ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024
ესეც წლის საუკეთესო პირველი შეთავაზება:
ამ პოსტის შემოკლებული ბმული: bit.ly/techbook2024
დიდი ხანია ისტ საზოგადოება სახელმძღვანელოების არქონაზე წუწუნებს, ხოდა ამ პოსტით ტექნოლოგიების სახელმძღვანელოების ნაკრები მინდა შემოგთავაზოთ. ბარემ
თანაც ერთდროულად რამდენიმე კურსზე. მასწავლებლებს ნებისმიერი მოდული შეგიძლიათ გამოიყენოთ საგაკვეთილო პროცესში როგორც სახელმძღვანელო. მეტიც: თქვენ ელექტრონულ სისტემაში შეგიძლიათ შექმნათ კლასი, მოიწვითო მოსწავლეები, თითო კვირაში შესთავაზოთ თითო მოდული, კონსპექტი, ლექციაში ნაჩვენები მაგალითების კოდები, გამოიყენთ ამ მოდულის შესაბამისი დავალება, ქვიზები, შეფასების სისტემა. ახლა კი კურსების სათაურებს გაეცანით
✅ ვებ გვერდის შექმნა HTML
✅ კომპიუტერული ტექნოლოგიები (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)
✅ შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით (+ ჰარვარდის სერტიფიკატი)
✅ შესავალი პითონში (სტენფორდის უნივერსიტეტის კურსი)
✅ პროგრამირების ხელოვნება (C)
✅ შესავალი კვანტურ გამოთვლებში (აკრედიტებული სერტიფიკატი)
✅ მაინკრაფტი (ხელოვნური ინტელექტი, მე-8 კლასიდან)
✅ მაინკრაფტი (პითონის კლასი)
✅ შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებებში
ყველა სახელმძღვანელო მოიცავს:
პედაგოგებს თითოეული ამ მოდულში, მე დათო მალანია ჩაგიტარებთ ვორკშოპებს, სადაც დეტალურად აგიხსნით, რატომ და როგორ უნდა შესთავაზოთ თითოეული მოსწავლეებს. გაგაცნობთ სასწავლო აქტივობებს, დავალებების შესაფასებლად გამოყენებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იძლევა განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას. კურსის ბოლოს გაიცემა ჰარვარდის სერტიფიკატი
კურსზე გამოყენებული ყველა რესურსი ლიცენზირებულია
ახლა ტრენინგ მოდულებს გაგაცნობთ ცალ-ცალკე:
:: კომპიუტერული ტექნოლოგიები (+ ჰარვარდის სერტიფიკატი) |
ეს კურსი შექმნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ტექნოლოგიასთან, მაგრამ არ ესმით, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი „კაპოტის“ ქვეშ ან როგორ უნდა გადაჭრას პრობლემები, როდესაც რაღაც არასწორედ ხდება, ეს კურსი ავსებს ხარვეზებს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს გამოიყენონ და მოაგვარონ პრობლემები უფრო ეფექტურად. ამ კურსზე გამოყენებული მეთოდოლოგია და ტექნოლოგია მართლაც გაგაოცებთ. ყველაზე მეტ რეკომენდაციას ვუწევ ამ კურსს..
