობა დაინტერესებისთვის. არსად არ წერია რომ ფასიანია.
    ყველგან წერია რომ უფასოა.

    იმიტომ რომ უფასოა :)

    ReplyDelete
  5. Anonymous10/06/2023

    გამარჯობა,ძალიან კარგი პროექტია შეხვედრები სად ჩატარდება?

    ReplyDelete
  6. Anonymous10/07/2023

    გამარჯობა. გთხოვთ მომწერეთ სად მდებარეობთ, რა დღეებში და საათებში შესაძლებელია კურსზე დასწრება

    ReplyDelete
  7. გამარჯობა. წერთ, რომ მასწავლებლებისთვის კლასის ჩართვა ფასიანიაო, ხოლო ქვემოთ წერთ უფასოაო. გთხოვთ, გამარკვიოთ რა ნაწილია ფასიანი და რა - უფასო.

    ReplyDelete
  8. >ინგა ბერიძე.

    ყველგან წერია რომ ყველა კურსი მოსწავლეებისთვის არის უფასო. მასწავლებლებისთვის კლასის შექმნა და სხვა რესურსები არის ფასიანი სერვისი.

    ქვემოთ კითხვა იყო, მოსწავლეებისთვის რა არის საფასურიო და იქაც ვუპასუხე, რომ მოსწავლეებისთვის უფასოა.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე