როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი CS50xg პროგრამირების სწავლებისას. (ვორკშოპი)


ვიტვიტა და ბათურა დაძმობილდნენ, გაუდგნენ გზასა...

აბა ვის ახსოვს ეს ზღაპარი?  მე კარგად მახსოვს, რადგან ჩემზეა. მე ხომ დედაჩემი ბათურას მეძახდა :)  ეს ვიტვიტებიც ჰარვარდიდან რომ ჩამოვიდნენ და ჩემთან ერთად ჰამაკზე არიან წამოპლკულები,  გემახსოვრებთ. 


ხოდა 10 აგვისტოს ბარემ ვორკშოპსაც შემოგთავაზებთ:
 
როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი CS50xg პროგრამირების სწავლებისას. (ვორკშოპი) 

აუცილებელია რეგისტრაცია


აი ერთი მაგალითი:

ამ რეგისტრაციით საშუალება გაქვთ  კვატი ვიტვიტას მაგალითზე ნახოთ როგორ იყენებს ჰარვარდის უნივერსიტეტი ხელოვნური ინტელექტს პროგრამირების სწავლებაში.

კონკრეტული სცენარებით განვიხილავთ როგორ შეიძლება AI-ს გამოყენება 
✅ პროგრამირების სწავლებაში
✅  დავალების შესრულებაში
✅ დავალების შეფასებაში
✅ ცნობარის სახით
✅ ან როგორც 1:1 სწავლების ინსტრუმენტი
✅ AI როგორც მენტორი 


რეგისტრაციისას შეგიძლიათ აირჩიოთ მომავალი შეხვედრის თემები:
✅ 21- საუკუნის უნარები
✅ პროგრამირების ენები
✅ კარელის კურსი (პითონის შესავალი)
✅ შესავალი პროგრამირებაში სკრეჩით სწავლების მეთოდოლოგია
✅ ბლოგის მენიუს შექმნა
✅ ეფექტური პრეზენტაცია

აუცილებელია რეგისტრაცია

გისურვებთ ბედნიერ დასვენებას



Comments

Popular posts from this blog

@ მეილის ნიშნის ისტორია

თხა და გიგო (ზღაპარი)

საინტერესოდ ელექტრონიკაზე