პროგრამირების სწავლა თამაშებით

დარწმუნებული ვარ საჭორაო შეხვედრები ბევრს გახსოვთ, ბევრი სასიამოვნო საღამო გავიტარებია ერთად. 2025 წელიც არ იქნება გამონაკლისი. ამჯერად 18 იანვარს 20:00 შემოგთავაზებთ პირველ საჭორაო შეხვედრას. შეხვედრის თემა პროგრამირების სასწავლო თამაშები იქნება. კონკრეტულად წარმოგიდგენთ  flex  frog თამაშს. მე ეს თამაში ძალიან მახალისებს. თანაც ძალიან ინფორმატიულია.

შეხვერდაზე რომ მოხვდეთ, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ.


შემდეგი შეხვედრების გრაფიკი: 

✅ 25 იანვარი: რა უნდა ვისწავლოთ (ზოგადი უნარები)

✅01 თებერვალი: მომავალი წლების ტრენდები პროგრამირებაში 

✅08 თებერვალი: პროგრამირების ენების მიმოხილვა მომავალ 10 წელს

✅15 თებერვალი:  ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროგრამირების შესასწავლად

✅22 თებერვალი: სასწავლო საიტების მიმოხილვა

✅01 მარტი:  კვანტური კომპიუტერის დღის მზადება

✅08 მარტი ქალები ტექნოლოგიებში

✅15 მარტი სასწავლო საიტების მიმოხილვა

✅22 მარტი სტუმარი 

✅28 მარტი სასწავლო საიტების მიმოხილვა

  

ამ პოსტის მოკლე ბმული: mokle.ge/satmeet0

მე როცა ვსწავლობდი, იმით მაიმედებდნენ, რომ კენწეროში გატკბილდებოდა და სხვა აზრი წარმოუდგენელი იყო. დღეს კი განათლების მომავალი თამაშებშია.

როგორც თამაშით სწავლების 1-1 ვებ გვერდზეა მითითებული, ნეირომეცნიერების უახლესი კვლევის  (აუცილებლად ნახეთ) თანახმად, სწავლის დროს გართობა (1) იყენებს უნიკალურ კოგნიტურ რესურსებს, (2) ჯილდოსა და სიამოვნებას აკავშირებს ინფორმაციას, (3) აძლიერებს და აფართოებს მეხსიერების ქსელებს და (4) ცვლის აბსტრაქტულ აზროვნებას და ყურადღებას. 


ალბათ გახსოვთ ჩემი მოსაზრება კვადრატული განტოლების ამოხსნით პროგრამირების სწავლების შესახებ. სწორედ იმიტომ მომწონს ვთქვათ სტენფორდის უნივერსიტეტის კურსები, რომ მანდ ფუნქციის სასწავლოდ, ვთქვათ, რობოტმა კარელმა მარცხნივ მოტრიალება იცის, მაგრამ მარჯვნივ ვერ ტრიალდება. მოსწავლემ უნდა ასწავლოს კარელს მარჯვნივ მოტრიალება. ჩემთვის ძალიან სახალისოა ეს მეთოდი. მოსწავლე არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით ახალ გამოცდილებას იძენს. (კონსტრუქტივიზმს რო იძახდნენე ახალი სკოლის დამფუძნებელი მამები, ხო გახსოვთ) თვითონ ხდება გამომგონებული. მისი პროგრამა (ფუნქცია) არის ახალი აღმოჩენა. და ესაა მნიშვნელოვანი. რწმენის შექმნა –  რომ ყველაფერი შესაძლებელია...  თანაც სულაც არაა აუცილებელი კენწეროში გატკბილდეს. ახლაც ძალიან ვერთობით და ვხალისობთ.   


გთხოვთ ეს პოსტი გაუზიაროთ კოლეგებს ან მეგობრებს, 

Comments

  1. Anonymous1/21/2025

    მზიკო დავლაშერიძე

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა დაინტერესებისთვის. იმედი დაესწარით, თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე, ყოველ შაბათს გამოიგზავნება სმს შეტობინება შემოსასვლელი ბმულის მითითებით

      Delete
  2. Anonymous1/25/2025

    Marimegeladaze

    ReplyDelete
  3. რატომ ვერ მოვხვდი ამ შეხვედრაზე?

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა დიანტერესებისთვის. შემოსასვლელი ბმული სმს შეტყობინების საშუალებით იგზავნება რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონზე. ახლა გადავამოწმე და ტელეფონი შეცდომით იყო გადატანილი გასაგზავნ ფორმაში. გავასწორე და ტელფონზე ჩანაწერის ბმული გამოგიგზავნეთ. სხვა შეხვედრებს ბმულებს შეუფერხებლად მიიღებთ. ბოდიშს გიხდით შეფერეხებისთვის

      Delete
    2. დიდი მადლობა

      Delete
    3. მივიღე ჩანაწერის ბმული

      Delete

კომენტარი

Popular posts from this blog

სტენფორდის ონლაინ კურსი კოდირებაში

თხა და გიგო (ზღაპარი)

@ მეილის ნიშნის ისტორია