პროგრამირების სწავლა თამაშებით
დარწმუნებული ვარ საჭორაო შეხვედრები ბევრს გახსოვთ, ბევრი სასიამოვნო საღამო გავიტარებია ერთად. 2025 წელიც არ იქნება გამონაკლისი. ამჯერად 18 იანვარს 20:00 შემოგთავაზებთ პირველ საჭორაო შეხვედრას. შეხვედრის თემა პროგრამირების სასწავლო თამაშები იქნება. კონკრეტულად წარმოგიდგენთ flex frog თამაშს. მე ეს თამაში ძალიან მახალისებს. თანაც ძალიან ინფორმატიულია.
შეხვერდაზე რომ მოხვდეთ, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ.
ამ პოსტის მოკლე ბმული: mokle.ge/satmeet0
მე როცა ვსწავლობდი, იმით მაიმედებდნენ, რომ კენწეროში გატკბილდებოდა და სხვა აზრი წარმოუდგენელი იყო. დღეს კი განათლების მომავალი თამაშებშია.
როგორც თამაშით სწავლების 1-1 ვებ გვერდზეა მითითებული, ნეირომეცნიერების უახლესი კვლევის (აუცილებლად ნახეთ) თანახმად, სწავლის დროს გართობა (1) იყენებს უნიკალურ კოგნიტურ რესურსებს, (2) ჯილდოსა და სიამოვნებას აკავშირებს ინფორმაციას, (3) აძლიერებს და აფართოებს მეხსიერების ქსელებს და (4) ცვლის აბსტრაქტულ აზროვნებას და ყურადღებას.
ალბათ გახსოვთ ჩემი მოსაზრება კვადრატული განტოლების ამოხსნით პროგრამირების სწავლების შესახებ. სწორედ იმიტომ მომწონს ვთქვათ სტენფორდის უნივერსიტეტის კურსები, რომ მანდ ფუნქციის სასწავლოდ, ვთქვათ, რობოტმა კარელმა მარცხნივ მოტრიალება იცის, მაგრამ მარჯვნივ ვერ ტრიალდება. მოსწავლემ უნდა ასწავლოს კარელს მარჯვნივ მოტრიალება. ჩემთვის ძალიან სახალისოა ეს მეთოდი. მოსწავლე არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით ახალ გამოცდილებას იძენს. (კონსტრუქტივიზმს რო იძახდნენე ახალი სკოლის დამფუძნებელი მამები, ხო გახსოვთ) თვითონ ხდება გამომგონებული. მისი პროგრამა (ფუნქცია) არის ახალი აღმოჩენა. და ესაა მნიშვნელოვანი. რწმენის შექმნა – რომ ყველაფერი შესაძლებელია... თანაც სულაც არაა აუცილებელი კენწეროში გატკბილდეს. ახლაც ძალიან ვერთობით და ვხალისობთ.
გთხოვთ ეს პოსტი გაუზიაროთ კოლეგებს ან მეგობრებს,
Comments
Post a Comment