- ტექნიკას,
- ინტერნეტს,
- მულტიმედიას,
- კიბერუსაფრთხოებას,
- პროგრამირებას და
- ვებ დეველოპმენტს
- მოწყობილობების ამოცნობა და დანიშნულების გააზრება
- ინტერნეტის მუშაობის დიზაინის ცოდნა
- ფაილების ფორმატის შერჩევა და იდენტიფიცირება
- პროგრამირების ენების დანიშნულება და გამოყენების სფეროების შერჩევა
- მარტივი ვებ გვერდის შედგენა და სერფინგი
შეხვედრების რაოდენობა: 9
:: შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით (+ ჰარვარდის სერტიფიკატი) |
პროგრამირების შესავალი Scratch-ის გამოყენებით კურსზე დამწყებ პროგრამისტებს შეუძლიათ დაწერონ კოდი ტექსტის აკრეფის ნაცვლად გრაფიკული ბლოკების გადმოთრევით. სკრეჩი გამოყენებულია ჰარვარდის კოლეჯის კომპიუტერულ მეცნიერებაში შესავალი კურსის CS50 პირველ ლექციაზე. Scratch შეიქმნა MIT-ის მედია ლაბორატორიაში. ის დამწყებ პროგრამისტებს, რომლებსაც არ აქვთ პროგრამირების გამოცდილება, შექმნან საკუთარი ანიმაციები, თამაშები, ინტერაქტიული ნახატები და ამბები. კურსი სტუდენტებს აცნობს პროგრამირების საფუძვლებს, რომლებიც გვხვდება არა მხოლოდ თავად Scratch-ში, არამედ ტრადიციულ ტექსტზე დაფუძნებულ პროგრამირების ენებშიც (როგორიცაა Java და Python). საბოლოო ჯამში, ეს კურსი ამზადებს მოსწავლეებს პროგრამირების შემდგომ კურსებისთვის.
- სპრაიტი,
- ფუნქციები,
- მოვლენები,
- მდგომარეობა,
- ციკლები
- ცვლადები
- აბსტრაქცია
- პროექტი
- მარტივი ანიმაციების შექმნა
- თამაშების შექმნა
- ინტერაქტიური ნახატების დამზადება
- ციფრული ამბის თხრობა
:: შესავალი პითონში (სტენფორდის უნივერსიტეტის კურსი) |
ეს კურსი ორი ნაწილისგან შედგება. I ნაწილი ეხება პროგრამირების კურსის შესავალს სტენფორდის რობოტ კარლოს დაპროგრამებით, ხოლო მეორე ნაწილში შევეხებით პროგრამირების ენას პითონი. კურსის ბოლოს მონაწილეები შექმნიან თამაშს.
- კრეატიულობა,
- თანამშრომლობა,
- კოალაბორაცია,
- კრიტიკული აზროვნება,
:: პროგრამირების ხელოვნება C , მე-6 კლასიდან) |
:: ვებ გვერდის შექმნა (HTML) |
:: მაინკრაფტი (ხელოვნური ინტელექტი, მე-8 კლასიდან) |
:: მაინკრაფტი (პითონის კლასი) |
კვირაში ერთი დღე გვაქვს ე.წ. საჭორაო შეხვედრა, სადაც 30 წუთის განმავლობაში ვსაუბრობთ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ თემებზე, ვიწვევთ საზღვარგარეთულ წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებში (გუგლი, ამაზონი, მაიკროსოფტი, ეფლი, ცერნი...) მომუშავე ქართველებს
:: შეჯამება |
კურსები აგებულია k12cs.org სტანდარტის შესაბამისად. (პედაგოგებისთვის კურსთან ერთად მოგეწოდებათ საგნის სწავლების მეთოდოლოგიები)
თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა და პირობებიც მისაღებია, დარეგისტრირდით. იჩქარეთ, ადგილები წელს შეზღუდულია
მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა საჩუქრები და სიურპრიზები კურსის განმავლობაში.
შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 577 144 785
(P.S. რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ შესაბამისი ბმულები გარანტირებულად მოგივათ და ღონისიებებში მიიღებთ მონაწილეობას. ორგანიზატორი უფლებას იტოვებს ახსნა-განმარტების გარეშე უარი განუცხადოს ნებისმიერ დარეგისტრირებულ ბენეფიციარს ღონისძიებებში მონაწილეობაზე)
შეგიძლიათ დაესწროთ ვორკშოპს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება CS50xg კურსის სწავლებაში
რეგისტრაციის შემოკლებული ბმული
(თქვენი კოლეგებისთვის გასაზიარებლად):
bit.ly/cs50teach
Comments
Post a Comment